კლაუდიო პაულო კანიჯია (კანიხიას თქმაც შეიძლება, მაგრამ საქართველოში „ჯ“-ს ვიყავით დაჩვეულები) ჰედლაინებში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად მიზეზი ფეხბურთი არ არის. არგენტინელი ვარსკვლავი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა. გოლი, რომელიც მან მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიას გაუტანა „ალბისელესტეს“ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ, ოღონდ ეგაა, ლეგენდას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვს. 1993 წელს, როდესაც „ქარის შვილად“ წოდებული ფორვარდი „რომაში“ თამაშობდა, ანტიდოპინგის...
ჭდე: არგენტინის ნაკრები
მესი: ალბათ, ჩემი სიტყვებისთვის დამსაჯეს
რას არ ნახავ კაცი: ლეო მესი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს „კოპა ამერიკაზე” არგენტინისა და ჩილეს შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა. გუნდები მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ. არგენტინამ 2:1 მოიგო. მესი მარტო არ გაუძევებიათ. მასთან ერთად წითელი ბარათი ამოუღეს ჩილეს ნაკრებისა და „ბეშიქთაშის” ნახევარმცველ გარი მედელს. მიზეზი: ჩილელთა საჯარიმოს გვერდით, მოედნის კიდესთან, ბურთისთვის ბრძოლის დროს მესიმ მედელს არცთუ...
ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, მოვუგებდით
ლეო მესიმ „კოპა ამერიკას” დაწყებამდე ორი კვირით ადრე თქვა, რომ ძალიან უნდა კარიერა დიდი სანაკრებო ჯილდოთი დამშვენებულმა დაასრულოს. არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას” ვარსკვლავმა იქვე დასძინა, რომ თამაშისთვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს. „კარიერას იმ დღეს დავასრულებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ბურთაობა სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ჯერჯერობით კი ვარჯიშიც მიხარია და თამაშიც. თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვობაში”, —...
მესი რომ ესპანელი ყოფილიყო…
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საინტერესო ისტორია გაიხსენა. საქმე ეხება ლეო მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშს… „ახლა უკვე წარსულია, მაგრამ თავის დროზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა მესის ნაკრებში სათამაშოდ. ბევრჯერ იყო ფეხბურთელის დარწმუნების მცდელობა, თუმცა მცდელობადვე დარჩა. მესი უარზე იყო,“ – წერს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca. მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005...
ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ლეო მესიზე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე. ასე მაგალითად, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიაზე მას ცუდი არაფერი დასცდენია. ამასთან, სამპაოლიმ თავისი მომავალიც ახსენა. „გადავწყვიტე ცოტა ხანი დავისვენო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გავაანალიზო ყველაფერი, რაც მოხდა. ეს ანალიზი პირადად ჩემთვის...
ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას
თემა ასეთია: კვლავაც ითამაშებს ლეო მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში თუ მისი სანაკრებო კარიერა რუსეთში დამთავრდა? დიეგო მარადონას ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს. მას მიაჩნია, რომ მესიმ „ალბისელესტეს” მაისური აღარ უნდა ჩაიცვას და თავის მისაზრებას ასე ასაბუთებს: „მესის რას ვურჩევდი? გადადგომას. წავიდეს და ნაკრებში აღარასოდეს დაბრუნდეს. აბა, ისე დახეთ რა ხდება: 15 წლამდელები წააგებენ — მესის...
არგენტინა გამოძახებულია
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ პარასკევს, როგორც მოსალოდნელი იყო, ამხანაგური თამაშებისთვის გამოძახებულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ოქტომბერში „ალბისელესტე” ერაყისა და ბრაზილიის გუნდებს ხვდება. გთავაზობთ სკალონეს სიას: მეკარეები — სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი); მცველები — ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი), ხერმან პესელია (ფიორენტინა), ვალტერ კანემანი (გრემიო),...
დებიუტი არგენტინის ნაკრებში
„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა. TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს,...
ცნობები არგენტინელთა ბანაკიდან
არგენტინული წყაროები იტყობინებიან, რომ ოქტომბერში ეროვნულ გუნდს შესაძლოა ნიკოლას ოტამენდი დაუბრუნდეს და „ალბისელესტეს” მაისურით ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. არგენტინელთა მწვრთნელი ლიონელ სკალონი როგორც ჩანს ისევ აპირებს „მანჩესტერ სიტის” ცენტრალურ მცველზე დაყრდნობას. ეს საუდის არაბეთში მოხდება, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერაყისა და ბრაზილიის ნაკრებებს უნდა ესპარინგოს. „მუნდოალბისელესტე” წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე...
ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კრებაზე…
არგენტინელი ჟურნალისტი არიელ სენოსიაინი TyC Sports-ს და Ole-ს მესვეტეა, რომელმაც გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უკვე გამოსცა წიგნი სათაურით Mundial es Historias (მუნდიალი ისტორიებისგან შედგება), სადაც სხვა ამბებთან ერთად მოყვა ერთი, რომელიც არგენტინის ნაკრების ხორვატებთან 0:3 დამარცხების შემდეგ მოხდა. თურმე მატჩის შემდეგ ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს გუნდის შეკრება მოუთხოვიათ მწვრთნელის ხორხე სამპაოლისა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით....








