გეგმა მესის ირგვლივ

Home აქეთურ-იქითური გეგმა მესის ირგვლივ
გეგმა მესის ირგვლივ

Bartomeu: 'I hope Messi can win the World Cup' - BeSoccer„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინელი მარტო ვერაფერს გააკეთებდა, რომ არა ხელმძღვანელობის სწორი მუშაობა.

„გუნდის ყველა ფეხბურთელთან მაქვს კონტაქტი. როდესაც რაიმე სახის პრობლემები ექმნებათ, მზად ვარ მათთან სასაუბროდ. „ბარსელონა“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. შესანიშნავ მოთამაშეებთან ერთად მოვიგეთ უამრავი ტიტული და კვლავაც ამბიცია გვაწუხებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მესი მარტო „ათრევს“ „ბარსელონას“, ასეც არ არის. მესის სხვებისგან არ გამოვყოფ. ის არასდროს ყოფილა მარტო. ჩვენ ყოველთვის ვგეგმავთ, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის ირგვლივ კონკურენტუნარიანი გუნდი შევკრიბოთ“, – ამბობს ბარტომეუ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...