ჭდე: ანტონიო კონტე

Home ანტონიო კონტე
რატომ გახდება კონტე ნაპოლის მწვრთნელი?
ჩანაწერი

რატომ გახდება კონტე ნაპოლის მწვრთნელი?

ვინ გახდება „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელი? ჟურნალისტმა და კომენტატორმა რაფაელე აურიემამ რადიო CRC-ს პროგრამა Si Gonfia la Rete-ში ანტონიო კონტეს ვარიანტი განიხილა. მან თქვა: „კონტე ჩირო ფერარას დაუკავშირდა და ასისტენტობა სთხოვა, ეს კი უკვე იმის მანიშნებელია, რომ ის მუშაობის დაწყებას აპირებს. არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ კონტე „ნაპოლის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არგუმენტი მეტად...

კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს
ჩანაწერი

კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს

ანტონიო კონტე ყველაზე დიდი ფიგურაა მათ შორის, ვისაც „ნაპოლისთან” აკავშირებენ. ერთი ხნის წინ მის შესახებ „პარტენოპეელთა” ყოფილმა პრეს-ოფიცერმა მასიმო სპარნელიმ ილაპარაკა, თუმცა მის იმდროინდელ სიტყვებს მაინც აკლდა კატეგორიულობა, ახლა კი Tele A-ს გადაცემა Tifosi Napoletani-ში ჟურნალისტმა ახალი ფაქტები მოიტანა. „ანტონიო კონტე პოსილიპოში (ნეაპოლის მდიდრული უბანი) სახლს ეძებს. ის უკვე დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კარგი საცხოვრებლის...

რა ურჩევნია ხვიჩას?
ჩანაწერი

რა ურჩევნია ხვიჩას?

„ილ რომას” ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო OttoChannel-ის გადაცემა „ლა დომენიკა აძურაში” ზოგადად „ნაპოლის” და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო. მან თქვა: „ანტონიო კონტეს „მარადონაზე” მისვლა სრულიად შესაძლებელია. მხარეები ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუკავშირდნენ, მომდევნო კავშირი კი ნოემბერში შედგა, როდესაც „ნაპოლიმ” რუდი გარსია გაუშვა. მოკლედ, კონტეს მიყვანა აბსურდი არ არის. ხომ გახსოვთ, იყო დრო, როდესაც აურელიო დე...

კონტემ ხელი მოაწერა?
ჩანაწერი

კონტემ ხელი მოაწერა?

„ნაპოლის” პრეს-სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მასიმო სპარნელიმ Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში თქვა, რომ ანტონიო კონტემ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას და მომავალი სეზონიდან „პარტენოპეელებს” სათავეში ჩაუდგება. გადაცემაში თავიდან ვინჩენცოზე იტალიანოზე ლაპარაკობდნენ. სპარნელიმ თქვა: ის, რომ იტალიანო მთავარი კანდიდატი იყო ჩემი ინფორმაცია გახლდათ, მაგრამ ეს არ იყო მართალი. ტურინიდან ახალი ცნობა მომივიდა. ჩემმა სანდო მეგობარმა, რომელიც ნოტარიუსად...

ნეაპოლური ამბები – კარტბლანში და ბევრი ფული…
ჩანაწერი

ნეაპოლური ამბები – კარტბლანში და ბევრი ფული…

დიდი შანსია, „ნაპოლი“ ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. 54 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისისთვის მთავარი კანდიდატია. ნეაპოლელთა პრეზიდენტი კონტესთან თურმე მეგობრობს კიდეც. და რა შეუძლია დე ლაურენტინსმა მწვრთნელს შესთავაზოს? კარტბლანში. კონტე ტრანსფერებს სრულად გააკონტროლებს და ხელფასის სახითაც დაახლოებით იმდენს აიღებს, რამდენსაც „ტოტენჰემში“ იღებდა. „ნაპოლიში“ ვინჩენცო იტალიანოს („ფიორენტინა“), ფრანჩესკო ფარიოლისა („ნიცა“) და რაფაელე პალადინოს („მონცა“) კანდიდატურებიც განიხილება. როდესაც გუნდიდან...

იტალიაში ერთი ვარიანტია
ჩანაწერი

იტალიაში ერთი ვარიანტია

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RAI-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო „ნაპოლის” მომავალ მწვრთნელზე ლაპარაკისას ასე ამბობს: „მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებით რაც გინდა მოხდეს, „იუვენტუსი” ანტონიო კონტეს სამსახურს არ შესთავაზებს. ამრიგად, იტალიურ კლუბებს შორის მასთან ყველაზე ახლოს არის „ნაპოლი”. აურელიო დე ლაურენტისთან დიალოგი წუთითაც არ შეწყვეტილა. ზამთარში ნათქვამი კატეგორიული არას მერეც კი. კონტე ტოპ-მწვრთნელია. მას კვლავ ახალი გუნდის აშენება სურს,...

დე ლაურენტისმა ისევ სამწლიანი შესთავაზა
ჩანაწერი

დე ლაურენტისმა ისევ სამწლიანი შესთავაზა

ჟურნალისტმა მიქელე კრისჩიტიელომ SportItalia Calciomercato-თან საუბარში თქვა, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის” შეიძლება ახალი მწვრთნელი გაუძღვეს. „ჩვენ გავიკითხ-გამოვიკითხეთ და დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ დღეებში აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს შეხვდა. „აძურის” პრეზიდენტს სურს ზაფხულიდან გუნდი სალენტოელ მწვრთნელს ჩააბაროს. მან კონტეს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კონტემ რა უპასუხა? მას არც ჰო უთქვამს და არც არა. „იუვენტუსის”, იტალიის...

კონტემ დე ლაურენტისს ოსიმენი, კვარა და ჟელინსკი უხსენა
ჩანაწერი

კონტემ დე ლაურენტისს ოსიმენი, კვარა და ჟელინსკი უხსენა

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ TVPlay-ს ეთერში სხვადასხვა საკითხებთან ერთად „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს ამასწინანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. „ერთი რამ მაოცებს. რამდენადაც ვიცი დე ლაურენტისმა კონტეს უთხრა, რომ მთელი გუნდი რუდი გარსიას წინააღმდეგია. ეს ძალიან ცუდია. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ბოლო შეხვედრებში, როდესაც გარსია ფეხბურთელს ცვლიდა. როდესაც მწვრთნელს ერთი ფეხბურთელი ეურჩება, ეს...

კონტეს უარი საბოლოოა
ჩანაწერი

კონტეს უარი საბოლოოა

ანტონიო კონტე „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი არ იქნება. როგორც იტალიურ ფეხბურთში კარგად ჩახედული ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამბობს, გუშინ კონტესა და კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ლეჩელმა მწვრთნელმა, რომელიც ბოლოს „ტოტენჰემ ჰოთსფურს” ედგა სათავეში, „პარტენოპეელთა” პრეზიდენტს უთხრა, რომ ამ ეტაპზე დასვენებას და სხვა შეთავაზებების ლოდინს ამჯობინებს....

კონტე! – საქმე სერიოზულადაა
ჩანაწერი

კონტე! – საქმე სერიოზულადაა

calcionapoli1926-ის ჟურნალისტი ემანუელა კასტელი წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა გაზის პედალს ფეხი მიაჭირა — „ნაპოლის” პრეზიდენტი აპირებს გააკეთოს ის, რაც ზაფხულში ვერ შეძლო: მწვრთნელად მიიყვანოს ანტონიო კონტე. „პარტენოპეელთა” მეპატრონისთვის „იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც გუშინ ანიელების ოჯახის საუკუნოვან იუბილეში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც დაეძებს. ADL-ს სწამს, რომ იტალიის ნაკრების, „ატალანტას”, „იუვეს” „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემ...