„ბარსელონას“ ახალი თავკაცი კიკე სეტიენი ორი ფეხბურთელის მიმართ ნდობას განსაკუთრებით ამჟღავნებს – ლეო მესისა და სერხი ბუსკეტსისადმი. ბუსკეტსი ერნესტო ვალვერდესთან იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო, როგორც მანამდე და ახლა. კიკე სეტიენის ხელში, მან 7 თამაშიდან 6 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სათადარიგოთა სკამზე ის მხოლოდ, კოპა დელ რეიზე, „იბიცას“ წინააღმდეგ შეხვედრაში იჯდა. ვალვერდეს...
ჭდე: ბარსელონა
ტყუპებს ველოდებით…
როგორც იქნა, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ – პირველი თებერვლიდან 15 თებერვლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, ისიც FA Cup-ზე, სადაც კლოპმა ძირითადი გუნდის შემადგენლობა დაასვენა. მერსისაიდელებს შეეძლოთ დრო ისე გაეტარებინათ, როგორც მოესურვებოდათ, გარდა ორი ფეხბურთელის – სალაჰისა და ჰენდერსონისა. მათ სასიამოვნო მოვალეობა დაეკისრათ – მშობიარობის დროს მეუღლეების გვერდზე უნდა ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ეს ისეც...
ბარსას ფრანგულად შეუტიეს
ფრანგი შემტევი კრისტოფ დიუგარი „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია, თუმც კატალონიაში სულ რამდენიმე თვე თამაშობდა, უფრო ზუსტად ნახევარი სეზონი, 1997 წელს. დღეს კი გამოვიდა და „ბარსელონა“ გაკენწლა… „ბარსელონა“ ჯამბაზების კლუბია. ისინი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. მაგალითად – მათ კოუტინიოსა და დემბელეში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, ახლა კი ამ ფეხბურთელებს გაყიდვას უპირებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამ კლუბს გრძელვადიანი გეგმა...
მესის გვარდიოლა…
ცოტა არ იყო სენსაციური ამბავი გაავრცელა ინგლისელმა კოლეგებმა: „მანჩესტერ სიტის“ ლეო მესის დამატება სურსო. გვარდიოლას გუნდი „ბარსელონაში“ არსებულ სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ მესი გუნდიდან წასვლას მოინდომებს, მზად იქნება მყის მიიღოს. ისიც ითქვა, მანჩესტერელები მესის წელიწადში რეკორდულ 50 მილიონ გირვანქას გადაუხდიანო. მესის ბარსელონასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანელებმა მას ახალი წინადადებით მიმართეს, თუმც...
მესის წელიწადში ერთი
„ბარსელონას“ კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთის საყოველთაოდ აღიარებულმა პირველკაცმა ლეო მესიმ კლუბის პრეზიდენტ ჟოზე მარია ბარტომეუს გეგმები აურია. „ბარსას” თავკაცს ლეოსთან უვადო კონტრაქტის გაფორმების ეიმედებოდა, მაგრამ არც არგენტინელი გამოდგა ჯაბანი: 33 წლის არგენტინელმა ბოსებს შეუთვალა, კონტრაქტი, რომელსაც 2021 წელს ყავლი გასდის, წელიწადში ერთხელ, ივლისის თვემდე გავახანგრძლივოთო. არავინ ეჭვობს, რომ მესი ბარსელონადან არსად წავა და ეს მისი...
ბარსა ექვსთვიანებს ეძებს
„ბარსელონა” „ვალენსიას” თავდამსხმელის როდრიგო მორენოს ყიდვას ცდილობს. ესპანეთის ჩემპიონი სხვა ვარიანტებზეც მუშაობს, მაგრამ მორენოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. „ბარსას” აქტიურობის მიზეზი კი დაშავებული ლუის სუარესის შემცვლელის მოძებნა გახლავთ. სუარესმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვე რეაბილიტაციას მოუნდება. შესაბამისად, „ბლაუგრანა” თავდამსხმელს ეძებს, ოღონდ გარკვეული პირობით: ვინაიდან ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი ფულის ხარჯვას ერიდება, გადაწყვიტა ისეთი ვინმე...
შენგელიას ბარსელონა მადრიდში
91:91 – ტაბლოზე ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული, ხოლო მატჩის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა. ვიწრო კი ისევ თორნიკე შენგელიამ გაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა, მადრიდში ბარსელონა გაიმეორა, ყველაზე ნერვულ და რთულ სიტუაციაში თამაში საკუთარ თავზე აიღო, ცრუ მოძრაობებით ფარქვეშ ისე შეიჭრა მეტოქეებს თავბრუ დაახვია და ისეთი ჩატენა კალათის ღერძი ლამის მოგლიჯა. ჩვენებურმა მალევე ორი საჯარიმო ტყორცნაც ზუსტად გამოიყენა....
კიკე – ბარსას ელ მაესტრო
„ბარსელონას“ ფანებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილება. 14 იანვარს კატალონიური გრანდის საჭე კიკე სეტიენმა ჩაიბარა. კონტრაქტი 0.5+1+1 სისტემით გაფორმდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ყველას ერთადერთი კითხვა აწუხებს: რატომ სეტიენი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე დიდად არ დაუქუხია და არა იგივე ხავი? ხავის შემთხვევაში პასუხი მარტივია: „ბარსელონას“ დარი გრანდები შეთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია, მხოლოდ...
მესიმ უცნობი გამოარჩია
ფიქრობთ ეს სერხიო რამოსია? ცდებით. ან შესაძლოა ლეო მესიმ ის სათვალავში შეგნებულად არ ჩააგდო. რამოსი ხომ „რეალის“ თილისმა და კაპიტანია. ამიტომაც, „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი თუ დაუძინებელი მტრის ბანაკიდან პრინციპულად არავის შეიმჩნევს რატომ უნდა გაგვიკვირდეს?! გსმენიათ პაბლო მაფეოს თაობაზე? გვეეჭვება, რადგან არა გვგონია „ჟირონას“ ფეხბურთელთა სახელები ბევრმა ზეპირად იცოდეს. 22 წლის ესპანელი მცველი კი არა...
ბარსელონამ კიკეს დაუძახა
„ბარსელონას“ ლეგენდის, ხავი ერნანდესის შინ დაბრუნების თაობაზე ცნობა ტყუილი გამოდგა. ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა შარშან მაისში დაასრულა, ამჟამად საუდის არაბეთის „ალ სადის“ მწვრთნელია. ესპანეთის სუპერთასზე განცდილი კრახის შემდეგ, „ბარსელონას“ ბოსებმა ერნესტო ვალვერდეს კარისკენ მიუთითეს, მისი ადგილის დაკავებას სწორედ ხავის უწინასწარმეტყველებდნენ. „ალ სადის“ მფლობელი არაბი შეიხები მას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ კიდეც, მაგრამ ამაოდ… „ბარსელონას“ ენრიკე სეტიენი...









