იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და ტიფოზები ქალაქების ქუჩებს მოედნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ძირითად და დამატებით დროში 1:1-ის მერე ინგლისის ნაკრები პენალტებით დაამარცხა. ინგლისელთაგან ბოლო სამი პენალტი მარკუს რეშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბაკაიო საკამ დაარტყეს. რეშფორდმა ძელს გაარტყა ბურთი, სანჩოსა და საკას კი იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა. სამივე ინგლისელმა გულშემატკივარს თერთმეტმეტრიანის შესრულების უმწიფარი ვარიანტი...
ჭდე: ინგლისის ნაკრები
უემბლიდან პირდაპირ ლას ვეგასში
თუ ხვალ ევრო 2020-ის ფინალში გაიმარჯვებენ, ინგლისელი ვარსკვლავები ლას ვეგასში აიწყვეტენ. „ლხინის ჭიას” ჯეკ გრილიშსა და მეკარე ჯორდან პიკფორდს ბიჭების აყოლიება ჰქონიათ გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, გრილიშსა და პიკფორდს „კაზინოთა მექაში” მიჰყვებიან მეისონ მაუნტი, დეკლან რაისი, და ბენ ჩილუელი. ლას ვეგასისკენ გეზი უჭირავს გრილიშის ძმაკაცს, „ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მედისონსაც. მათ, ამ წლის დასაწყისში უკვე მოასწრეს...
მოურინიუ: ძლიერმა გაიმარჯვა, მსაჯს კი ალბათ ცუდად ეძინა
„მეორე ადგილზე გასვლა საკმარისი არ არის. თუ ინგლისი კვირას, ფინალში იტალიას ვერ მოუგებს, ეს მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან ტიტული ძალიან ახლოსაა, ერთი მატჩიღაა დარჩენილი, — უთხრა რადიო talkSPORT–ს ინგლისელთა ევრო 2020-ის ფინალში გასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიუმ, შემდეგ კი მისი ნალაპარაკევი „სანმა” გადაბეჭდა, — ინგლისელმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ თავი გაართვან ურთულეს...
42 მილიონი კათხა ლუდი
სტკიოდათ თუ არა თავი ნახევარფინალში დანიის ნაკრებთან გამარჯვებაზე მეოცნებე ინგლისელ ფანებს ვერ გეტყვით, მაგრამ დათვალეს, რომ უკრაინასთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში 42 მილიონი პინტა ლუდი დაილია. და, რასაკვირველია, ეს რეკორდი მოიხსნება, თუკი ოთხშაბათ საღამოს ინგლისის ნაკრები „კარლსბერგის” სამშობლოს გუნდსაც დაამარცხებს. აჟიოტაჟს კარგად აღწერს ტელემაყურებლის რაოდენობა — როდესაც რომში, უკრაინასთან ზემოხსენებული მეოთხედფინალი მიმდინარეობდა, ინგლისში ტელევიზორს 20,9...
სამ წელიწადში მესამე ნახევარფინალი
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში უკრაინასთან 4:0 მოგების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი თავის ფეხბურთელებს საქმის დამთავრებისკენ მოუწოდებს. ჩემპიონობამდე ორი გამარჯვება დარჩა. წუხელ კი საუთგეიტის ფეხბურთელებმა ანდრეი შევჩენკოს შეგირდებს ჰარი კეინის დუბლით, ჰარი მაგუაირის მძლავრი თავურითა და ჯორდან ჰენდერსონის პირველი სანაკრებო გოლით ევროპის პირველობა დაატოვებინეს. ნახევარფინალში ინგლისი „უემბლიზე” დანიას ხვდება, რომელმაც გზიდან ჩეხეთი ჩამოიცილა — 2:1....
თავქარიანი ჯეკი
ინგლისელ ფანებს ჯეკ გრილიში გამორჩევით უყვართ, მაგრამ რატომ? ერთი შეხედვით ის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი არ არის, ევრო 2020-ზე ჩეხეთთან სასტარტოში იყო, მაგრამ შოტლანდიასთან და გერმანიასთან საქმეში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩართეს. ეტყობა, ფანები გრძნობენ, რომ „ასტონ ვილას” 25 წლის შემტევი ნახევარმცველი მენტალურად ერთ-ერთი მათგანია და მთელი საიდუმლოც ესაა. თავად ასე ამბობს: „დაუჯერებელი რაღაც ხდება. „ასტონ ვილას”...
ინგლისი ემიგრანტების იმედადაა
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ინგლისი და უკრაინა რომში ხვდებიან ერთმანეთს. ინგლისელ ფანებს იტალიის დედაქალაქში მოხვედრის პრობლემა აქვთ, უკრაინელები კი ნამდვილად იქნებიან სტადიონზე. უფრო ზუსტად, პრობლემა იმ ინგლისელებს აღმოაჩნდათ, რომლებიც სამშობლოდან აპირებდნენ რომში ჩაფრენას და „სტადიო ოლიმპიკოზე” თამაშის ნახვას. მიზეზი: იტალიური კანონების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ხალხმა ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ყველაფერში დამნაშავე covid 19-ის ინდური ნაირსახეობა,...
მიულერს რომ გოლი გაეტანა…
ბევრ ცნობილ მოღვაწეს უთქვამს, ფეხბურთი მარტივი თამაშიაო. ახლა, როდესაც ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ბუნდესმანშაფტის წაგებას ზოგი იოაჰიმ ლიოვის, როგორც მწვრთნელის გამოფიტვას აბრალებს, ზოგი მის მცდარ ტაქტიკას, ზოგიც დაბალ ტემპს ანდა საფეხბურთო კავშირის კაბინეტებში არასწორად შედგენილ მრავალწლიან პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლოა ასეცაა, მაგრამ როდესაც ინგლისი 1:0-ს იგებდა, ვეტერანი ფორვარდი თომას...
ინგლისი თურმე გერმანიას მოუგებს
„სანი” წერს, რომ სუპერკომპიუტერმა ინგლისის ნაკრებს გერმანიასთან მერვედფინალში გამარჯვება და მერე, ფინალამდე, ტრიუმფალური სვლა უწინასწარმეტყველა, მაგრამ ფინალში… იქ, ინგლისს საფრანგეთი მოუგებსო, ბრძანა ხელოვნურმა ინტელექტმა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან მოუგო ხორვატიას 1:0, ფრედ ითამაშა შოტლანდიასთან 0:0 და 1:0 მოუგო ჩეხეთს. შედეგად, ინგლისელებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბადის თანახმად, სიკვდილის...
გერმანელებს ინგლისში არ უშვებენ
გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე”, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23 ივნისს მაინც უნდა ჩასულიყვნენ ანუ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ არ იყო ცნობილი ფლეი-ოფში...









