ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
ორი ნაბიჯი კატასტროფამდე
ჩანაწერი

ორი ნაბიჯი კატასტროფამდე

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო. სანამ ბარსელონაში მწვრთნელს ცვლიდნენ და მესი და აბიდალი ურთიერთობას არკვევდნენ, მადრიდელებმა სუპერთასი მოიგეს, გოლების გაშვებას გადაეჩვივნენ და გატამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. თებერვლის დასაწყისს არა უშავდა. ზიზუმ ერთხელაც მოუგო დიეგო სიმეონეს და წინ დიდებული კალენდარი ჰქონდა. მერე რაღაც მოხდა.. ჯერ იყო თასის გათამაშებიდან გამოვარდნა, როცა „სოსიედადმა“ კარიერაში პირველად აგემა ზიზუს ოთხი...

გრიზმანის სიკვდილი 12 ათასი ღირს
ჩანაწერი

გრიზმანის სიკვდილი 12 ათასი ღირს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა მადრიდის „ატლეტიკო” 12 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 1 დეკემბერს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შეხვედრაში მაყურებელი სტუმართა ფრანგ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს მოკვდიო, უძახდა. ის თამაში „ბარსელონამ” 1:0 მოიგო. კატალონიური პრესა განმარტავს, რომ დანაშაული, რომელიც მადრიდელმა ქომაგებმა ჩაიდინეს, სერიოზულად მიიჩნევა და 6000 ევროდან 18 000 ევრომდე ისჯება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით...

პიკეს კოჭი
ჩანაწერი

პიკეს კოჭი

მადრიდული სპორტული გაზეთის „მარკას” ინფორმაციაში, სადაც „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ჟერარდ პიკეს დაშავებაზეა ლაპარაკი, ერთგვარი სიხარული შეინიშნება. აქ გასაკვირი არაფერია. კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ხომ „ელ კლასიკოა”, „რეალი” „ბარსელონას” მასპინძლობს; „მარკა” კი მადრიდისტების გამოცემაა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის (1:1) ბოლო წუთებზე, მაღალი ბურთისთვის ამხტარი პიკე მინდორზე უიღბლოდ დაეშვა და კოჭი იტკინა. ტკივილის მიუხედავად ვეტერანს თამაშის...

ნეაპოლიდან გამოყოლილი საფიქრალი
ჩანაწერი

ნეაპოლიდან გამოყოლილი საფიქრალი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაგვაინტერესა, როგორ აფასებდა თამაშს კატალონიური „სპორტი” და ამიტომ მის მოკლე მიმოხილვას გავეცანით: „კიდევ კარგი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მორიგ წაგებას მაინც გადავრჩით, თუმცა „ბარსელონას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებმა ფრემ საფიქრალი დაგვიტოვა. ახლა დისკვალიფიცირებულები იქნებიან სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. ჟერარდ პიკემ კოჭი იტკინა,...

გატუზო: მესი გალიაში
ჩანაწერი

გატუზო: მესი გალიაში

სამშაბათის საღამოს ნეაპოლში უდიდესი მატჩია – ნეაპოლიტანელთა კერპები კატალონიელ ჯადოქრებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მასპინძლობენ. ნეაპოლელთა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ქება არ დაიშურა ლიონელ მესის მიმართ – მოედანზე ნამოქმედარის გარდაც დიადია და ქედს ვიხრიო, მაგრამ… რინო გატუზო დაუფარავად აცხადებს, რომ ლეოს გალიაში გამომწყვდევას უპირებს და მის წინააღმდეგ ერთბასად რამდენიმე ნეაპოლელი იქნება მობილიზებული. მესის გალიაში მომწყვდევით გატუზო „ბარსელონას“...

ცხენის ქურდები ბარსელონადან
ჩანაწერი

ცხენის ქურდები ბარსელონადან

ესპანეთში მორიგი სკანდალი მომწიფდა. „ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლეგანესიდან“ მარტინ ბრაიტვაითის ტრანსფერის შესახებ, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა კარგა ხნის დახურულია. გავარკვიოთ, რა მოხდა: კატალონიელთა ფორვარდი უსმან დემბელე 5 თვეზე მეტით გამოვიდა მწყობრიდან. სპეციალურმა კომისიამ განიხილა სამედიცინო მონაცემები და პროგნოზები, რის შემდეგაც „ბარსას“ სპეციალური შიდაესპანური წესით სარგებლობის უფლება მიეცა – მხოლოდ ესპანური კლუბიდან დაიმატოს ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად...

ხავის უმადლოდე კიკე…
ჩანაწერი

ხავის უმადლოდე კიკე…

აი, თურმე რატომ ჩაშლილა მოლაპარაკებები… ყველას რომ ეგონა ხავი ერნანდესი სახლში ბრუნდებაო და „ბარსელონას“ქომაგებიც მის დასახვედრად დიდი ზარ-ზეიმით ემზადებოდნენ, კატალონიური კლუბის მწვრთნელის სავარძელში კიკე სეტიენი დასკუპდა. „ბარსელონას“ პრეზიდენტის ხოსეპ ბართომეუს ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააოცა, რადგან სეტიენი მანამდე დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიდა. ის ძირითადად დაბალი დივიზიონის უცნობ გუნდებს ავარჯიშებდა და ოდენ „ბეტისის“ გაწრთვნით თუ შეეძლო თავი...

მესი: დირექტორს ჩემზე გალაშქრების უფლებას არ მივცემ!
ჩანაწერი

მესი: დირექტორს ჩემზე გალაშქრების უფლებას არ მივცემ!

კატალონიურ „სპორტთან” საუბარში „ბარსელონას” მთავარმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ გულწრფელად თქვა, რომ ერიკ აბიდალის ცნობილი ინტერვიუს მოსმენისას თავი თავდასხმის ობიექტად იგრძნო და ამიტომაც უპასუხა ფრანგ ვეტერანს, რომელიც „კამპ ნოუზე” დირექტორად მუშაობს. მართლაც, ამ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო პრესის ფურცლები და საიტები მოიარა აბიდალის ეჭვმა იმის თაობაზე, რომ ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის დროს ყველა ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებოდა....

მესის სამი კონფლიქტი
ჩანაწერი

მესის სამი კონფლიქტი

2020 წელი რომელიმე კლუბისთვის თუ არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, ეს „ბარსელონაა“. კატალონიურ გრანდში ბევრი პრობლემაა. ჯერ იყო და გუნდის მესვეურებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ერნესტო ვალვერდეს სუპერთასის წაგება არ აპატიეს; მისმა შემცვლელმა კიკე სეტიენმა გუნდი კოპა დელ რეის გარეშე დატოვა; ბოლოს კი შიდა არეულობა და სამარცხვინო სკანდალიც გასკდა. ცნობილი ამბავია, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ლიონელ მესი...

რა დაინახეს არაკეთილმოსურნეებმა?
ჩანაწერი

რა დაინახეს არაკეთილმოსურნეებმა?

გუშინ, ლა ლიგაში „ბარსელონამ” „ხეტაფეს” 2:1 მოუგო, მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” კი ესპანეთის ჩემპიონს ამ გამარჯვებაში ექვსი ნაკლი დაუნახა. ვფიქრობთ, „მარკას” შეხედულებების გაცნობა საინტერესოა. მართალია, დედაქალაქელი ჟურნალისტები „ბარსას” მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ არიან, მაგრამ ვინ იცის, მათი ნათქვამში რაიმე დასაფიქრებელი ან უბრალოდ ფაქტი ეწეროს. ასე მაგალითად, ჟორდი ალბას დაშავება „ბარსელონასთვის” ცუდი რომ არის, ამის თქმას დიდი...