კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
მეზობელო კარისაო… საქართველო ჯუჯების უბანში
ჩანაწერი

მეზობელო კარისაო… საქართველო ჯუჯების უბანში

მე ვერ მოგახსენებთ, გახდნენ თუ არა სერბთა ზეობის მოწმე, ბელგრადელი იეღოვას მოწმეები, რომელთა შტაბ-ბინაც ბელგრადის სტადიონიდან ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობს, გეტყვით მხოლოდ იმას, რისი მოწმეც თავად გავხდი: ჯერ ერთი სერბებმა რომ ასეთი წარმატება უჩვეულოდ მშვიდად აღნიშნეს და მერე მთავარი, საქართველოს ნაკრებმა რომ მორიგი უგულო და უგოლო მატჩი ჩაატარა, დამარცხდა და სამარცხვინოდ და მოუგებლად დაასრულა შესარჩევი ციკლი…...

ყველა, როგორც ერთი!
ჩანაწერი

ყველა, როგორც ერთი!

ბელგრადში მართლაც დიდი ზეიმის მოლოდინია. უცხო თვალისთვის ეს შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ აქაურებში ისეთი განწყობაა, თითქოს უკვე რუსეთში იყვნენ. მართალია, პესიმისტები ამათშიც გამოერევიან, მაგალითად ჩემი მეგობარი და ყვინთვაში მეწყვილე უროშ აჩიმოვიჩი, რომელსაც სერბეთის გამარჯვებისა არ სჯერა და ამბობს, საქართველო, ალბათ, დაგეგმილ ზეიმს ჩაგვიმწარებსო, მაგრამ თითქმის მთელი სერბეთი საქართველოსთან გამარჯვებას ელის და სტადიონისკენ  არის დარაზმული. 51...

ქართული კერძი სერბულ ზეიმზე
ჩანაწერი

ქართული კერძი სერბულ ზეიმზე

ბელგრადი ცხოვრების მატჩისთვის ემზადება საქართველოს ნაკრები სერბეთთან, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლოს შესარჩევი თამაშისთვის ბელგრადს ეწვია. მატჩი ხვალ „რაიკო მიტიჩზე“ (იგივე „მარაკანაზე“), ჩვენი დროით 22.45 საათზე  დაიწყება. მასპინძლებისთვის შეხვედრას მნიშვნელოვანიც არ ეთქმის, საქართველოსთან მოგება სერბეთს პირდაპირ უნაღდებს რუსეთის საგზურს და ახლა თავად განსაჯეთ, როგორი მოტივაციით ითამაშებენ ისინი ჩვენების წინააღმდეგ. „საქართველოს ნაკრებთან ჩვენ შეგვიძლია და უნდა...

ვიღაცა ურევს !
ჩანაწერი

ვიღაცა ურევს !

„იმერული ესკიზებისა“ არ იყოს, ვინ ურევს? ვლადიმერ ვაისი თუ გიორგი ჭანტურია? სლოვაკმა მწვრთნელმა ფეხბურთელი საქართველო – უელსის მატჩის მეორე ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდეზე გასახურებლად გაუშვა. გააყოლა ფიტნეს-მწვრთნელი. ვუყურებდი, რა მოხდებოდა და ძალიან მინდოდა, მწვრთნელს მისთვის თამაშის საშუალება მიეცა. როცა ვაისმა ორი შეცვლა გააკეთა, მატჩის ბოლომდე 15 წუთი იყო დარჩენილი. დრო გადიოდა, მერე კი...

ალექს, დედა, გამოდი კარიდან !
ჩანაწერი

ალექს, დედა, გამოდი კარიდან !

შეცვლების გამომცნობი მწვრთნელებიდან პირველი სკოლარი მახსენდება, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტის დედასთან სკოლარი რას მოვა – ქალბატონმა შვილის მომავალი გამოიცნო. ლაკაზეტის თურმე გული მეკარეობისკენ უწევდა და იდგა კიდეც კარში ბალღობაში, მაგრამ დედას უთქვამს, ეგ ადგილი ხიფათიანი მგონია, ბურთი არ მოგხვდეს, კარიდან გამოდი და შეტევაში წადიო. ან არადა, სულ დაანებე თავიო, ნერვიულობდა მშობელი. აი, რას ნიშნავს დამჯერი შვილი....

ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა
ჩანაწერი

ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა

მიუნხენს ჯერ ოქტობერფესტის ზარხოშიც არ გამონელებოდა – და იქაურ მელუდეთა ინფორმაციით, 18 სადღესასწაულო დღის განმავლობაში იზარის ნაპირებზე 7,5 მილიონი ლიტრი მარტო ლუდი შეისვა! – გერმანულმა პრესამ კაეშანმოძალებულ მიუნხენელ ქომაგებს რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე სასიხარულო ამბავი რომ ამცნო: სეზონის სტარტზე კრიზისში ჩავარდნილი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ გაჭირვების ტალკვესად ივნისამდე ისევ მხცოვან იუპ ჰაინკესს უხმოო. ეს სიახლე ისე ხმაურიანად გასკდა,...

20 წლის შემდეგ (ნეიმარის მემუარებიდან)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ (ნეიმარის მემუარებიდან)

  … რა ამბავი იყო ატეხილი მაშინ „ბარსელონადან“ პესეჟეში ჩემ გადასვლაზე, გახსოვთ ? 2000 წელს „ბარსადან“ „რეალში“ ფიგუს გადასვლა, ჩემ გადასვლასთან შედარებით, საქველმოქმედო აქციად მოგეჩვენებოდათ, ისეთი დღე დამაწიეს. არადა, მე ხომ „ბარსელონაში“ არასოდეს მითამაშია. მითამაშია კი არა, ქალაქ ბარსელონაშიც არასოდეს ვყოფილვარ. რა მესი, რის სუარესი, რა „კამპ ნოუ“… ესენი სახელებია თუ გვარები, ისიც კი არ...

დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა
ჩანაწერი

დანიამ საქართველოსთან ხუთამდე ითამაშა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2019-ის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა და  ამჯერადაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა დანიის პატარა ქალაქ ოლბორგში, დანიელ თანატოლებთან 2:5 წააგეს.   „ოლბორგ სთედიუმზე“ შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შესვენებამდე ისინი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესამე და მეოთხეც გაიტანეს. საბოლოოდ კი მასპინძლებმა 5:2 იმარჯვეს.   დღესვე, ჩვენს...

სამაგიეროდ ცხრილში მოლდოვაზე წინ ვართ
ჩანაწერი

სამაგიეროდ ცხრილში მოლდოვაზე წინ ვართ

საქართველო კვლავაც მოუგებელია-ვლადიმერ ვაისის დამოძღვრილმა ეროვნულმა ნაკრებმა 0-1 წააგო მოტივირებულ უელსთან და დიდი ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ ისტორიაში მეორედ ჩაამთავროს მოუგებლად შესარჩევი ეტაპი… დაანონსებული ბრძოლა გამარჯვებისთვის არ შედგა – საქართველოს ნაკრებმა პირველად მე-80 წუთზე დაარტყა მეტოქის კარში… ჩვენს უკან მოლდოვა კია, მაგრამ დიდი ნაპრალიცაა – ნაპრალი სწორ, გამართულ, შედეგიან ფეხბურთთან…

პოლონეთი ლევანდოვსკიმ რუსეთის ბილეთების რიგში ჩააყენა
ჩანაწერი

პოლონეთი ლევანდოვსკიმ რუსეთის ბილეთების რიგში ჩააყენა

ევროპაში გუშინ დაწყებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტური დღეს გაგრძელდება და ხვალ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები უკვე რუსეთშია, იოახიმ ლიოვის შეგირდები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობენ და დასტურად ამ სიტყვებისა ბელფასტშიც, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, იოლად მოიგეს – 3:1. გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვა გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა ინგლისმა. „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინმა...