„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...
ჭდე: ბარსელონა
ვალენსია კაპიტანს ეთხოვება
დანიელ პარეხო ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და „ვალენსიასთან“ მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. ამის მიუხედავად, კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველს ტრანსფერზე აყენებს. ექსპერტთა მოსაზრებით, ნახევარმცველის რეალური ფასი 27-28 მილიონი ევროა, მაგრამ კლუბი მას მაქსიმუმ 10 მილიონ ევროდ შეელევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პარეხომ ჩამოთვალა კონკრეტული კლუბები, რომლებში გადასვლაზეც თანახმა იქნება: „რეალი“, „ბარსელონა“,...
ბლანი ბარსელონაში მეხივით გავარდა
აშკარად მოულოდნელ და სენსაციურ ამბავს ავრცელებენ ჩვენი ესპანელი კოლეგები – შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “ბარსელონა” ლორან ბლანმა ჩაიბაროსო. საფეხბურთო საზოგადოება თითქმის უკვე შეგუებული იყო, რომ გუნდის საჭეს ჩავი ერნანდესი ჩაიბარებდა. მაშ საიდან ლორან ბლანი? ამბობენ, რომ ეს მისი ყოვლისშემძლე აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომბინაციაა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტი ბლანის შრომით მოწყობაზე ფიქრობს. საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ყოფილი...
ბარსელონას დასუსტების 10 მიზეზი
კატალონიურმა „სპორტმა” ჩამოწერა ათი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. სეზონი „ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის გამაწბილებელი გამოდგა. ამის დასტური გუნდის კაპიტნის ლეო მესის ბოლო ინტერვიუა, რომელიც არგენტინელმა „ოსასუნასთან” საშიანო მარცხის შემდეგ მისცა და ბრაზი არ დამალა. კატალონიელთათვის გამაღიზიანებელი და იმავდროულად სიმბოლური გახლდათ ისიც, რომ ეს წაგება „რეალის” ჩემპიონობის დღეს დაემთხვა. ეს გახლდათ ბოლო ათწლეულის...
რეალი – ბარსა 92:91
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და სხვადასხვა ტიტულებით პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ გადაასწრო. ახლა „რეალს“ 92 ჯილდო აქვს, „ბარსას“ – 91. სადღეისოდ, რეალის აქტივშია: ესპანეთის 34 ჩემპიონობა, ქვეყნის 19 თასი და 11 სუპერთასი, ლიგის ერთი თასი, 13 ჩემპიონთა ლიგა, შვიდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხი უეფას სუპერთასი, ორი უეფას თასი და ერთიც ევა დუარტეს თასი. „ბარსელონა“ 26-ჯერ...
მესი გაბრაზდა!
„რეალი” ჩემპიონი გახდა, რასაც „ოსასუნასთან” „ბარსელონას” 1:2 მარცხი დაემთხვა. კატალონიელებმა მთავარ მეტოქესა და მოქიშპეს თითქოს საგანგებო საჩუქარი მოუმზადეს. თან შინ, „კამპ ნოუზე” წააგეს. თავისი გუნდის ასეთი უსუსრობა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელელმა ლეო მესიმ ვერ აიტანა და მატჩის შემდეგ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა. არგენტინელმა ამ შეხვედრაში ჯარიმა შეასრულა შესანიშნავად, გოლი შეაგდო, მაგრამ მარტო რას გახდებოდა. მან...
Hala Madrid
„რეალმა” ოცდამეთოთხმეტედ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის წოდება! ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც მადრიდელებმა „ვილიარეალს” 2:1 მოუგეს. ამ შეხვედრაში ორივე გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ზინედინ ზიდანის გუნდმა 2016-17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო ლა ლიგის ტიტული. „რეალი”, რომელმაც covid 19-ის პანდემიით გამოწვეული კარანტინის შემდეგ ათი შეხვედრიდან ათივეში გაიმარჯვა, „ბარსელონასთან” შედარებით ახლა უკვე ათით მეტად გამხდარა ქვეყნის...
სეტიენმა მომავალი დაინახა
„ბარსელონას“ თავკაცი კიკე სეტიენი საკუთარ მომავალს ისევ კატალონიურ კლუბში ხედავს. „რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემ თავს ისევ „ბარსელონას“ მწვრთნელად ვხედავ. თუმცა, რეალობა ისეთია, ხანდახან დასახული მიზანის განხორციელება არ გამოდის. დიახ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არა სრულად. როდესაც ეძებენ დამნაშავეს, რატომღაც ყველა მთავარ მწვრთნელს უყურებს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდად არის, რადგან ბოლო პერიოდში...
ალაბას ცალმხრივი სიყვარული
წლების წინ ქართულ რესტორნებში მღეროდნენ ხოლმე – „ვისაც ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს, ვინაც მე მიყვარს – არ მეკარება“… დაახლოებით იგივე სჭირს მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ დავიდ ალაბას. მის კონტრაქტს 2021 წელს გასდის ყავლი, მაგრამ ახალზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ფეხბურთელი წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. გერმანული კლუბის ბოსებმა მას აგრძნობინეს, ამხელა ხელფასი აშკარად გაწყენსო და,...
თავის მართლება არ შეიძლება
ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ” თავად გაუშვა ხელიდან უპირატესობა და დიდი ალბათობით ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა. სეზონის განმავლობაში ლა ლიგის ცხრილს მეტწილად კატალონიელები ლიდერობდნენ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი, სავარაუდოდ ხვალ, „რეალი” გახდება. სუარესმა „მუნდო დეპორტივოს” მისცა ინტერვიუ: „ჩვენ საკუთარი თავი უნდა ვაკრიტიკოთ. ტიტული თავად გავუშვით ხელიდან. კარგად ვხვდებით, რომ ეს ჩვენი ბრალია და თავის გასამართლებელ...









