რა ისტორიები არ გადახდებათ ხოლმე ფეხბურთელებს. კარლტონ კოულმა, მაგალითად, ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებების ამხანაგური თამაშის წინ ვიაგრა დალია და…
არა, მატჩის მსვლელობისას არავინ დაზარალებულა.
კოულმა ვიაგრა შეცდომით დალია, ვიტამინი ეგონა, მაგრამ წამალმა იმოქმედა.
„რასაკვირველია, იმოქმედა. სექსულაურად არ ავღგზნებულვარ, მაგრამ ენერგია კი მოჭარბებულად მქონდა და ბევრი ვირბინე”, — სიცილით იგონებს 36 წლის ვეტერანი.
ეს მოხდა 2009 წელს. კოული მაშინ „ვესტ ჰემში” თამაშობდა. ის ჯერმაინ დეფომ, შონ რაიტ-ფილიპსმა და უეინ რუნიმ გააშაყირეს.
დეფო: „კარლტონი სულ იღიმებოდა, მხიარულობდა და ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ გაპამპულებისთვის ზედგამოჭრილი კანდიდატი იყო. მან ვიაგრა იმიტომ დალია, რომ ვიტამინი ეგონა. იფიქრა, ჩემი ორგანიზმისთვის კარგი იქნებაო.
უნდა გენახათ მისი სახე, როდესაც ვუთხარით, თუ რა გადაყლაპა სინამდვილეში.
რა უნდა ექნა? სხვა რა გზა ჰქონდა, რამდენიმე საათი უნდა გაეძლო წამლის მოქმედებისთვის”.
კიდევ, დეფო ამბობს, რომ ინგლისის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ამ ხუმრობის შესახებ ვერ გაიგო. ის დასძენს, რომ დღეს იგივე ხუმრობა აღარ გაჭრის, რადგან ფეხბურთელების რაციონს და სამედიცინო დანიშნულებას გაცილებით მკაცრად არჩევენ და აკონტროლებენ.
„ეს რა გამახსენეთ, დავიწყებული მქონდა”, — დაიწუწუნა კარლტონ კოულმა პოდკასტთან რომელსაც ჰქვია Footballer’s Guide to Football და სადაც ეს ამბავი მოიგონეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
მთავარი ამბავი31/08/2026 | 06:54პლატინიმ თქვა, კვარაო!
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
