ოცდაათი წელი გავიდა მას მერე, რაც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, არგენტინამ გერმანიასთან 0:1 წააგო. იმ დღეს, მოედანზე, ყველაზე შესამჩნევი ფიგურა დიეგო მარადონა იყო. ამ შემთხვევაში შესამჩნევი უფრო ქცევით, ვიდრე თამაშით — ბუმბერაზ ფეხბურთელს კარიერაში იმდღევანდელზე ძლიერადაც უთამაშია. შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გერმანელებმა პენალტით გაიტანეს და ამ პენალტზე დღემდე დაობენ. შეხვედრის...
ჭდე: გერმანიის ნაკრები
მამა
გერმანიის ნაკრებისა და „ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მამა გახდა. ტერ შტეგენის მეუღლემ, მშვენიერმა დანიელა იელემ 28 დეკემბერს იმშობიარა. ქვეყანას მოევლინა პატარა ბენ ტერ შტეგენი. როგორც წესი ცნობილი ადამიაანები თავიანთი შვილების ფოტოებს მალავენ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს კი პირიქით, სურდა თავისი სიხარული ყველასთვის გაეზიარებინა და ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ეს ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარი დღეა”,...
მათ პირობებიც ჩვენზე უკეთესი აქვთ
„შპორტ ბილდში” გამოქვეყნდა გერმანიის ნაკრებისა და „რეალის” 29 წლის ნახევარმცველის ტონი კროოსის ინტერვიუ. საუბარი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატსა და ბუნდესნაკრების მზადებას შეეხო. გთავაზობთ მის გადმოქართულებულ ვარიანტს. — ახლოვდება 2020, ევროპის ჩემპიონატის წელიწადი. რა განწყობითა და ფიქრებით ხვდებით მას? — მსურს გერმანიის ნაკრებთან ერთად ახალ წარმატებას მივაღწიო. მარტში ორი ამხანაგური თამაში გველის, რომლებიც ისე უნდა გამოვიყენოთ,...
არგენტინასთან თამაში გერმანული კუთხით
გთავაზობთ გერმანული „შპორტ ბილდის” წერილს დორტმუნდში გამართული გერმანიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის შესახებ. ჟურნალმა შემოიღო რუბრიკა Replay. ამ რუბრიკის მიზანი გერმანელი მკითხველისთვის შეხვედრის მთავარი მომენტების შეხსენებაა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტების ამხანაგურ შეხვედრაში და მის ირგვლივ იყო რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, რომლის გამოყოფაც შეიძლება. პირველი, რასაც გერმანულმა გამოცემამ ხაზი გაუსვა მარიო გიოტცეს...
იოზილი მერტესაკერს ნერვებს უშლიდა
კარიერის უდიდეს წარმატებას მათ ერთად მიაღწიეს — მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში პერ მერტესაკერმა მესუთ იოზილი შეცვალა. ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი „არსენალშიც” ერთად გამოდიოდნენ — ჩრდილოეთ ლონდონში ხუთი სეზონის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. ისინი ორი წელიწადი ერთად ბურთაობდნენ „ვერდერშიც”, მაგრამ 2018 წელს მერტესაკერმა თამაშს თავი დაანება და… ახლა გამოტყდა, რომ იოზილი ნერვებს უშლიდა. „გარდიანთან” საუბრისას მერტესაკერმა,...
„ლა როხიტა” ევროპის ჩემპიონია!
იტალიის ქალაქ უდინეში ესპანელმა 21-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებს 2:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს „ლა როხიტას” მხრიდან შურისძიება გახლდათ, ვინაიდან ორი წლის წინანდელ ფინალში გერმანელებმა იმარჯვეს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველივე წუთებიდან იყოჩაღა, ბურთს ფლობდა და მწვავედ უტევდა. ანგარიში ფაბიან რუისმა შორეული დარტყმით გახსნა. ესპანელებმა გერმანელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, დაცვა და ნახევარდაცვა გახლიჩეს, მეტოქის...
კაცი, რომელიც ვერ დააფასეს
ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა. „მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს. 2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად...
რა თქვა შუსტერმა ლიოვსა და რეალზე
„რეალი” რომ „სევილიასთან” ბოლო, შედარებით ყოჩაღი თამაშისა და 2:0 მოგების მიუხედავად კრიზისშია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დროგამოშვებით ისმის ჭორი თითქოს ზაფხულში მის თავკაცს, ახალდანიშნულ სანტიაგო სოლარის მოხსნიან და… მის ნაცვლად გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს დანიშნავენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოლარი „რეალს” სათავეში სეზონის მსვლელობისას ჩაუყენეს, როდესაც წარუმატებელი ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს თანამდებობიდან. და მაინც, სოლარი...
ბედნიერი
ტონი კროოსამდე გერმანელ ფეხბურთელს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა (თასი) არ მოუგია. 28 წლის კროოსმა ეს „რეალის” შემადგენლობაში შეძლო. და მართალია, მიმდინარე სეზონი მისთვის და „ლოს ბლანკოსისთვის” რთულად მიდის, ფეხბურთელმა ჟურნალ „ესკვაირის” ესპანურ გამოშვებას უთხრა, რომ თავს მაინც ბედნიერად გრძნობს. „იღბლიანი კაცი ვარ. მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელად ვართ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს”, — თქვა ნახევარმცველმა, რომელსაც...
გერმანია გავარდა! რა დაუშავდა ამით?
„ერთა ლიგის” A ლიგის პირველ ჯგუფში ჰოლანდიამ საფრანგეთს 2:0 მოუგო და… გერმანია B ლიგაში გააგდო. ახლა, ბოლო ტურში, ორშაბათს, გერმანელები ჰოლანდიელებს უმასპინძლებენ. ეს შეხვედრა გერმანელებისთვის ვეღარაფერს შეცვლის, ჰოლანდიელები კი ფრის შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავლენ და „ერთა ლიგიდანაც” გააგრძელებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას. შეუქმნის თუ არა ახალი შეჯიბრების A ლიგიდან B ლიგაში გავარდნა გერმანელებს რაიმე პრობლემას?...







