ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების 94 წლიანი რეკორდი დაამხო — ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 16 სანაკრებო გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ეს სან მარინოს კარში ოთხი გოლის შეგდებით მოახერხა. მოგეხსენებათ, ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში სან მარინოს მისავე მოედანზე 10:0 მოუგეს და „ყატარი 2022“-ის საგზური მოიპოვეს. ჯგუფში მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა. ხსენებულ...
ჭდე: ინგლისის ნაკრები
ინგლისელების ჭირვეული სამეული
გარეთ საუთგეიტმა მოყვა, რომ სამი ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი მათგანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, რომელმაც სექტემბერში მწვრთნელს შვიდი(!) თამაშიდან განთავისუფლება სთხოვა. ოქტომბერში, „დორტმუნდში“ მოთამაშე ჯუდ ბილინგემმაც ითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებიდან გაშვება, თუმცა დღეს ის შეკრებაზეა. ბილინგემი 18 წლისაა. „ჩელსის“ 20 წლის ფრთის მოთამაშე კალუმ-ჰადსონ ოდოი კი ამ...
უეფამ ინგლისი დასაჯა
უეფამ ინგლისი დასაჯა. ქვეყნის ეროვნულ გუნდს უმაყურებლო სტადიონზე მოუწევს თამაში. მიზეზი: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალზე ხალხის ორგანიზებულად შეშვება ვერ შეძლო, რასაც უწესრიგობა მოჰყვა. შეგახსენებთ, ლაპარაკია „უემბლის“ სტადიონზე. ინგლისელებს მაყურებლის გარეშე ივნისში, ერთა ლიგის შეხვედრაში მოუწევთ თამაში. ვინ იქნება მეტოქე, 16 დეკემბერს, კენჭისყრაზე გაირკვევა. ამ სასჯელის გარდა, უეფამ ინგლისელებს გამოსაცდელი ვადაც დაუთქვა....
ბექემი: იმ დღეს ფანებმა მაპატიეს!
ზუსტად 20 წელი გავიდა მას მერე, რაც დევიდ ბექემმა საბერძნეთის ნაკრებთან შესარჩევი შეხვედრის წამატებულ დროში უზადო საჯარიმო დარტყმით ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. და ეს საჯარიმო დარტყმა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდარული ეპიზოდების ნუსხაში მოხვდა. მიზეზი: მომენტის დრამატიზმი და დარტყმის ეფექტურობა. ამბავი „ოლდ ტრეფორდზე“ მოხდა. მაშინ ბექემი ინგლისელ გულშემატკივართა ნომერ პირველ მტრად ითვლებოდა. მან...
თურმე მთავრობა ჯაშუშობს
ინგლისის ნაკრებში არეულობა მწიფდება. როგორც გაირკვა, სულ მცირე ხუთი ფეხბურთელი აცხადებს აცრაზე უარს. თან, ხუთიდან სამი ძირითადი შემადგენლობის წევრია. ისინი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ. არადა, ინგლისის ნაკრებს ანდორასა და უნგრეთთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ახლავე დაიბევოს ადგილი და დარჩენილი პერიოდი ფინალური ეტაპისთვის მზადებას მოანდომოს. ბრიტანული პრესა წერს, რომ „მოჯანყეებს“ აცრის საწინააღმდეგოდ სულელური მიზეზები...
ბოლოსდაბოლოს, ინგლისელები პრემიებს მიიღებენ
დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობას ვალს, 175 მილიონ გირვანქას დაუბრუნებს და ხელ-ფეხი გაეხსნება — ევრო 2020-ის მონაწილე ფეხბურთელები, ბოლოსდაბოლოს თავიანთ პრემიებს მიიღებენ. ინგლისური ფეხბურთის შეფებმა შარშან დეკემბერში კორონაპანდემიის სავალალო შედეგებისთვის თავის დასაღწევად დამატებითი დაფინანსება მოითხოვეს. „სანმა“ შეიტყო, რომ ასოციაცია დღეს, დღის ბოლომდე აპირებს ვალის მთლინად გასტუმრებას. და სწორედ ეს იყო დაბრკოლება, რომელიც ამ...
ალექსანდერ-არნოლდი ათი მეტრით წინ
„ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისელ კოლეგას გარეთ საუთგეიტს უსაყვედურა. კლოპის აზრით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია და ნაკრებში მისი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაყვანა შეცდომაა. 22 წლის ლივერპულელმა გასულ შაბათს ანდორასთან სანაკრებო შეხვედრის პირველ ტაიმში, მოედნის შუაში თამაში დააჭაშნიკა. ინგლისმა ანდორას 4:0 მოუგო და I ჯგუფს 16 ქულით ლიდერობს. მოსაზრებამ, რომ ალექსანდერ-არნოლდს ნახევარმცველობაც შეუძლია, არ...
საუთგეიტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჯერაც ვერ გამოსულან ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხების გამო მიღებული შოკისგან. ყოველ შემთხვევაში, „სამი ლომის“ დამრიგებელი, გარეთ საუთგეიტი, ამბობს რომ ამ თაობის ფეხბურთელებს ევროშოკს მხოლოდ გაისად ყატარში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი თუ შეუმსუბუქებს. ინგლისელები ახლა ბუდაპეშტში იმყოფებიან და ამ საღამოს უნგრელებთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან. გაზეთი „სანი“ წერს, რომ გუშინ საუთგეიტს თავისი ბიჭებისთვის...
მინგსს ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა
ტაირონ მინგსმა თქვა, რომ ევრო 2020-ზე, ხორვატიასთან შეხვედრის წინ გაუჭირდა და ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. „ასტონ ვილას“ მცველი პირველ ორ შეხვედრაში, ხორვატიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, ჰარი მაგუაირს ცვლიდა. მინგსმა გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდა ინგლისელი გულშემატკივრის ეჭვთან გამკლავება. ფანების 90-95 პროცენტს არ სჯეროდა, რომ ის ღირსეულად შეძლებდა მაგუაირის შეცვლას. „ხორვატიასთან პირველი შეხვედრის წინ მძიმე პერიოდი გადავიტანე. ვფიქრობ,...
მე მეზიზღება რობერტო მანჩინი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, 40 წლის უეინ ბრიჯმა თქვა, რომ ევრო 2020-ში იტალიის ნაკრების გამარჯვება ორმაგად ეწყინა, რადგან მას რობერტო მანჩინი ეზიზღება. ვეტერანი 40 წლისაა. ის „სიტიში” 2009 წელს მივიდა, სწორედ მაშინ, როდესაც გუნდი რობერტო მანჩინის ჩააბარეს. თავიდან ბრიჯი რეგულარულად ხვდებოდა შემადგენლობაში, შემდეგ კი მანჩინიმ აითვალწუნა და იჯარით ჯერ „ვესტ ჰემში”, შემდეგ...









