ჭდე: ალექს ფერგიუსონი

Home ალექს ფერგიუსონი
ჩანაწერი

ფენი და ბებერი ფეისბუქი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს საჭიროების შემთხვევაში გასახდელში ფეხბურთელებისთვის ყვირილი სჩვეოდა და მის ამ ღრიალს ფენს უძახდნენ — თმას აშრობს და ყალყზე აყენებსო. დღეს, მანჩესტერელთა ახალი ოღონდ დროებითი თავკაცი ოლე გუნარ სულშერი (ვისაც გნებავთ სოლსკიაერი) ამბობს, რომ სულაც არ არის გამორიცხული მანაც ააბღავლოს თავისი ფენი. სულშერს, რომელსაც ფერგის ფენის მხურვალება საკუთარ თავზე ბევრჯერ...

ჩანაწერი

დისკვალიფიკაცია სერ ალექსს

სერ ალექს ფერგიუსონს ექიმებმა წითელი ბარათი ამოუღეს. მანჩესტერული კლუბის 76 წლის ლეგენდას გასულ შაბათს მატჩის გამოტოვება მოუხდა — „ფულემთან” 4:1 გამარჯვებას ვერ დაესწრო. საქმე ის გახლავთ, რომ მანამდე სერ ალექსი „წითელი ეშმაკების” ბოლო სამ შეხვედრას დაესწრო, რაც მისი მკურნალი ექიმების ჯგუფმა ზედმეტ ენთუზიაზმად ჩამოართვა. ბოლო სამ შეხვედრას რომ ვამბობთ, პირველ დეკემბერს საუთჰემპტონში ფრიად ემოციურ 2:2-საც ვგულისხმობთ,...

თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ
ჩანაწერი

თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ

ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ ინგლისში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს ისე არ აკვირდებიან და აკრიტიკებენ, როგორც მას. პორტუგალიელის აზრით მისი კოლეგები პეპ გვარდიოლა, მაურიციო სარი და იურგენ კლოპი გაცილებით იოლ პირობებში არიან. „მითხარით ერთი, რატომ ტყდება ყოველთვის ერთი ამბავი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ამა თუ იმ ფეხბურთელს ვერ დაინახავენ? თან მიზეზს ყოველთვის დისციპლინის დარღვევაში ან მწვრთნელში...

რატომ უღრიალა ალექს ფერგიუსონმა მაიკლ ქერიკს
ჩანაწერი

რატომ უღრიალა ალექს ფერგიუსონმა მაიკლ ქერიკს

სერ ალექს ფერგიუსონის ღრიალი გასახდელში საფეხბურთო სამყაროსთვის ისევეა ცნობილი, როგორც თავად სერ ალექს ფერგიუსონი, წერს „მირორი” და მაიკლ ქერიკის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ფრაგმენტი მოჰყავს. წიგნი, რომელსაც ჰქვია „ხაზებს შორის” ნაწილ-ნაწილ იბეჭდება „ტაიმზში”. ამბავი, რომელსაც მაიკლ ქერიკი იგონებს იაპონიაში, კერძოდ იოკოჰამაში მოხდა. გეხსომებათ, 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა” მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსი” დაამარცხა პენალტებით და იმავე წლის მიწურულს...

კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები
ჩანაწერი

კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები

კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო...

ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს
ჩანაწერი

ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს

ირანის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მისი გუნდის მიერ მაროკოს კარში მსაჯის წამატებულ დროში გატანილი გოლი თავის ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვნა. ვისაც ირანელთა გოლი არ ახსოვს: ის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გავიდა, ამას კი ინგლისში „ფერგის დროში” გატანილს ეძახდნენ. მიზეზი: ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრჯერ შეუგდია ასე — დიდი მწვრთნელის შთაგონებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე...

სერ ალექსი შინ არის
ჩანაწერი

სერ ალექსი შინ არის

აგვისტოში ახალი სეზონი იწყება და ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს სურს მას „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნაზე შეეგებოს — ინსულტიდან ერთი თვეც არ არის გასული, ის კი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. 76 წლის ფერგის ახლა მოყვარული ოჯახის გარემოში ყოფნა და ზრუნვა ჭირდება. ფერგიუსონებთან დაკავშირებულმა წყარომ „სანს” უთხრა: „ყველამ იცის, სერ ალექსი მებრძოლი ბუნების ადამიანია და ის სიცოცხლისთვის გამართულ ბრძოლაში...

სერ ალექსმა თვალი გაახილა და ლაპარაკობს
ჩანაწერი

სერ ალექსმა თვალი გაახილა და ლაპარაკობს

მძიმე ინსულტის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი გონს მოვიდა და ლაპარაკობს. 76 წლის ლეგენდარული მწვრთნელის მეგობრები ამბობენ, რომ ის წამოჯდა კიდეც და თავისი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხა. „სანის” ამ ინფორმაციას ჯერჯერობით „მანჩესტერ იუნაიტედი” და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ სერ ალექსი გასულ შაბათს შინ გახდა ცუდად. მას სასწრაფო გამოუძახეს და სელფორდის სამეფო ჰოსპიტალში წაიყვანეს,...

სერ ალექსი კომაშია
ჩანაწერი

სერ ალექსი კომაშია

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მძიმედაა. მას ინსულტი მოუვიდა და ტვინის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი 76 წლისაა. ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულია. როგორც ინგლისურმა მას-მედიამ შეიტყო, სერ ალექსი შინ, უილმსლოუში, რომელიც დიდ მანჩესტერში მდებარეობს, ცუდად შეიქნა და 5 მაისს დილის 9 საათზე ოჯახმა სასწრაფო გამოუძახა. შემდეგ სასწრაფომ და პოლიციის ესკორტმა ის სასწრაფოდ...

ჩანაწერი

სადილი ხმაურიან მეზობელთან

როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს” უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან” 1:0 და ამ წაგების წყალობით „სიტი” მიუწვდომელი ანუ ჩემპიონი გახდა. გახსოვთ საიდან მოდის ეს გამოთქმა— „ხმაურიანი მეზობლები”? 2009...