სამყაროში არსებობს გვარები, რომელიც სპორტთან მუდმივადაა გადაჯაჭვული. მაგალითად, გერმანიის ნაკრები მიულერების გარეშე იგივეა, რაც უკოფეინო ყავა ან ლუდი ალკოჰოლის გარეშე. მავანთ, შესაძლოა, მოსწონთ კიდეც, გემოვნების ამბავია. მიულერს თუ ვახსენებთ, სახელი აუცილებლად უნდა დავაკონრეტოთ, თორემ მსმენელს თვალწინ ერთნაირი წარმატებით ოთხი ვარიანტი შეიძლება წარმოუდგეს. აი, ნაპოლეონის ხსენებისას, ბონაპარტის ან პირველის დაყოლება არ გვჭირდება, როგორც გალაკტიონზე ტაბიძის ან...
ჭდე: ალექს ფერგიუსონი
ვენგერს მანჩესტერში უნდა
არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედს” საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, ორი ათწლეულის განმავლობაში „იუნაიტედის” დიდმა მოქიშპემ თქვა, რომ ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა ამ გუნდს მსოფლიო გრანდებში დააბრუნებს. ინგლისური გაზეთი „მირორი” წერს, რომ „არსენალის” ლეგენდარული თავკაცისგან „იუნაიტედზე” ასე ლაპარაკი მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მეტიც, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგი თურმე გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მაა უთქვამს, რომ ოლე გუნარ...
ნამდვილი ეშმაკუნა
მაგუაიერის ტრანსფერი მანჩესტერში ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ამ გუნდის ქომაგები მაისურზე ინგლისელის გვარს უკვე ამაყად ატარებენ. არსებობენ ფეხბურთელები, კონკრეტულად რომელიღაც გუნდს რომ შეეფერებიან, ვფიქრობ, ჩვენც საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს. ფერგიუსონის გუნდში ყოველთვის მიზანმიმართული ბიჭები იყვნენ, ერთ მუშტში გაერთიანება რომ შეეძლოთ და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. შოტლანდიელი შეცდომას ყოველთვის პატიობდა, მთავარია ადამიანში მონდომება და სითამამე...
ფერგის ძმაკაცის შვილიშვილი
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს უნდა, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა „ასტონ ვილასგან” სქოთი ჯონ მაკგინი იყიდოს. 24 წლის მაკგინი ნახევარდაცვის ტერიერია. 77 წლის დიადს „იუნაიტედის” მოქმედი მწვრთნელისთვის, ოლე გუნარ სულშერისთვის დაჟინებით უთქვამს, ეს ბიჭი აუცილებლად იყიდე, გამოგადგებაო. მოკლედ, სერ ალექსი მაკგინს აშკარად ლობირებს და როგორც ირკვევა ამაში ნეპოტიზმის ელემენტიც ურევია — ჯონ მაკგინის პაპა...
ფერგი შეცბა, ესე იგი კლოპი მაგარია!
„ლივერპულის” ვარსკვლავყოფილმა ჯეიმი კარაგერმა გაიხსენა ის წუთი და წამი, როდესაც მიხვდა, რომ იურგენ კლოპი მერსისაიდელებს წარმატებას მოუტანდა. მართალია, საუბარი „ლივერპულს” ეხება, მაგრამ მომენტი, რომელიც კარაგერმა გაიხსენა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონთან არის დაკავშირებული. მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრიუმფის შემდეგ ჯეიმი კარაგერმა „ტელეგრაფთან” ინტერვიუში თქვა: „ზუსტად შემიძლია გავიხსენო მომენტი, როდესაც გულწრფელი...
კაცი!
სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურს 405 000 გირვანქა შეუგროვა და გადასცა. ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური, რომელიც ინგლისის გარდა შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილო ირლანდიაშიც არსებობს, გახლავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ ემსახურება ბრიტანეთის მოქალაქეებს. ის არ აფინანსებს მხოლოდ სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მედიცინის სფეროებს. ეს აქცია გახლდათ 77 წლის ფერგის მადლობა იმ ხალხისადმი,...
ვინ მოარტყა ჯესი ლინგარდს თავში ბუცი?
ჯესი ლინგარდი სიამოვნებით იგონებს, როგორ მოარტყა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავში ბუცი. ლინგარდს სერ ალექსის საქციელი არ წყენია. ის მაშინ პატარა ბიჭი იყო და იცოდა, რომ დიდ მწვრთნელს მისი თამაში მოსწონდა. ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონის 13 ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პატარა ლინგარდს უთხრა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა „ოლდ ტრეფორდის”...
ფერგი სულშერს შემადგენლობას კარნახობსო
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაოცებას ვერ მალავენ. ერთი შეხედვით ამაში მოულოდნელი რა უნდა ყოფლიყო, მაგრამ, მეორე მხრივ ვარაუდმა, რომ ოლე გუნარ სულშერს შემადგენლობას სერ ალექს ფერგიუსონი კარნახობს, მაინც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მას მერე, რაც სულშერი „იუნაიტედის” თავკაცად დაინიშნა ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი ორჯერ იყო კლუბის საწვრთნელ ცენტრში. ექსპერტი იან მაკგერი კი ამბობს, რომ „მანჩესტერის” მეპატრონეებს, გლეიზერებს არ აწყობთ,...
სერ ალექსის სულისშემძვრელი სიტყვა
ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავებს შეხვდა და უთხრა: „თქვენს შეგიძლიათ ეს კლუბი კვლავ დიდ სიმაღლეებზე აიყვანოთ”. შობის დღეებში სერ ალექსის ფეხბურთელებთან მიწვევა გუნდის დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის იდეა იყო. სულშერის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა” ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო, ხოლო მავანმა ინფორმირებულმა ადამიანმა, რომელიც ფეხბურთელებისა და ფერგიუსონის შეხვედრას ესწრებოდა, ინგლისურ პრესას, კერძოდ კი „სანს” უამბო, კერძოდ...
კულისებში ფერგი ზის
„სანმა” ექსკლუზივი მოიპოვა: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ოლე გუნარ სულშერის კონსულტანტად დადგება და თავის ყოფილ თავდამსხმელს გუნდის ძველ სიმაღლეებზე აყვანაში დაეხმარებაო. გაზეთის ცნობით ის, რომ ჟოზე მოურინიუს შემდეგ მანჩესტერელთა დროებით თავკაცად სწორედ სულშერი დანიშნეს, სერ ალექსთან კონსულტაციების შედეგია. ცხადია, ეს ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ნაინსულტარი ლეგენდა, რომელიც შემდეგ ორშაბათს, 31 დეკემბერს, 77...





