ჭდე: ვილი სანიოლი

Home ვილი სანიოლი
ვილი ტრიბუნაზე
ჩანაწერი

ვილი ტრიბუნაზე

ესეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი იაღლიში. ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება. რატომ იყო ეს ფაქტი დასამალი? ფედერაციაში მშვენივრად იცოდნენ, რომ სკანდინავიელებთან თამაშითვის დისკვალიფიცირებული იყვნენ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი. მწვრთნელზე კრინტი არ დაუძრავს. რატომ? სანიოლის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორი გაფრთხილებაა. პირველი ბარათი ფრანგმა სპეციალისტმა ესპანეთთან „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრისას მიიღო, როდესაც...

თუ ვერ აკეთებთ, გააფუჭეთ!
ჩანაწერი

თუ ვერ აკეთებთ, გააფუჭეთ!

დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით მატჩს შვედეთის ეროვნულ გუნდთან ბათუმში ითამაშებს. ჩვენებისთვის ამ მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მონდიალზე გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დავკარგეთ. დაკარგულია მესამე ადგილიც, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესარჩევი ეტაპის წინ დაუგეგმა. მისია შეუსრულებელია, თუმც ჩვენს გუნდს მხოლოდ კარის...

უცნაური ვილი
ჩანაწერი

უცნაური ვილი

საქართველოს ფეხებურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე ვილი სანიოლმა თქვა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის მიზანი მსოფლიო 2022 წლის  ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება იქნებოდა, მაგრამ ახლა საქმე ისე მიდის, შესაძლოა,  ბოლოც დარჩეს. მწვრთნელი კი ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა, თითქოს თავს იმართლებს და შვედეთთან შესარცევ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციაზე ამბობს: „შედეგი, რომელიც ბოლო მატჩებში...

ვილის 25
ჩანაწერი

ვილის 25

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის 25 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც უახლოესი მატჩებისთვის მოამზადებს. ჩვენები 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთს შეხვდებიან, ხოლო 15-ში, გორში, უზბეკეთს უმასპინძლებენ. შვედებთან მატჩი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა იქნება, უზბეკებთან – ამხანაგური. გუნდში ერთი დებიუტანტია: გორის „დილას“ 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. ეროვნული გუნდი ამ მატჩებისთვის მზადებას 8 ნოემბრიდან დაიწყებს. აგერ,...

მოგვნატრებია
ჩანაწერი

მოგვნატრებია

9 წელი და 23 მატჩი ველოდით, როდის მოიგებდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. კოსოვოში მოიგო – 2:1. რაც შეეძლო ითამაშა. იყო მომენტები, სადაც 3 ქულა არ ჩანდა, მაგრამ ბოლოსკენ გუნდი თითქოს უფრო დალაგდა და ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა შეცვლაზე. თუ ბულგარეთთან ამხანაგურში გოლი არაფრისმომცემი იყო, ამჯერად – სამქულიანი გამოდგა მანამდე მაგრად გაგვიმართლა –...

უფეხბურთო ფეხბურთი
ჩანაწერი

უფეხბურთო ფეხბურთი

უტაქტიკო, უსახური, არაფრისმომცემი თამაშით ბერძნებთან საქართველო შინ 0:2 დამარცხდა. მოიგო გუნდმა, რომელიც უფრო იმსახურებდა. ვიდრე თამაშზე გეტყოდეთ, მანამდე იმასაც გეტყვით, რომ ძლივს მატჩზე გულშემატკივარი, არც ამჯერადაც არ დაუშვეს, არადა თავიდან 33 პროცენტის დასწრება იყო ნებადართული. მიზეზი გასაგებია, ვიზიარებთ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას, მაგრამ გულშემატკივრები, რომელიც ბათუმში სხვა და სხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ, ცხადია, ადგილობრივებიც, მაინც სტადიონს მიღმა...

მთავარია ბალანსი …
ჩანაწერი

მთავარია ბალანსი …

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩვენების მწვრთნელის თქმით, საბერძნეთი საფეხბურთო ქვეყნაა, მაგრამ შეეცდება გუნდი იმაზე უკეთ ათამაშოს, ვიდრე სტუმრად (1:1) გამართული მატჩის დროს მოახერხა. „საბერძნეთი ევროპის ჩემპიონია, დიდი საფეხბურთო ქვეყანა. რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ გუნდში და საფეხბურთო ლიგაში თამაშობს. თუმცა, მარტში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია. შევეცდებით ხვალ უკეთესი...

ვილის ოცდაოთხი
ჩანაწერი

ვილის ოცდაოთხი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში პრიშტინაში, კოსოვოს ეწვევა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო. მეკარები გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ); მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო...

კობიაშვილი და პოლიტბიურო
ჩანაწერი

კობიაშვილი და პოლიტბიურო

აი, ქართულ ფეხბურთზე ბრეჟნევი რატომ უნდა გაგახსენდეს?! უფრო სწორად, ანეკდოტი, რომელიც „უძრაობის ხანად“ წოდებულმა იმ ეპოქამ დაგვიტოვა – ბრეჟნევი თავის სპეცვაგონში ზის და პოლიტბიურო ვაგონს აჯანჯღარებს, რომ მოძრაობის ილუზია შეუქმნასო. დაახლოებით ასეთ დღეში ვართ: ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი ვაგონში ზის და ფეხბურთის ფედერაცია აჯანჯღარებს. განსხვავება ისაა, რომ თავს აღარავინ იტყუებს. თუ არ გჯერათ, სფფ-ის ვებ...

წადი ვილი, მიჰყევი – ლევან !
ჩანაწერი

წადი ვილი, მიჰყევი – ლევან !

ბულგარეთის ნაკრებმა და სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონმა საქართველოს ნაკრების ორი მწვრთნელი უკვე შეიწირა – გაიოზ დარსაძე და ექტორ რაულ კუპერი. ღმერთს სამება უყვარსო და მესამე ვილი სანიოლი უნდა იყოს. თუ ფრანგ სპეციალისტს თავმოყვარეობა აწუხებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სოფიაშივე უნდა დატოვოს. თუ არ აწუხებს, მაშინ თავმოყვარეობა ფეხბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს და მათივე მოძიებული და ზარ-ზეიმით...