„ვალენსია’’ 2025 წლის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილისა და კაპიტნის ხოსე გაიას გარეშე დარჩა. ეს ისედაც დაბეჩავებული გუნდისთვის დიდი დარტყმაა ― შემდეგი სამი კვირის განმავლობაში „ღამურებს’’ ორი მთავარი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება. როგორც Tribuna Deportiva წერს, ქართველ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან’’ წინა სწორი კუნთი გაუწყდა და განკურნება დროს მოითხოვს. შესაბამისად, ქართველი მეკარე გამოტოვებს შეხვედრებს „ვალიადოლიდთან’’, „ესპანიოლთან’’ და „ალავესთან’’. ჩამოთვლილი...
ჭდე: ვალენსია
პიპო, ახლა უკვე წადი!
„ვალენსიამ’’ კვლავ წააგო, ამჯერად შინ „რაიო ვალეკანოსთან’’ – 0:1. „მესტალიამ’’ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. „ღამურების’’ გულშემატკივარს მეტის მოთმენა აღარ სურს. მართალია გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა მათი ლეგენდაა, მაგრამ ამჯერად მისი მისამართითაც გაისმა: „პიპო, ახლა უკვე წადი!’’ ეს შეძახილი ჯერჯერობით მასობრივი არ იყო, მაგრამ ყური ნამდვილად მოჭრა. მეორე მხრივ ფაქტია, რომ „ვალენსიას’’ პრობლემათა სათავე ბარახა კი არა,...
ორი იანვარი რომ დასვენებაა…
ესპანეთში გადადებული მატჩების გამო კალენდართან დაკავშირებულმა პრობლემებმა წამოჰყო თავი. ვალენსიას ოქტომბერში თავს წყალდიდობა DANA დაატყდა, როს გამოც „მესტალიას’’ „რეალი’’ ვერ ესტუმრა. მართალია გუშინ, ხუთშაბათს დადგინდა, რომ ეს მატჩი 2 იანვარს ჩატარდება, მაგრამ ქვეყანაში არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2 იანვარი ფეხბურთელებისთვის დასვენების დღეა. იმისათვის, რომ მატჩი ამ დღეს გაიმართოს, თანხმობა AFE-მ ანუ ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციამ უნდა...
თამაში, რომელშიც პაუზა მოქმედებაზე მეტი იყო
„ანალიზია გასაკეთებელი. რაც ვნახეთ იმის მიხედვით ფრე უნდა ყოფილიყო. „მალიორკამ’’ ორ საგოლე ეპიზოდში წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი 1:0-ს ვიგებდით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. საჭიროა კარგად გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვართ სეზონის დასაწყისიდან და ამას თუ გავაკეთებთ ისეთ თამაშებს როგორც დღეს გვქონდა აღარ წავაგებთ. მტკიცე ხასიათის გამოვლენა გვმართებს. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ორ ეპიზოდში კონცენტრაცია...
მესტალია ან წაგება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბოლო წლებია სტუმრად სხვა გუნდია, შინ კი სხვა. დიდი ხანია „ღამურები’’ სხვის სტადიონზე სახეს ჰკარგავენ. ასე მაგალითად, 2019-20 წლების სეზონში მან სტუმრად მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 12 წააგო. 2020-21 წლების სეზონში სტუმრად თამაშის სტატისტიკა ასეთი იყო: 2,6 და 11. 2021-22 წლების სეზონში: 5,7,7. 2022-23 წლების სეზონში: 3,4,12. მიმდინარე...
ვალენსიამ მადრიდის რომელიღაც გუნდს მოუგო
მადრიდული კლუბი „პოლიდეპორტივო პარლა ესკუელა-ფეარ პლეი’’ დაფუძნდა 1989 წელს და ტერსერა დივიზიონის მე-7 ჯგუფში ანუ ესპანეთის დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გუნდების ჩემპიონატში მონაწილეობს. აი, ამ გუნდმა უმასპინძლა „ვალენსიას’’ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში. როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა ლა ლიგის წარმომადგენელმა, ოღონდ… მხოლოდ 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე პეპელუმ გაიტანა. მატჩის შემდეგ „ღამურების’’ თავკაცი რუბენ ბარახა...
ვალენსიამ მოიგო, დურო ისტორიაში შევიდა
ოქტომბრის წყალდიდობით განადგურებულმა ვალენსიამ შოკი გადალახა, ფეხბურთისთვის მოიცალა. ლა ლიგის ორი ტურის გამოტოვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „რეალ ბეტისს’’ უმასპინძლა და შთამბეჭდავად მოუგო 4:2. გიორგის ორ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა კიდეც „ღამურები’’, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც სტუმრებმა გამწარებით შეუტიეს იყო ორ-სამ წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ერთხელ გამოსვლაზე შეცდა (მცველმა დააზღვია) და...
ვალენსიას თითქოს ეშველა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში’’ სიახლეა, რომელიც კლუბის ეკონომიკურ მხარეს ეხება. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შედეგად CaixaBank-ის კრედიტი განულდა იმას ნიშნავს, რომ სტადიონი „მესტალია’’ იპოთეკისგან გათავისუფლდა. გარდა ამისა სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი აღარ არის ვალდებული ფლობდეს კლუბის აქციათა 51 პროცენტს. ესპანური წყაროები წერენ რომ საინვესტიციო ჯგუფ Goldman Sachs-ის დახმარებით დაიხურა 186 მილიონიანი ორმაგი კრედიტი. 2014 წელს, როდესაც „ვალენსიას’’ მთავარი...
მამარდამ ვალენსიას 900 000 მოუტანა
Plaza Deportiva-ს წვდომა ჰქონდა ოფიციალურ წყაროებთან, სადაც ამოიკითხა, რომ ევრო 2024-დან „ვალენსიას’’ 900 000 ევრო შეუვიდა. თითქოს სად სანაკრებო და სად საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ ასეც არ არის საქმე. როგორ საზღვრავენ რა თანხა უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატიდან ამა თუ იმ კლუბმა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშა შეჯიბრებას ის ნაკრები, რომელშიც მისი ფეხბურთელი გამოდიოდა. იგულისხმებიან...
მამარდას და ქოჩორას თამაშები გადაიდო
ვალენსიის ავტონომიური თემის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობის მიერ მაგოცხადებული სამდღიანი გლოვის დროს სპორტული ღონისძიებები არ გაიმართება. გლოვის დღეებია 31 ოქტომბერი, 1 და 2 ნოემბერი ანუ ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. მოგეხსენებათ, სამშაბათს რეგიონს თავს გამანადგურებელი შტორმი დაატყდა. იტყობინებიან ასამდე დაღუპულის შესახებ. შესაბამისად, შაბათის შეხვედრა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა’’ და „რეალს’’ შორის მოგვიანებით გაიმართება. გადაიდო სეგუნდა დივიზიონში...









