ჭდე: ვილი სანიოლი

Home ვილი სანიოლი
ახალგაზრდულის ახალი თავი
ჩანაწერი

ახალგაზრდულის ახალი თავი

ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, სიახლეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც. გუნდის გაძღოლა რამაზ სვანაძეს ანდეს. გეხსომებათ, სვანაძე საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი იყო ესტონეთთან მატჩისას, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა. 39 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩვენ, როგორც მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს...

რას დაუკრავს ვილი?
ჩანაწერი

რას დაუკრავს ვილი?

დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...

ვილის გზა
ჩანაწერი

ვილის გზა

ქართული ფეხბურთის 31-ე წლისთავზე ეროვნულ გუნდს 21-ე მწვრთნელი ჰყავს. მერვე უცხოელი, მეორე ფრანგი… ის 43 წლის ვილი სანიოლი გახლავთ. წარსულში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, განახლებული „დინამო არენის“ გახსნაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. ფრანგებმა 3:0 მოიგეს. სანიოლის „მამლების“ მაისური 58-ჯერ მოურგია. საკლუბო დონეზე კი, „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ უბურთავია. მშვენიერი საფეხბურთო...

Bonjour Willy !
ჩანაწერი

Bonjour Willy !

გაირკვა! საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი გახდა. კონტრაქტი ორწლიანია და კიდევ ორი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. მწვრთნელი რომ გვყავს, უკვე კარგია. სერიოზული საფეხბურთო და გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკაც რომ უმაგრებს ზურგს – მთლად უკეთესი. ვისაც გახსოვთ „ბაიერნში“ მუდამ მებრძოლი სანიოლი, ალბათ ხანდახან დაგიჭერიათ მის თამაშში სუფთა გერმანული გაუტეხლობა და ბრძოლის ჟინი. ესეც მისი, როგორც პიროვნების მახასიათებელი...

არასწორი ზიდანი
ჩანაწერი

არასწორი ზიდანი

ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს. სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო. „ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს...