წარმოიდგენდით? მარკუს რეშფორდმა მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მიზეზი: მან ღარიბ ბავშვთათვის 20 მილიონი გირვანქის აგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი covid 19-ის კარანტინის გმირის სერ ტომი მურის გზას დაადგა და მთელს ინგლისში გაითქვა სახელი. რეშფორდი ტომი მურისგან განსხვავებით, რასაკვირველია ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ამჯერად მას...
ჭდე: ალექს ფერგიუსონი
შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…
„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...
სუპერმწვრთნელი ერთია!
ჰოლანდიელმა ვეტერანმა რობინ ვან პერსიმ კიდევ ერთხელ გააბრაზა „არსენალის” გულშემატკივარი. ამჯერად მან სერ ალექს ფერგიუსონი არსენ ვენგერზე მაღლა დააყენა. პირველად, თავდამსხმელმა ჩრდილო ლონდონელი ფანობა 2012 წელს შეურაცხყო, როდესაც მათი გუნდი დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ვან პერსიმ „არსენალში” 8 წელიწადი გაატარა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში” მხოლოდ სამი. ამის მიუხედავად, მან პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული სწორედ „იუნაიტედში” მოიპოვა....
ფერგიუსონი პირველია, ლობანოვსკი მეათე
ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo ყველა დროის ასი საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. გემოვნებაზე, ბუნებრივია, არ დავობენ, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ სერ ალექს ფერგიუსონის აღიარება მოულოდნელობად ნამდვილად არავის აღუქვამს. მოქმედ მწვრთნელთაგან პირველ ათეულში მხოლოდ პეპ გვარდიოლა მოხვდა, სამწვრთნელო ელიტის ელიტა კი ასე გამოიყურება: 1. ალექს ფერგიუსონი (აბერდინი, შოტლანდიის ნაკრები, მანჩესტერი). 2. რინუს მიხელსი ( აიაქსი, ბარსელონა, ჰოლანდიის...
ცუდები
ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...
რატომ შერცხვა რიოს?
2011 წლის „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუბდი იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა. უპრესტიჟულესი საკლუბო ჯილდოს ფინალში კატალონიელმა გიგანტებმა არანაკლებ ღირსეული „მანჩესტერ იუნიატედი“ უშანსოდ დატოვეს და 3:1 იმარჯვეს. იმის მიუხედავად, რომ სერ ალექსის გუნდს არც ვარსკვლავი აკლდა, არც ქარიზმა და გამოცდილება, პირველივე წუთებიდან...
პოგბას დედას სცოდნია
2012 წლის ამბავს პოლ პოგბა ასე იგონებს: „მანჩესტერ იუნაიტედიდან” იმიტომ წავედი, რომ ალექს ფერგიუსონი არ მათამაშებდა და გავბრაზდიო. არადა, ყოველთვის იმას ამბობდნენ, რომ პოგბამ კლუბთან რაღაც საკონტრაქტო საკითხი ვერ მოაგვარა და ფრანგის „იუვენტუსში” გაქცევის მიზეზიც თითქოსდა ეს იყო. იმხანად, ტურინელები პოგბას კვირაში 30 000 გირვანქის ტოლ ევროებს სთავაზობდნენ, რაც მის მანჩესტერულ გასამრჯელოზე ორჯერ მეტი გახლდათ....
მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ იგებ მსოფლიოს უძველეს ეროვნულ ჩემპიონატს, კუნძულს გამოცდენილი კი თავლაფდასხმული ხარ. დიახაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრჯერ იყო...
კლოპი და 11 ტური
„ვესტ ჰემის“ ნაწვალები გამარჯვების შემდეგ „ლივერპული“ ორი დიდი გუნდის ორ მიღწევას გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში წარმატება უკვე სარეკორდო იქნება. მაშ ასე: „ლივერპულმა“ ლონდონელ ჩაქუჩებთან მოგებით პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ 79-ე ქულა მიიღო და ამ მაჩვენებლით ალექს ფერგიუსონის დროინდელ მანჩესტერის შედეგს გაუთანაბრდა. 1998-1999 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდი სწორედ 79 ქულით გახდა გახდა ინგლისის ჩემპიონი და...
ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი
ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. ხოლო თუ ბრუნო...









