კატალონიური რადიო RAC 1 ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მაურიციო პოჩეტინოც მოიაზრება. ორი დღის წინ ჩვენვე გაუწყეთ, რომ ამ პოსტზე ფაქტობრივად ერთადერთი კანდიდატი ამჟამად არაბეთში მომუშავე ხავი იყო. საქმე იმაშია, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობას ხავის დანიშვნა დაუყოვნებლივ სურდა, ის კი მხოლოდ ზაფხულიდან მუშაობის დაწყებაზე არის თანახმა. როგორც ჩანს, ამ ნოყიერ...
ჭდე: ბარსელონა
ბარსელონა გაVARდა
„ბარსელონას” „ატლეტიკოსთან” ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მაინც დამარცხდაო, ასე წერს თავად კატალონიური პრესა. მადრიდელებს კი ყოჩაღ! მართალია, მეორე ტაიმის მეოცე წამზე კოკეს დარტყმით ანგარიში გახსნენს, მაგრამ შემდეგ ორი გაუშვეს — ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა გაუტანეს; 62-ე წუთზე „ბარსასთან” ჩამორჩენა კი შემოსატრიალებლად ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად „ატლეტიკო” არ დანებდა: 81-ე წუთზე მორატამ პენალტი გაიტანა, ხოლო...
ესპანეთის სუპერთასი ფართოდ გახელილი თვალებით
ესპანური კლუბები თავიანთ სუპერთასს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაითამაშებენ. დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე „რეალი” „ვალენსიას” შეხვდება, ხოლო ხვალ, იმავე დროს, „ბარსელონა” და „ატლეტიკო” დაეტოლებიან ერთმანეთს. ტროფის ბედი 12 იანვარს ფინალში გადაწყდება. ეს თითქოსდა პირწმინდად საფეხბურთო ინფორმაცია პოლიტიკით არის დამძიმებული. მოგეხსენებათ, 2 იანვრის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საუდის არაბეთი კი სახიფათო...
იგებ, აგებ თუ ფრეს თამაშობ…
კატალონიის დედაქალაქის გუნდების „ესპანიოლისა” და „ბარსელონას” თამაში 2:2 დასრულდა, ორიოდ საათით ადრე კი „რეალმა” სტუმრად „ხეტაფე” დაამარცხა 3:0. ამრიგად, 19 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილში ორხელისუფლებიანობაა — „ბარსას” და „რეალს” 40 ქულა აქვთ. ბარსელონურ დერბიში ანგარიში „ესპანიოლმა” გახსნა. შემდეგ „ბლაუგრანამ” ორი გოლი შეაგდო, მაგრამ 88-ე წუთზე, 28 წლის ჩინელმა ლეი ვუმ გაქვითა და მეტოქეებმა ქულები...
კაპიტნური
მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ტაბლოზე კი საყაიმო ანგარიში ციმციმებდა რა დროსაც თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის უპირობო ლიდერი და ღირსეული კაპიტანია – ქართველმა კალათბურთელმა, გადამწყვეტ და სარისკო ეპიზოდში სადავეები საკუთარ ხელში აიღო, პერიმეტრის ხაზიდან სამწამიან ზონაში შეიჭრა, ფარქვეშ მყოფ მეტოქე კალათბურთელებს ისე გადააფრინდა და გადაატენა, თქვენი მოწონებული და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა...
დე ლიხტი ყველის ნაჭერია, იუვენტუსი კი ჰარვარდი
მატეის დე ლიხტის აგენტმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო საქმოსანმა და, რაა დასამალი, სკანდალურმა პიროვნებამ, მინო რაიოლამ „ბარსელონას” შეუტია. მას კატალონიელთა ბოსტანში კენჭების სროლა სჩვევია ხოლმე. ჰოლანდიური Voetbal International-თვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა, რომ „ბარსელონა” დე ლიხტს სათანადოდ ვერ აფასებდა და ის ფრენკი დე იონგის ხურდა ეგონა. „ბარსელონაში ფიქრობდნენ, რომ რაკი ფრენკი დე იონგს ყიდულობდნენ, მატეის...
ანრიო?
ერნესტო ვალვედრეს მომავალი „ბარსელონაში” ტაბუდადებული თემაა. ვერავინ ბედავს იწინასწარმეტყველოს, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის „ბლაუგრანას” სათავეში. ეს შედეგებსა და მის სურვილზეა დამოკიდებული. ვალვერდესა და კლუბს კონტრაქტში უწერიათ, რომ შეუძლიათ თანამშრომლობა 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივონ, ოღონდ ეს საკითხი მალე, აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მანამდე კი კლუბი პირობას დებს, რომ არავის დაუკავშირდება. რასაკვირველია, არ-დაკავშირება ერთია, ვარიანტების აწონ-დაწონა კი მეორე....
მამა
გერმანიის ნაკრებისა და „ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მამა გახდა. ტერ შტეგენის მეუღლემ, მშვენიერმა დანიელა იელემ 28 დეკემბერს იმშობიარა. ქვეყანას მოევლინა პატარა ბენ ტერ შტეგენი. როგორც წესი ცნობილი ადამიაანები თავიანთი შვილების ფოტოებს მალავენ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს კი პირიქით, სურდა თავისი სიხარული ყველასთვის გაეზიარებინა და ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ეს ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარი დღეა”,...
გრიზმანი უკმაყოფილოა (VIDEO)
ანტუან გრიზმანი „ბარსელონას” ვარჯიშების გრაფიკით უკმაყოფილო იყო. გუშინ, ფრანგმა ვარსკვლავმა „ტვიტერზე” დაწერა: „ჩვენ 6 საათზე ვვარჯიშობთ, მაშინ როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ 6:30-ზე „პალაუ ბლაუგრანაში” კალათბურთის „ელ კლასიკოა”, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს”. თავის „ტვიტს” მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი მოწყენილი ემოჯიც დაურთო. ანტუან გრიზმანი კალათბურთის ცნობილი ფანია. „ბარსას” კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა: „ჰოდა შენც ნუ წახვალ ვარჯიშზე”....
კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა
წლის ბოლოა და სპორტულთან ერთად ფინანსური შედეგებიც ჯამდება, დგება რეიტინგები და სახელდებიან გასული წლის გმირები… გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგას დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავაც NBA-ში არის – 7,8 მილიონი (ევროზე გადაანგარიშებით). მეორე, არც მეტი და არც ნაკლები, ინდოეთის კრიკეტის ლიგაა. იქ მოკრიკეტის...









