მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში 4:1 მოუგო „ჰერტას“. გაუჭირდებოდა… შედეგში და ანგარიშშიც არაფერია საკვირველი, მაგრამ ერთი უცნაურობაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი ვერ გაიტანა. ოთხიდან ვერცერთი. ამაზე თანაგუნდელებმა იხუმრეს და აი, მათი კომენტარებიც: იოზუა კიმიხი: „ლევა გასახდელში ცოტა გაბრაზებული იყო“. თომას მიულერი: „როგორც იქნა, ჩავატარეთ მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა… მოხარულები ვართ“. ამასობაში გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ...
ჭდე: თომას მიულერი
ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი 2021 წელს
რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მორიგი რეკორდი დაამყარა — ბუნდესლიგაში წლის 43-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის შედეგს აჯობა. ეს მოხდა შეხვედრაში, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ „ვოლფსბურგს“ 4:0 მოუგო. ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს იყო პოლონელი ვარსკვლავის 69-ე გოლი 2021 წელს. ამდენივე ჰქონდა გატანილი 2013-ში კრიშტიანუ რონალდუს. რეკორდი კი ლეო მესის ეკუთვნის — 91 გოლი 2012 წელს....
ევროპა რონალდუს გარეშე
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა (წინ ფლეი-ოფის მატჩებია) და სიმბოლური ნაკრებიც შედგა. ასევე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ნუ გაიკვირვებთ, სიმბოლური გუნდის მეკარედ ლიხტენშეინის „ვადუცის“ ბენიამინ ბიუხელი დაასახელეს. მისმა გუნდმა 10 შეხვედრაში 34 გოლი მიიღო, თუმც სწორედ ბიუხელის დამსახურებაა, რომ ლიხტენშტეინმა სამჯერ მეტი არ გაუშვა. სიმბოლურ გუნდში სამი ნიდერლანდელია, შეტევის ხაზი კი ერთობ შთამბეჭდავად...
ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი
მიუნხენელებმა ეს ტიტული მეცხრედ იზეიმეს. „ბაიერნმა“ ქვეყნის სუპერთასის მატჩში უპრინციპულეს მეტოქე „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო. პირველი და ბოლო გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, კიდევ ერთი კი აქტივში თომას მიულერმა ჩაიწერა. დორტმუნდელთაგან ერთადერთი საპასუხო მარკო როისმა გაიტანა. მეცხრე სუპერთასი გერმანიის რეკორდია, თუმც ეს შეხვედრა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. მეტიც:...
მიულერს რომ გოლი გაეტანა…
ბევრ ცნობილ მოღვაწეს უთქვამს, ფეხბურთი მარტივი თამაშიაო. ახლა, როდესაც ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ბუნდესმანშაფტის წაგებას ზოგი იოაჰიმ ლიოვის, როგორც მწვრთნელის გამოფიტვას აბრალებს, ზოგი მის მცდარ ტაქტიკას, ზოგიც დაბალ ტემპს ანდა საფეხბურთო კავშირის კაბინეტებში არასწორად შედგენილ მრავალწლიან პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლოა ასეცაა, მაგრამ როდესაც ინგლისი 1:0-ს იგებდა, ვეტერანი ფორვარდი თომას...
როცა ანგარიში არის 31:6 ან 15:1
ამ თამაშს მაყურებლის გარდა არაფერი აკლდა. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალიდან 227 დღეში „ბაიერნი” და „პარი სენ ჟერმენი” კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად მეოთხედფინალში. შარშანდელი ფინალი ბავარიელებმა მოიგეს — 1:0, გუშინდელ გიჟურ თამაშში კი ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა — 3:2. ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ბაირნმა” პსჟ-ს ამ შეხვედრაშიც აჯობა: კარში დარტყმები – 31:6, კუთხურები – 15:1. მატჩის...
რეგულაციები არ დაუცვიათ
„ბაიერნი” კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში გავიდა. გერმანიის რეკორდმაისტერმა ნახევარფინალში ეგვიპტურ „ალ აჰლის” 2:0 მოუგო. გადამწყვეტი შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება. ბავარიელთა მეტოქე იქნება მექსიკური „ტიგრესი”, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიურ „პალმეირასს” აჯობა — 1:0. მექსიკელთა გოლი მათმა 35 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა პენალტით გაიტანა. ჟინიაკს „ტიგრესის” შემადგენლობაში 246 შეხვედრაში 147 გოლი აქვს გატანილი. თუ „ბაიერნი”...
ბაიერნი გავარდა
გერმანიის თასზე სენსაცია მოხდა — „ბაიერნი” მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილმა” დაამარცხა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ეს გახლდათ მეთექვსმეტედფინალი. „რეკორდმაისტერი” ასეთ ადრეულ ეტაპზე 2000-01 წლების სეზონის შემდეგ არ გამოვარდნილა. მიუნხენის გუნდი მაშინაც პენალტების სერიაში დამარცხდა, „მაგდებურგთან”. მარცხმა ბავარიელები ისე გაამწარა, რომ თომას მიულერი, თამაშის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტ ქალს, 45 წლის ვალესკა ჰომბურგს შეეპასუხა. 31 წლის თავდამსხმელმა თავი...
ერთგულები და… თითქმის ერთგულები
კარიერა ერთ კლუბში. არც ერთი მატჩი სხვა კლუბში… არიან ფეხბურთელები რომლებიც მხოლოდ ერთ კლუბთან ასოცირდებიან და თითქმის მთელი კარიერა ერთ ადგილას გაუტარებიათ (მაგ. ჯიჯი ბუფონი, სტივენ ჯერარდი) მაგრამ სწორედ ეს „თითქმის“ არის ის, რის გამოც ისინი „ყველაზე ერთგულ 11 საუკეთესოს“ შორის ვერ მოხვდნენ… აქ კი იმ ვარსკვლავების თერთმეტეული ნახეთ, რომლებიც ბოლომდე ერთი კლუბის ერთგულები დარჩნენ....
უმაგალითო მბაპე და მეფე მიულერი
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ლისაბონში, „და ლუჟის“ სტადიონზე ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ შეხვდებიან. ფრანგული კლუბის შემტევი კილიან მბაპე განმარტავს, თუ როგორია მისთვის ფინალის დღე. „არ ვფიქრობ, რომ ვინმესთვის განსაკუთრებული მაგალითის მიმცემი ვიქნები, რადგან ერთი ჩვეულებრივი დღე მაქვს… ვხუმრობ, ვუყურებ ფილმებს, ვრეკავ მეგობრებთან. სამაგიეროდ, საღამოს მთლიანად მატჩზე ვიქნები კონცენტრირებული“, – წერია მბაპეს სიტყვები UEFA-ს...









