„ვალენსიამ’’ კვლავ წააგო, ამჯერად შინ „რაიო ვალეკანოსთან’’ – 0:1. „მესტალიამ’’ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. „ღამურების’’ გულშემატკივარს მეტის მოთმენა აღარ სურს. მართალია გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა მათი ლეგენდაა, მაგრამ ამჯერად მისი მისამართითაც გაისმა: „პიპო, ახლა უკვე წადი!’’ ეს შეძახილი ჯერჯერობით მასობრივი არ იყო, მაგრამ ყური ნამდვილად მოჭრა. მეორე მხრივ ფაქტია, რომ „ვალენსიას’’ პრობლემათა სათავე ბარახა კი არა, კლუბის მეპატრონე, სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმია.
სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, როდესაც ისი პალაზონის ჩაკიდებულ ბურთს სენეგალელმა პათე კისმა თავური დაარტყა და გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. უნდა მოეგერიებინა თუ არა მამარდაშვილს ეს დარტყმა ვიდეოს ნახვის შემდეგ თვითონ განსაჯეთ, თუმცა მოდი შეთანხმდეთ, რომ მას თავი ამაზე რთული დარტყმებისთვისაც გაურთმევია.
გოლის გაშვების წუთიდან მოყოლებული „მესტალიამ’’ ობსტრუქციას მიმართა. გულშემატკივარი საფინალო სასტვენამდე ტრიბუნაზე დარჩა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას და გუნდს დაუღალავად უსტვინა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ კაპიტნები პეპელუ, ჯაუმე და ხოსე გაია სამხრეთ ტრიბუნასთან მივიდნენ და ულტრასებს მოუბოდიშეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
