საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინას 4:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა, მაინც ჩაითვალა, რომ მეტოქემ ის გაანეიტრალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მესიმ გოლი ვერ გაიტანა და ვერც თავისი ცნობილი დრიბლინგიებით გამოიჩინა თავი. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა „ლურჯების” თავკაც დიდიე დეშამს სწორედ ის ჰკითხეს, თუ რა ხერხი დაუპირისპირეს მისმა შეგირდებმა...
ჭდე: არგენტინის ნაკრები
არგენტინელთა მთავარი შეცდომა
არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ოსვალდო არდილესმა ლეო მესი, ხორხე სამპაოლი და მთელი მისი ქვეყნის აწ უკვე გავარდნილი ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა. 65 წლის ვეტერანმა თავისი ემოცია „ტვიტერით” გამოხატა. „ვულოცავ საფრანგეთს მეოთხედფინალში გასვლას და მომავალ თამაშებში დიდ იღბალს ვუსურვებ. არგენტინა: რა სამწუხაროა. ჩვენ ხომ შეგვეძლო ძალიან კარგი გუნდი გვყოლოდა, მაგრამ ყველა ასპექტში შეცდომები დავუშვით. ვფიქრობ, პირველი...
რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....
დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს
რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა. გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია,...
შემადგენლობას ფეხბურთელები დააყენებენ…
დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის. გუშინ „ალბისელესტეს” ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული ჭორების თანახმად გუნდში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე, ნიგერიის...
პეტი: სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით
კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ...
ბოლოს კი ისე აირივნენ, რომ მეტოქეებს უაზროდ ურტყამდნენ
პაბლო საბალეტა ამბობს, რომ ხორვატიასთან 0:3 წაგების შემდეგ არგენტინელი ფანები ფეხბურთელებზე გაბრაზებულები არიან. მსოფლიო გამოცემები და პორტალები მოიარა განრისხებული არგენტინელების ფოტოებმა, რომლებიც ტრიბუნიდან ცდილობდნენ თავიანთი ნაკრების მოთამაშეებისთვის მიეფურთხებინათ. ისინი ყვიროდნენ: „სამპაოლი შე ჩამშვებო, ძაღლიშვილო, ბოზის გაჩენილო”. „ალბისელესტეს” ყოფილმა წევრმა საბალეტამ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში BBC-ზე ექსპერტად მუშაობს, თქვა: „ძნელი სათქმელია კერძოდ რისი ბრალი იყო, მაგრამ...
გეგმამ არ გაამართლა
იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს” მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ როგორ გავაანალიზო. გეგმამ, რომელიც ამ თამაშისთვის შევარჩიე არ გაამართლა. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსს უნდა...
მესი მესისთან შედარებით
ხორვატიამ არგენტინას 3:0 მოუგო, რაც ბუნებრივია მარტო ლეო მესის არ უნდა დაბრალდეს, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ალბისელესტეს” თილისმა შორს იყო იმ მაჩვენებლებისგან ჩვეულებრივ რომ აქვს ხოლმე. იმაში, რომ ხორვატებმა მერვედფინალის ადგილი გაინაღდეს თავისი წვლილი სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროსაც მიუძღვის. მან მეორე ტაიმის მე-8 წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ანტე რებიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა,...
მესის კრიტიკა არ შეიძლება
„დიარიო ოლე” ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის მიერ არგენტინის 6:1 რბევას უბრუნდება. არგნტინულმა გაზეთმა ცადა გაერკვია, რა უთხრა ლეო მესიმ თანაგუნდელებს მატჩის შემდეგ გასახდელში. მთელი მსოფლიო მოიარეს კადრებმა, თუ როგორ ადგა მესი ლოჟიდან თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე და როგორ დტოვა ტრიბუნა. „ალბისელესტეს” ლიდერი ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში კუნთის მცირე ტრავმის გამო არ თამაშობდა — მწვრთნელებმა თავი...









