ჭდე: ინგლისის ნაკრები

Home ინგლისის ნაკრები
შოტლანდიამ ინგლისს კოვიდით შეუტია
ჩანაწერი

შოტლანდიამ ინგლისს კოვიდით შეუტია

ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ უნდა იღონონ რამე: მას მერე, რაც შოტლანდიელ ბილი გილმორს covid 19 აღმოაჩნდა, ისინი სულ მცირე იმაში მაინც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ გუნდში ყველა ჯანმრთელად არის. შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, „უემბლიზე”, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს, ორიოდ დღეში კი გაირკვა, რომ სქოთ გილმორს კორონავირუსი სჭირს. გილმორი ათდღიან თვითიზოლაციაშია და D ჯგუფის...

მოურინიუ: ინგლისს მოგება არც უცდია
ჩანაწერი

მოურინიუ: ინგლისს მოგება არც უცდია

მთელი თამაშის განმავლოვაში ვერ დაინახე ის რისკი და სითამამე, რომელიც მოგებას სჭირდება, — წერს ჟოზე მოურინიუ ინგლისის ნაკრების შესახებ თავის ბლოგში, ევრო 2020-ზე, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებთა 0:0-ის შემდეგ და განაგრძობს: წინა შეხვედრაში, ხორვატიასთან, კარგი იყო ნახევარმცველთა, დელკან რაისის და კელვინ ფილიპსის წყვილი, მაგრამ ამჯერად, ინგლისს გამარჯვება რომ სდომებოდა, მე-60 წუთისთვის ფილიპსი ვინმე უფრო შემოქმედი...

უბანში გატანილი გოლი
ჩანაწერი

უბანში გატანილი გოლი

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისელების საყვარელ გამოთქმას „ის შინ ბრუბდება” მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობა შესძინა. ფეხბურთი შინ ბრუნდებაო (football’s coming home), მღერიან, ამბობენ და წერენ ინგლისელები ყოველთვის, როდესაც მსხვილი ტურნირი მათ ქვეყანაში ტარდება — 1996 წელს, ეს მთელი ევროპის ჩემპიონატი იყო, ახლა, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული პირველობის მატჩებია. „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა კი გუშინ, ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა გოლი, რომელმაც...

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია
ჩანაწერი

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია

დეკლან რაისი პირობას დებს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება, ცხოვრებაში პირველად დალევს ლუდს. კვირას ინგლისელები ხორვატიას ხვდებიან, „ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა კი თავისი ნათქვამით ყველაფერი დაჩრდილა. რაისმა თქვა: „იცით, რას გეტყვით? 22 წლის ვარ და ლუდი არ გამისინჯავს. ვფიცავ, სრული სიმართლეა. ხალხს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლუდის სუნი ისე მაღიზიანებს, რომ ახლოსაც არ...

თამაში, რომელიც არ უნდოდათ
ჩანაწერი

თამაში, რომელიც არ უნდოდათ

ინგლისის ნაკრებმა  ევრო 2020-ის წინ, ბოლო მოსამზადებელი თამაში, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების მიერ სტუმრად (2:1) დამარცხებულ რუმინეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მარკუს რეშფორდმა პენალტით გაიტანა. 23 წლის და 218 დღის რეშფორდი ისტორიის წიგნში შევიდა. ახლა ის არის ინგლისელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. აქამდე მაიკლ ოუენი იყო, რომელმაც გუნდს პირველად 2003-ში სლოვაკეთთან უკაპიტნა. ორივე რეკორდი მიდლსბროში,...

ჰენდოს და ჰარის ამბავი
ჩანაწერი

ჰენდოს და ჰარის ამბავი

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, გარეთ საუთგეიტი პრობლემის წინაშე დგას — ინგლისის ნაკრებში ტრავმიანობაა. გაჩნდა შიში, რომ ჯორდან ჰენდერსონმა და ჰარი მაგუაირმა შეიძლება მთელი ევრო 2020 გამოტოვონ. დასრულდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ოცნებაც — ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) ბარძაყი იტკინა და შინ უნდა დაბრუნდეს. მის შემცვლელს საუთგეიტი კვირას, საქართველოს მიერ 2:1 დამარცხებულ რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ...

ოთხი მარჯვენა მცველი რა ამბავია
ჩანაწერი

ოთხი მარჯვენა მცველი რა ამბავია

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ადგილობრივმა მას-მედიამ ყველაზე დიდი ყურადღება მასში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მოხვედრაზე გაამახვილა. ლივერპულელს სეზონის ბოლო იმდენად ეფექტური ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცმა ევრო 2020-ზე წამსვლელი ვარსკვლავების მარაქაში გარია. არადა, პრესაში დიდხანს მარჩიელობდნენ, რომელ მარჯვენა მცველს დატოვებდა საუთგეიტი შინ. თურმე, არავისაც არ ტოვებს, ოთხივე მიჰყავს და ახლა ალექსანდერ-არნოლდს დიდი...

ჰენდერსონი ევროს, ლივერპული კი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება
ჩანაწერი

ჰენდერსონი ევროს, ლივერპული კი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მას გამოჯანმრთელებისა არაფერი ეტყობა. ვარჯიშის განახლებამდე შესაძლოა კვირები იყოს წინ. ინგლისის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატს ხორვატიასთან მატჩით 44 დღეში იწყებს. კლოპმა თქვა: „სანამ ჰენდერსონი ვარჯიშს შეუდგება, ჯერ ბევრი ეტაპია გასავლელი. მწყობრში ჩადგომამდე შორი გზაა”. „ლივერპული” სეზონის ბოლო მატჩს 23 მაისს „კრისტალ...

ლინგარდი სანჩოს და გრილიშს უტევს
ჩანაწერი

ლინგარდი სანჩოს და გრილიშს უტევს

ჯესი ლინგარდი გარეთ საუთგეიტის 23-კაციან სიაში იმკვიდრებს ადგილს. შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე იარა, ახლა ისევ გამოჩნდა „არსაიდან” და ევრო 2021-ზე გასამგზავრებლად დიდი კონკურენცია გააჩაღა. მოგეხსენებათ, ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იჯარით „ვესტ ჰემს” დაუთმო, სადაც 28 წლის ინგლისელი ისე ათამაშდა, რომ საუთგეიტმა ეროვნულ გუნდში უხმო და...

რა ხდება მოედანზე გასაგებია, მაგრამ რა ხდება თავში?
ჩანაწერი

რა ხდება მოედანზე გასაგებია, მაგრამ რა ხდება თავში?

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგი აიყვანა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი მოთამაშეები მაიკლ კულფილდის დონის სპეციალისტთან პირისპირ საუბრებისგან დიდ სარგებელს ნახავენ. კულფილდი ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ფსიქოლოგია, 30 წლიანი სტაჟით. 50 წლის საუთგეიტმა თქვა: „მაიკლი სპორტის აღქმას ამარტივებს. მან ძალიან კარგად იცის ის პროცესები, რაც გასახდელში ხდება. ის იოლად პოულობს საერთო ენას ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან....