კატალონიური სპორტული გაზეთის „ელ მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით „ბარსელონას” „პარი სენ ჟერმენისგან” 27 წლის ესპანელი ხუან ბერნატის ყიდვა უნდა. მოგეხსენებათ, „ბლაუგრანამ” გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მთავარ კონკურენტ „რეალს” გაატანა და ახლა გაძლიერებას გეგმავს. ბერნატი, რომელიც პარიზამდე „ვალენსიასა” და „ბაიერნში” თამაშობდა, „პარკ დე პრენსზე” აგერ უკვე ორი წელიწადია მარცხენა მცველის ფუნქციას ასრულებს, თუმცა საფრანგეთში ლიგა ერთის ბოლო...
ჭდე: ბარსელონა
მესის გზა მილანში მიდის
ყველაფერი იქით მიდის, რომ ლიონელ მესი მილანის „ინტერში“ ამოყოფს თავს, თუმცა, გაისად… როგორც La Gazzetta dello Sport წერს, როდესაც მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთავრდება, მილანური კლუბი არგენტინელ ვარსკვლავს 4-წლიან კონტრაქტსა და 260 მილიონ ევროს შესთავაზებს. არადა, „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ მესის მათ გუნდში გადასვლას უტოპია უწოდა. ამავე აზრის იყო ანტონიო კონტეც, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ცნობა,...
ნაპოლი ბარსელონაში არ ჩავა?
უეფა სერიოზულად განიხილავს ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის გამართვა-არგამართვის საკითხს. მოგეხსენებათ, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“ 8 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი, მაგრამ ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებამ კიდევ ერთხელ არია დავთარი. უეფას შესაბამისმა დეპარტამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს. თუ პასუხად მოვა, რომ ვირუსის მეორე ტალღა საფრთხეს არ შეუქმნის მონაწილეებს, მატჩი „კამპ ნოუზე“ შედგება. გარანტიის ვერმიღების შემთხვევაში...
თავხედი არტური
„ბარსელონამ” არტურ მელოს წინააღმდეგ სადისციპლინო პროცესი წამოიწყო. ასეთი გახლავთ კლუბის რეაქცია 23 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს თანაგუნდელებს და „ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრიდან „იუვენტუსში” გამოვა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. არტურის კონტრაქტი ხუთწლიანია. „ბებერი ქალბატონი” 72 მილიონ ევროს იხდის, რასაც გარემოებათა მიხედვით შეიძლება კიდევ 10 მილიონი დაემატოს. გარიგებაში შედის...
გეგმა მესის ირგვლივ
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინელი მარტო ვერაფერს გააკეთებდა, რომ არა ხელმძღვანელობის სწორი მუშაობა. „გუნდის ყველა ფეხბურთელთან მაქვს კონტაქტი. როდესაც რაიმე სახის პრობლემები ექმნებათ, მზად ვარ მათთან სასაუბროდ. „ბარსელონა“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. შესანიშნავ მოთამაშეებთან ერთად მოვიგეთ უამრავი ტიტული და კვლავაც ამბიცია გვაწუხებს. რაც შეეხება...
მესიმ, ბიელსა ხომ არ მოგვეყვანაო…
ლეო მესიმ „ბარსელონას” შეფებს ახალ მწვრთნელად „ლიდს იუნაიტედის” არგენტინელი თავკაცის, მარსელო ბიელსას აყვანა ურჩია. ბიელსამ, მოგეხსენებათ, „ლიდსი” 2004 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა პრემიერლიგაში. ამასთან, მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ერთ კვირაში გაუდის და თუმც მაგიდაზე ახალი ხელშეკრულება უკვე უდევს, ხელი ჯერ არ მოუწერია. და აი, მესის აზრად კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული კიკე სეტიენის ნაცვლად „კამპ ნოუზე”...
ათხოვეთ ბარსას კარგი ექიმი
რამდენჯერმე ვწერდით, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები არ მალავენ აშკარა უკმაყოფილებას გუნდის სამედიცინო შტაბის მიმართ. ფრენკი დე იონგი სამკურნალოდ სულაც ნიდერლანდებში გაფრინდა, ჩავიმ კი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში პირველ რიგში სამედიცინო შტაბის შეცვლა მოითხოვა. და აი, ბარსელონელი ექიმების მორიგი მარცხი: მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლის მყესის ტკივილების გამო გასულ დეკემბერში რამდენიმე მატჩი გამოტოვა. როგორც ჩანს, მას ნორმალურად ვერ...
რით არის საინტერესო ბარსასთვის ბლანის კანდიდატურა?
ბოლო დღეებში ხმა გავარდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონას” მწვრთნელის თანამდებობაზე კიკე სეტიენი შეიძლება ფრანგმა ლორან ბლანმა შეცვალოს. ამ მოსაზრებამ ინტერესი და ხმაური გამოიწვია, კატალონიურმა მედიამ კი გაარკვია, საიდან გაჩნდა ბლანის „კამპ ნოუზე” მიყვანის იდეა. დამალული არ არის, რომ „ბარსელონას” თანამდებობაზე, ყველაზე მეტად, ახლო წარსულის დიდი ვარსკვლავის ჩავი ერნანდესის მიყვანა სურს, მაგრამ თავად ჩავის გაისამდე დაცდა...
ლაპორტა და როსელი
როგორც ჩანს, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაისად გაიმართება, სერიოზული ბრძოლაა იქნება. კანდიდატები ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი არიან, რომლებსაც ადრე უკვე ეკავათ ეს თანამდებობა. ლაპორტა 2003-10 წლებში პრეზიდენტობდა. შემდეგი როსელი გახლდათ, რომელსაც 2014 წელს ნეიმარის სკანდალური ტრანსფერის გამო, გადადგომა მოუწია. ის დაიჭირეს კიდეც და ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. ამჟამად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია...
სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია
კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა. ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი...









