თბილისში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. მოჭადრაკეებმა რაპიდით (სწრაფი პარტიებით) დაიწყეს და ბლიცით (ელვისებური პარტიებით) დაასრულეს. რაპიდი გერმანელმა ელიზაბეტ პეცმა მოიგო, რომელმაც 11 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, დანარჩენები ყაიმით დაასრულა და 4 სხვა მოჭადრაკესთან ერთად 8 ქულა დააგროვა. დამატებითმა მაჩვენებლებმა სწორედ გერმანელი ქალბატონი აქცია ჩემპიონად. მეორე ადგილზე რუსი...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
კანიბალი გაძღა
ბატონი ბიათლონი, იგივე „კანიბალი” ანუ 44 წლის ლეგენდარული ოლე ეინარ ბიორნდალენი აქტიური სპორტიდან წავიდა. მისი დიდების დარბაზში 8 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონატის 20 ოქროს მედალი კიდია. ნორვეგიელთა გმირმა და უსაყვარლესმა სპორტსმენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სიმოსტრანდაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. „სიამოვნება და მოტივაცია არსად გამქრალა. რამდენიმე წელიწადს კიდევ ვიასპარეზებდი” — თქვა ბიორნდალენმა, რომელსაც ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს. მას...
პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა
იურგენ კლოპი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას წარმატებებში სასაწაულებრივი არაფერია. მიზეზი მარტივია: უკეთესი ფეხბურთელები. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლოპის „ლივერპული” გვარდიოლას „სიტის” მასპინძლობს. ნუ იფიქრებთ, რომ გერმანელს დამარცხებული კაცის ბოღმა ალაპარაკებს. პირად შეხვედრებში მას გვარდიოლასთვის 12 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. გვარდიოლამ მოიგო 5. ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა. ასეთი შედეგით ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. სტატისტიკა, რომელიც წინა...
ალეგრიმ იტალიაში თავი ამოწურა
„იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ როდესაც ტურინიდან წავა, შემდეგ სამსახურს იტალიის გარეთ მოძებნის. ალეგრი „იუვეში” 2014 წლიდან მუშაობს, სადაც ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი ანუ გახდა როგორც ჩემპიონი ასევე თასის მფლობელი. ინგლისურ გაზეთებს მოჰყავთ მისი სიტყვები, რომ სანამ ნაკრების სათავეში ჩადგომაზე დაფიქრდება, ხუთ-ექვს წელიწადს ჯერ კიდევ საკლუბო ფეხბურთში გაატარებს. „უეჭველად უცხოეთში წავალ, — თქვა იტალიელმა...
საქართველოს ჰიმნიდან საქართველოს ჰიმნამდე
ცოტაც და ძიუდოში თბილისის გრანპრის გუნდურ პირველობას ფრანგი ქალბატონები დაისაკუთრებდნენ. ფრანგებმა თბილისიდან ხელს 5 ოქროს მედალი გააყოლეს და ყველაფერს ვაჟთა შორის მძიმეწონოსანთა ფინალი წყვეტდა. მძიმე წონა ყოველთვის ელიტარულად ითვლებოდა, თუცა ბოლო წლებში შევეგუეთ, რომ გოლიათთა ჭიდილში ყველაფერს გაფრთხილებები წყვეტდა. გურამ თუშიშვილის დაპირისპირება ირანელ ფალავანთან გამონაკლისი აღმოჩნდა. მომხვდური აშკარად ჯანზე იყო და ჩვენებურს ვაზარიც აართვა, თუმცა...
„ბაიერნი” მწვრთნელს დაასახელებს
„ბაიერნმა” ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი” 6:0 გაანადგურა, თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არა ბუნდესლიგის ერთგუნდიანობა, არამედ ბავარიული კლუბის აღმასრულებელი ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მატჩის წინანდელი ნათქვამი წარმოადგენს: „მომდევნო მწვრთნელის ვინაობას მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გამოვაცხადებთ. — თქვა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, — ჩვენ გერმანულენოვანი თავკაცი გვჭირდება. აქამდე იმედი გვქონდა, რომ იუპ ჰაინკესთან გავაგრძელებდით თანამშრომლობას, მაგრამ ახლა ეს...
ბენზემა vs ბეილი
საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...
მიუნხენში იცხოვრებს და დორტმუნდს დაეხმარება
გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის” აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს. „ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის პერიოდში ზამერმა დაგვარწმუნა, რომ მოვლენათა სწორი აღქმის დიდებული უნარი აქვს”, — თქვა ვაცკემ. რას ნიშნავს...
მანჩესტერში რა მინდოდა…
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში”. 36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა: „ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდი. გულითა და გონებით უკვე აქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად...
ქართველებმა მედლები დამალეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს დროა. დღეს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. 28 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტი, ასეთია თბილისურ გრან პრის მასშტაბი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა. პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართული მედლებით დახუნძლული გამოდგა. 60 კგ. წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი ვიხილეთ. ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილი...









