დღეს დილით იაპონიაში სტარტი აიღო „ნაგოია ბაშომ“ და ლევან გორგაძემ ოძეკის რანგში აღზევების შემდეგ პირველი ბრძოლა გამართა. ტოჩინოშინად წოდებული ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იკიოი იყო. ლევანმა მეტოქეს მარცხენა ჩავლება აუღო და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაიტანა ბზით შემოსაზღვრული დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა. ხვალ დილით ტოჩინოშინის მეტოქე ტიიონოკუნი იქნება, ვისთანაც ექვსი აქამომდელი ჯახიდან ხუთში გაუმარჯვია. ქართველ...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ფეხბურთი სამშობლოში ბრუნდება
დღეს ინგლისი მონდიალ-2018-ის ნახევარფინალში რომ გავიდა, “სარბიელელ” კოლეგებს ვთხოვე, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ან საერთოდ ფეხბურთზე მეკეტება ჭკუა, არამედ ანგლოსაქსური ჯიგრის პატივისცემის გამო. საბურთაო მსოფლიო სპორტი რომ არსებობს, ინგლისელთა ან ამათი განაყრის (აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია) დამსახურებაა და ფეხბურთის ბაცილაც ხომ ინგლისელმა მატროსებმა მოსდეს მსოფლიოს. მერე მოწაფეებმა...
საბურთალო ზაფხულის ჩემპიონია
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრეც დამთავრდა. „საბურთალომ“ ოთხშაბათს ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (სტუმრად „სამტრედიასთან“ 1:3) და „ზაფხულის ჩემპიონი“ გახდა. საბურთალოელთა ლიდერობა ერთობ დამაჯერებელია, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ ხუთი ქულით უსწრებენ და რაც მთავარია, მოწიფულ ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, რომ შარშანდელ ჩემპიონატში, ორი წრის შემდეგ, ლიდერი „დინამო“ გახლდათ და ზუსტად იგივე მაჩვენებლები ჰქონდა – 14 მოგება, 1 ფრე...
Pupils with all this course’s aid will probably understand the developments within the medical Care sector.
Documents are a sort of valuation. Writing a discursive article, you’d need to address assortments of opinions. That is the cause why it becomes quite hard to handle discursive essay composing. The final mode of creating the essay is really in the fashion of an problem alternative article. You merely place your pen to paper...
ლისის ტბაზე სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალი – “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება
7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი 2018” გაიმართება. “ბაჩოს თასი 2018” ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ. ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მაგიდის ჩოგბურთის და ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირებით გაგრძელდება. “ბაჩოს თასის” გამარჯვებულ...
მარკა ლეგენდას დაემშვიდობა
მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” მთავარ თემად „რეალის” დიდ ლეგენდასთან, კრიშტინუ რონალდუსთან გამოთხოვება გამოიტანა და მართალია პორტუგალიელი ვარსკვლავის „იუვენტუსში” გადასვლა ოფიციალურად ჯერაც არავის დაუდასტურებია, ამ წერილის ფრაგმენტებს გთავაზობთ: „ურთიერთობა მადრიდის „რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის ცხრა წლის შემდეგ სრულდება. თითქმის დეკადა გავიდა, რაც პორტუგალიელმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ტიტულ-ტიტულ დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ისტორიაში უდიდეს ვარსკვლავთა შორის. თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკეთესოც...
ლუჩანო მოჯი: მორჩა, რონალდუ ჩვენია!
„იუვენტუსის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენში „იუვენტუსის” ექიმებმა გასინჯეს. მისი თქმით ყველაფერი დამთავრდა, გარიგება შედგა, პორტუგალიელი უკვე „იუვენტუსის” ფეხბურთელია! შეგახსენებთ, რომ ტურინელები „რეალს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „პარი სენ ჟერმენსაც” სურდა. „მე როგორც ვიცი რონალდუმ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი და მიუნხენში სამედიცინო...
Heil… 88 = 10 000
ფიფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 10 000 შვეიცარული ფრანკით (8650 ევროთი) დააჯარიმა. სასჯელი სამარაში გამართულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც ურუგვაის ნაკრებმა მასპინძელთა ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. აღმოჩნდა, რომ მატჩის მსვლელობისას მასპინძელი გუნდის ქომაგებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომელშიც რიცხვი 88 ფიგურირებდა. ეს რიცხვი ნეონაცისტურ სიმბოლიკასთან ასოცირდება: Heil Hitler ორივე სიტყვა H-ით იწყება, რომელიც ლათინურ ანბანში მე-8 ასოა. ფორმულირებაც...
AS საათებს ითვლის
„კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლას თითოეული საათი აახლოვებს”, — წერს ესპანური გაზეთი AS. მისივე ცნობით პორტუგალიელ ვარსკვლავს იტალიურ კლუბთან უკვე რამდენიმე კვირაა წვრილმანებიც კი შეთანხმებული აქვს და უახლოეს დღეებში ვარაუდობს იტალიაში გადაბარგებას. ერთადერთი, რაც ამ საქმის დასრულებას აკლია კლუბებს შორის მოლაპარაკება გახლავთ. „ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, „თეთრებს” კი როგორც ჩანს...
ახლა კი მგონი მართლა მიდის
„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი...








