მადრიდული კლუბი „პოლიდეპორტივო პარლა ესკუელა-ფეარ პლეი’’ დაფუძნდა 1989 წელს და ტერსერა დივიზიონის მე-7 ჯგუფში ანუ ესპანეთის დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გუნდების ჩემპიონატში მონაწილეობს. აი, ამ გუნდმა უმასპინძლა „ვალენსიას’’ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში. როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა ლა ლიგის წარმომადგენელმა, ოღონდ… მხოლოდ 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე პეპელუმ გაიტანა.
მატჩის შემდეგ „ღამურების’’ თავკაცი რუბენ ბარახა უკმაყოფილო იყო. მან თქვა, რომ მისმა გუნდმა, რომელიც მოედანზე მეორე შემადგენლობით იყო, საგოლე მომენტები ვერ შექმნა. მწვრთნელის თქმით „ვალენსია’’ პრაქტიკულად მიუდგა საქმეს, ანგარიში გახსნა და მერე შეხვედრის გაკონტროლება სცადა, მაგრამ სულ იყო რისკი იმისა, რომ მეტოქე გაათანაბრებდა.
„გვინდოდა მეორეც შეგვეგდო და თამაში მოგვეკლა, მაგრამ არ გამოგვივიდა’’, ― თქვა ბარახამ.
სამაგიეროდ, „ვალენსიაში’’ ოფიციალური დებიუტით კმაყოფილი იყო ჩრდილო მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი, რომელმაც ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ადგილი დაიკავა.
„მიხარია „ვალენსიაში’’ ჩემი დებიუტი რომ შედგა და თასზე შემდეგ ეტაპზე რომ გავედით. ყველაფერზე მთავარი შემდგომ რაუნდში გასვლა და მისთვის მომზადებაა.
ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, სადაც ორივე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ კარგ ფორმაში შევიდე. მწამს, რომ სულერთია ვინ იქნება მეტოქე, მთავარია გოლი არ გაუშვა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვაში კარგად ვითამაშეთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
