არც უარვყოფ, არც ვადასტურებ – ასე გვიპასუხა მიხეილ ხუციშვილმა, როცა ფოთის „კოლხეთის“ სპორტულ დირექტორად დანიშვნის შესახებ ვკითხეთ… ითქვა, „ზესტაფონისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა დირექტორმა ფოთს ადგილობრივი კლუბის მოსაფერიანებლად მიაშურა, თან კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მიჰყავსო. სწორედ ეს ამბავი მოვიკითხეთ მასთან, რაზეც ასევე გვიპასუხა, რომ ფოთელებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არაფერია. კიდევ, ადგილობრივი საფეხბურთო მეურნეობა უნდა...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
შარი შარიჩი
ხორვატი ივან შარიჩი ბათუმში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფიდეს რეიტინგ-ლისტით მსოფლიოში ზუსტად მე-100, ევროპაში – 69-ე და ხორვატიაში უძლიერესმა დიდოსტატმა 11 პარტიიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით გაუსწრო. ოქროს მედალთან ერთად მან 20 ათასი ევრო მიიღო. ქართველი მოჭადრაკეებიდან 6,5 ქულა ოთხმა მოჭადრაკემ დააგროვა (მიხეილ მჭედლიშვილი, დავით არუთინიანი, თორნიკე სანიკიძე, ნიკოლოზ კაჭარავა),...
კაკა-შოუ – მოქმედება მეორე
კარლსენი – კარიაკინი, ახლა კი კარლსენი – კარუანაც: ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მეორე ფინალი კაკანის ფონზე ჩაივლის. 10 ნოემბრიდან, ლონდონში, აწ უკვე საჭადრაკო აზრის გიგანტი ნორვეგიელი და ჭკვიანური მზერის და ფანტასტიური საჭადრაკო ერუდიციის მქონე იტალოამერიკელი გამართავენ პლანეტის უმთავრესი საჭადრაკო მოვლენის დასკვნით შეტაკებას. ბერლინში, კანდიდატთა ტურნირი სწორედ ფაბიანო კარუანამ მოიგო და მოიგო ფრიად სუვერებულად: 5 პარტიაში...
რეაბილიტაცია ბერლინში
ბრაზილიის ნაკრებმა ბერლინში გარმანელებს 1:0 მოუგო. როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ამბავი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელთა მიერ ბრაზილიელების 7:1 განადგურებიდან 1358 დღის შემდეგ მოხდა. იოლი მისახვედრია, გერმანულმა გამოცემამ დღეები იმიტომ დაითვალა, რომ მაშინდელი 7:1 ეხსენებინა. სელესაომ გერმანელთა 22 მატჩიან წაუგებელ სერიას დაუსვა წერტილი. ბოლოს იოაჰიმ ლიოვის გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ფრანგებთან დამარცხდა,...
წავიდეთ, აქ საყურებელი აღარაფერია!
ლეო მესიმ მის გარეშე მოთამაშე არგენტინის ნაკრების რბევას ვეღარ გაუძლო და თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დატოვა მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოს” ლოჟა. ესპანელებმა, რომელთაც პროგნოზების მიხედვით მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ეყოლებათ, „ალბისელესტეს” 6:1 გადაურბინეს. მესი, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერში, იტალიის ნაკრებთან შეხვედის (2:0) დროს, კუნთის მსუბუქი ტრავმის გამო არ თამაშობდა. ბუნებრივიცაა, თავიანთი...
ვაკური შედევრი
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების საგაზაფხულო ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ: ორიდან ორი მოგება, ექვსი გატანილი და არც ერთი გაშვებული ბურთი. კი, ბატონო, არც ლიტვა და არც ესტონეთი საშუალო ევროპულ გუნდებსაც არ განეკუთვნებიან, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს არც ჩვენ ვწყვეტთ. ვაკეში, “მესხზე”, ესტონელებთან მატჩი სამი დღის წინანდელის ალი-კვალი გამოდგა. ოღონდ დღევანდელმა მეტოქემ ლიტვაზე კერკეტი კაკლის შთაბეჭდილება დატოვა....
გერმანელებო, ფავრი თავისუფლდება!
„ფრანს ფუტბოლი” წერს, რომ ლუსიენ ფავრი სეზონის ბოლოს „ნიცადან” მიდის. ფრანგულ კლუბთან მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა, მაგრამ ეს საკითხი 3 მილიონი ევროს გადახდით გვარდება. „ნიცას” ხელმძღვანელები 60 წლის შვეიცარიელს ელაპარაკნენ და მხარეებმა გადაწყვიტეს „მშვიდობიანად დაცილებოდნენ” ერთმანეთს. ფავრის „ნიცადან” წასვლა ყველაზე მეტად ბუნდესლიგის კლუბებს აინტერესებთ. „ბაიერნი” და „დორტმუნდი” ჯერაც ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. ფავრის „დორტმუნდში”...
რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!
ის, რომ „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ დარჩებოდა, კენჭისყრისთანავე გასაგები იყო, მაგრამ გაკვირვება ბილეთების გაყიდვის დრომ გამოიწვია: ინტერნეტ-სალარო ორშაბათს დილის 10 საათზე გაიღო და… 10 საათსა და 8 წუთზე გასაყიდად აღარაფერი გახლდათ დარჩენილი. მადრიდის სტადიონზე 81 044 ადგილია. აქდეან 4 000 ბილეთი ტურინში წავიდა. „იუვეს” ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მოთავსდებიან. უბილეთოდ...
ალეხანდრო ძე სერხიოსი
სერხიო რამოსს და პილარ რუბიოს მესამე შვილი შეეძინათ. „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების 31 წლის მცველის ოჯახს პატარა ალეხანდრო შეემატა. ვაჟის დაბადება რამოსმა გულშემატკივარს ინსტაგრამით ამცნო. „ბედნიერი ვარ, რომ დღეს ალეხანდროს გაცნობთ. ის გამთენიისას 6 საათსა და 40 წუთზე დაიბადა. მისი წონაა 3,1 კილოგრამი. გმადლობთ ჩვენს სიხარულს რომ იზიარებთ. პილარ რუბიო, მე შენ მიყვარხარ” — დაპოსტა ვარსკვლავმა....
ავსტარლია ფეტელისაა
სებასტიან ფეტელი „ფერარის“ საჯინიბოდან ფორმულა 1-ს სეზონის პირველი გრან პრის გამარჯვებული გახდა. სეზონის პირველ ეტაპს ავსტრალიამ უმასპინძლა. ავტორბოლაში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ფეტელმა ავსტრალიის დიდი პრიზი შარშანაც მოიგო, ჯამში კი ეს მის კარიერაში სამეფო რბილაში 48-ე მოგებული ეტაპია. ფინიშთან მეორე მივიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი. პოდიუმის მესამე საფეხურზე „ფერარის“ მეორე პილოტი ფინელი...









