ეს იყო გერმანიის ნაკრების კოშმარული თამაში. ბუნდესმანშაფტმა ხელიდან გაუშვა ერთა ლიგის A დონის მეოთხე ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, ცხელ გულზე ამას ალბათ არავინ ჩივის, რადგან იოაჰიმ ლიოვის გუნდმა სირცხვილი ჭამა — ესპანეთში 0:6 წააგო. დავიწყოთ იმით, რომ ეს გახლდათ გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი წაგება ბოლო 89 წლის განმავლობაში. გერმანია...
ჭდე: გერმანიის ნაკრები
ოთხმა მცველმა სამი გოლი გაუშვა
ერთა ლიგის A4 ჯგუფის შეხვედრაში „ჩელსის” ფეხბურთელებმა ტიმო ვერნერმა და კაი ჰავერცმა თავიანთი წილი გოლები კი გაიტნეს, მაგრამ გერმანიას ორჯერ მოუხდა სტუმარ შვეიცარიასთან ანგარიშის გათანაბრება. თამაში 3:3 დამთავრდა. შედეგად, გერმანია ერთი ქულით ჩამორჩება ესპანეთს, რომელმაც უკრაინაში 0:1 წააგო. „ბუნდესმანშაფტი” ასეთ დასაწყისს არ ელოდა. მე-5 წუთზე მარიო გავრანოვიჩმა გაუტანა თავური, 26-ზე კი რემო ფროილერმა ორამდე გაზარდა...
გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!
ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ...
ისევ!
„ისევ ვერ მოვიგეთ!” — ასე იწყებს თავის მიმოხილვას „შპორტბილდი”. წუხელ, კიოლნში, მთელ რიგ პოზიციებზე ახლებურად დაკომპლექტებულმა გერმანიის ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ გუნდთან 3:3 ითამაშა. პირველი ტაიმი გერმანელებმა 1:0 მოიგეს, მეორეში კი თურქეთმა გაათანაბრა და გახურდა აქეთ-იქით თითოს შეგდება, სანამ 3:3 არ გახდა. თურქებმა ბოლო გოლი 90+4 წუთზე გაიტანეს. „ჩვენ თურქებს გოლის გასატანად ვეპატიჟებოდით, — გაწბილებული იყო...
ესპანეთი ინგლისში გალანძღულმა მეკარემ გადაარჩინა
ერთა ლიგის შეხვედრის დამთავრების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციაზე, ძირითადი ყურადღება მეკარეებზე გაამახვილა: შტუტგარტში, გერმანია ტიმო ვერნერის მიერ 51-ე წუთზე გატანილი გოლით „ლა როხას” 1:0-ს უგებდა, მაგრამ, როდესაც საქმე ყველას უკვე დამთავრებული ეგონა და 90+6(!) წუთი მიმდინარეობდა, ხოსე გაიამ ანგარიში გაქვითა. სულ ცოტა ხნის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას უხეში...
გმირთა ადგილსამყოფელი
32 წლის ბენედიკტ ჰოვედესი მეშვიდეა გერმანიის ნაკრების 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდიდან, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. „შპორტ ბილდმა” გადაწყვიტა გულშემატკივარს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის გმირთა ახლანდელი ადგილსამყოფელი შეახსენოს. მანუელ ნოიერი (34 წლის) – „ბაიერნის” (კონტრაქტი 2023 წლამდე) და ნაკრების მოქმედი მეკარეა. რომან ვაიდენფელერი (39) – კარიერა დაასრულა 2018 წელს. მუშაობს ტელეკომპანია RTL-ში ექსპერტად. რონ-რობერტ ციელერი...
მირო კლოზეს ახალი კარიერა
42 წლის პოლონური წარმოშობის გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მიროსლავ კლოზემ „ბაიერნში” ჰანსი ფლიკის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. გუშინ, სამშაბათს, მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდსმენმა ბომბარდირმა პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. „ერთი სული მქონდა კვლავ როდის დავადგამდი მოედანზე ფეხს,” — თქვა შემდეგ კლოზემ. ვეტერანისთვის, რომელიც თავად 2007-2011 წლებში თამაშობდა ბავარიელთა გუნდში, ფლიკის ასისტენტობა დაწინაურებაა. აქამდე ის 17 წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. კლოზე:...
ბაიერნის ექიმი გვარდიოლას წინააღმდეგ
გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ცნობილმა ექიმმა, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოფარტმა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი განუკურნია მძიმე ტრავმებისგან, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბაიერნში“ მუშაობისას, ხოსეპ გვარდიოლა მის საქმეებში ერეოდა. „ვერაფრით ვეგუებოდი იმას, რომ ახალგაზრდა, წარმატებული მწვრთნელი, გვარდიოლა, სამედიცინო ჯგუფის მუშაობაში ერეოდა. მას მიაჩნდა, რომ უკეთ ესმოდა ეს სფერო. ახლანდელი ურთიერთობა? შევხვდით, ვილაპარაკეთ. ამით გაუგებრობა ამოიწურა. ერთმანეთს პატივს ვცემთ. მითხრა,...
იულიან დრაქსლერი ხომ არ დაგავიწყდათ?
სამი წლის წინ, იულიან დრაქსლერმა, რომელიც ახლა 26 წლისაა, გერმანიის ნაკრებს კონფედერაციათა თასზე უკაპიტნა და წარმატებისკენ გაუძღვა, მაგრამ მერე გარემარბი ჩაიკარგა. იყო დრო, როდესაც მასზე ყველა ერთხმად ამბობდა განსაკუთრებული ნიჭის პატრონიაო, მაგრამ „პარი სენ ჟერმენში” გატარებულმა რამდენიმე სეზონმა განსაკუთრებული ნიჭის კაცი განსაკუთრებულ მოთამაშედ ვერ აქცია. ბოლო სეზონში დრაქსლერმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამათგან სასტარტო...
კაი ბიჭი
„ლევერკუზენში“ კაი ჰავერცის დებიუტი 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბრემენის „ვერდერთან“ 2:1 მოგებული შეხვედრისას შედგა. მაშინ, ის 17 წლისა და 126 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ფარმაცევტების“ ფორმა მოირგო. ლევერკუზენელთა ტალანტმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, აქამდე არავინ ყოფილა, ამ ასაკში 35 გოლი გაეტანა. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის დიდებულ ფორმაში...









