ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი, თორემ ისე ლოქდაუნის დროს მომხდარა: ინგლისის ნაკრებს ერთ ფეხბურთელს ტრანსგენდერ ქალთან გატკბობია ურთიერთობა, მას კი ფოტოები გადაუღია და შანტაჟი დაუწყია. ქალი, რომელსაც ჯერ ოპერაციაც არ ჰქონდა გაკეთებული, პრემიერლიგის ვარსკვლავს ინტერნეტში, შესაბამის ვებგვერდზე მოუძებნია. 2021 წლის აპრილში წყვილი ერთმანეთს ქალაქის ცენტრში, ტრანსგენდერის მიერ ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა. ფეხბურთელს თითოეული შეხვედრა 150 გირვანქა...
ჭდე: ინგლისის ნაკრები
ინგლისის ხსენებაზე პეტის გაეცინა
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, დაუმარცხებელი „არსენალის” ვარსკვლავი, 51 წლის ფრანგი ემანუელ პეტი ინგლისელი ჟურნალისტის კითხვას ბოლოს და ბოლოს, 56 წლის შემდეგ შეძლებს თუ არა ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, სიცილით პასუხობს: „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრები ძალიან ძნელად დასამარცხებელი გუნდი იქნება”. პაუზის შემდეგ პეტი დასძენს: „მაგრამ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში ინგლისი...
ბრიტანული ოკუპაცია ვერ შედგება
ინგლისი ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებსაც დიდ შეჯიბრებებზე ჩვეულებრივ ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. წესით ასე უნდა მოხდეს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ თავი იჩინა ერთმა დამაბრკოლებელმა გარემოებამ — არაბები მათ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ თამაშის ბილეთი ექნებათ. ბრიტანეთიდან მუნდიალზე ინგლისის ნაკრების გარდა შეიძლება უელსის ან შოტლანდიის ეროვნული გუნდიც გაემგზავროს. უელსის და შოტლანდიის ამბავი ფლეი-ოფის შემდეგ გაირკვევა....
როგორ უნდა გახდეს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი
ინგლისის ნაკრები ერთხელ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 1966 წელს. მას მერე ინგლისელებს სულ ტიტულის პრეტენზია აქვთ, მაგრამ ვერა და ვერ აღწევენ მიზანს. ახლაც, დოჰაში ჩატარებულმა ყატარი 2022-ის წილისყრამ გაარკვია, რომ შედარებით იოლი ჯგუფური ეტაპის მერე გარეთ საუთგეიტის გუნდს შეიძლება საფრანგეთი, არგენტინა და ბრაზილია შეხვდეს. ბედმა ინგლისი B ჯგუფში განაწესა. აქ მის გარდა არიან აშშ, ირანი და...
ინგლისის ნაკრების შიში და პრეტენზიები
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ყატარში სასტუმრო შეარჩია. დოჰადან 15 კილომეტრში, მეთევზეთა დასახლება ალ ვაკრაში მდებარე ამავე სახელწოდების ოტელი ისევე, როგორც ინგლისელთა წინა ორი სასტუმრო — 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე — აღჭურვილია ავტოსიმულატორით, ფლეისთეიშენით, მაგიდის ჩოგბურთით, აუზითა და დართსით. თუმცა, ინგლისელებს, როგორც ყოველთვის, აქვთ პრობლემაც. ჩვეულებრივ, მონდიალებზე, თამაშის წინა დღეს გუნდები მიემგზავრებიან იმ...
სიტყვები შეარჩიე, მეგობარო!
„ყატარი 2022″-ის აღმასრულებელი შეფი ნასერ ალ ხატერი ინგლისის ნაკრების თავკაცს გარეთ საუთგეიტს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდებს. საუთგეიტმა ამასწინათ ყატარზე ცუდად ილაპარაკა — ასეთი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატს არ უნდა მასპინძლობდესო. რატომ არ უნდა მასპინძლობდეს ყატარი მუნდიალს? საუთგეიტის აზრით იმიტომ, რომ იქ ემიგრანტ მუშებს ცუდად ეპყრობიან, ირღვევა ადამიანის უფლებები, მამათმავლებს ციხეში სვამენ, აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება და ქალთა უფლებებიც...
მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ
ბოლო წლებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ბარე ორის გამოჩენას არ მოჰყოლია ისეთი ხმაური და მოლოდინი, როგორიც ჯუდ ბილინგემის გამოჩენას მოჰყვა. ის 18 წლისაა, მაგრამ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ. „დორტმუნდში“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა; გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი ანდო. ბილინგემი ბირმინგემთან ახლოს, სტაურბრიჯში დაიბადა. გასულ კვირას მას Goal’s 2022 NXGN ჯილდო გადასცეს — მსოფლიოს 50 თინეიჯერი ფეხბურთელის სიას...
უილშირი დანიაში
გახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი ნახევარმცველი? გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა… ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ...
დიდი ინტერვიუ დიდ ფილთან
ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. ლეგენდარულ მწვრთნელს „დეილი მეილმა” ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ: * რატომ დაანებეთ „ჩელსიში“ მუშაობას თავი? * რამდენიმე ფეხბურთელთან პრობლემა მქონდა. დიდიე დროგბა დაშავებული იყო....
უკლასოები და ავადმყოფები
„ნოტინგემ ფორესტმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „არსენალს“ 1:0 მოუგო და შეჯიბრებიდან გააგდო. „მეთოფეებს“ გოლი 83-ე წუთზე ლუის გრაბანმა გაუტანა, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა ლონდონელ ბუკაიო საკაზე შევაჩეროთ, რომელსაც ნოტინგემელმა ფანებმა ტრიბუნიდან უმღერეს „შენ ქვეყანას უღალატეო“. „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერლიგის გუნდი არ არის, ჩემპიონშიპში გამოდის და შესაბამისად, მის გულშემატკივარს საკას ნახვის საშუალება აქამდე არ ჰქონდა. და აი,...









