Plaza Deportiva-ს წვდომა ჰქონდა ოფიციალურ წყაროებთან, სადაც ამოიკითხა, რომ ევრო 2024-დან „ვალენსიას’’ 900 000 ევრო შეუვიდა. თითქოს სად სანაკრებო და სად საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ ასეც არ არის საქმე.
როგორ საზღვრავენ რა თანხა უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატიდან ამა თუ იმ კლუბმა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშა შეჯიბრებას ის ნაკრები, რომელშიც მისი ფეხბურთელი გამოდიოდა. იგულისხმებიან ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ კლუბში სამი სეზონის განმავლობაში მაინც თამაშობენ.
ევრო 20024-ზე ერთადერთმა ვალენსიელმა მიიღო მონაწილეობა. ასე ცოტა წარგზავნილი ევროზე „მესტალიადან’’ 1992 წლის მერე არ ყოფილა. ჯერ იყო და თურქეთის ნაკრებიდან ჩენქ ოსქაჩარი დაითხოვეს – არ შეიყვანეს განაცხადში — შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს დაშავებული ხოსე ლუის გაია გამოაკლდა. შესაბამისად, ზემოხსენებული 900 000 ევრო მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის გამომუშავებულია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
