„ეს იყო ისტორიული გამარჯვება. აუცილებლად ვიშუამდგომლებ უკრაინის პრეზიდენტთან, რომ ალექსანდრ უსიკს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს“ – განაცხადა დღეს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა ვლადიმირ გროისმანმა. და რა ქნა ასეთი უსიკმა? ბევრი არაფერი… წუხელ მოსკოვში, გადავსებული სპორტკომპლექს „ოლიმპიისკის” და ასობით მილიონი ტელემაყურებლის თვალწინ უმოწყალოდ გალახა რუსების ჯილა მურატ გასიევი. ბრძოლა პირველი მძიმე წონითი კატეგორიის იყო და გამარჯვებული...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
გვარდიოლა ჩივილით იწყებს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ის შეჯიბრებაა, რომელიც ზაფხულობით ტარდება და წამყვანი ევროპული კლუბებისთვის რეალურად სეზონისთვის მომზადებას, ამხანაგურ თამაშებს ნიშნავს. ამ შეჯიბრების ფარგლებში, ჩიკაგოში თავიანთი პირველი შეხვედრა გამართეს „მანჩესტერ სიტიმ” და „დორტმუნდმა”. მატჩი დამთავრდა გერმანული გუნდის გამარჯვებით 1:0. ერთადერთი გოლი მარიო გიოტცემ პენალტით გაიტანა. პენალტი 27-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა. მატჩის დამთავრების შემდეგ...
შვიდჯერ იაფი ჰარტი?
„ჩელსის” ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას „რეალში” გადასვლა სურს. ამბობენ, რომ დიდი შანსია ის დასავლეთ ლონდონელებმა ინგლისელი ჯო ჰარტით შეცვალონ, რითაც გულშემატკივარს უთუოდ გააბრაზებენ. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ სიტის” კარის მცველი გასულ სეზონში „ვესტ ჰემში” იყო გაქირავებული, სადაც სეზონი ჩააფლავა. „ჩაქუჩების” გუნდშიც კი ვერ შეძლო მთავარი მეკარის პოზიციაზე დამკვიდრება. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჰარტი „სიტის”...
კონტე ჩელსის უჩივის
„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასავლეთ ლონდონელების წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. მიზეზი: „ლურჯებმა” მისი თანამდებობიდან მოხსნა გააჭიანურეს. ხმები კონტეს გათავისუფლების შესახებ კარგა ხანია დადიოდა, მაგრამ აღსრულება გასულ კვირამდე არ ეწერა. „ჩელსის” ახალ მწვრთნელად კი დანიშნეს მაურიციო სარი, რომელთანაც როგორც გაირკვა კლუბი კარგა ხანია მოლაპარაკებას აწარმოებდა. კონტეს ბოლო სეზონში გასამრჯელოს სახით 9 მილიონი გირვანქა უნდა მიეღო, რომელსაც...
სანჩესი ამერიკაში შეუშვეს
ალექსის სანჩესმა ვიზის პრობლემები მოაგვარა და აშშ-ში „მანჩესტერ იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჩილელს აშშ-ის საკონსულო ქვეყანაში შესვლის ნებას არ აძლევდა. მიზეზი: „ბარსელონაში” თამაშის წლებში მან ესპანეთის საგადასახადო კანონი დაარღვია და პრობლემებიც ამას მოჰყვა. სანჩესი რეალური სირთულის წინაშე იდგა. სერულიად შესაძლებელი იყო მას „იუნაიტედის” ხუთივე ამხანაგური შეხვედრა გამოეტოვებინა. მართალია, ფორვარდი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე...
ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი სეზონი გაუცდება
როგორც ჩანს „ლივერპულის” ვარსკვლავ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი შემდეგი სეზონი გაუცდება. 24 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მყესები აპრილის თვეში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „რომასთან” შეხვედრის დროს დაიზიანა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის 2018-19 წლების სეზონი მთლიანად მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ჩაივლის. „ეს რომ ასე იქნებოდა იმთავითვე ვიცოდით. ოქსს ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაცია რომ...
ჩელსი ტიტულისთვის იძოლებს
„ჩელსიმ” მაურიციო სარის თანაშემწედ ჯანფრანკო ძოლა დანიშნა. „ლურჯების” ლეგენდა ბოლო თამაშიდან 15 წლის შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება. ლონდონურმა კლუბმა თავის გულშემატკივარს ახალი ამბავი სწორედ იმ ფოტოთი აუწყა, რომელიც ჩვენი ინფორმაციის მთავარ, შავ-თეთრ ილუსტრაციად გვაქვს გამოტანილი — სარი და ძოლა ავსტრალიური ტურნეს წინ ერთად სხედან თვითმფრინავში. 52 წლის ძოლამ „ჩელსის” ოფიციალურ საიტს უთხრა: „ჩემთვის განსაკუთრებული რამ მოხდა....
ერთი შეტევით ორი ჯილდო
რომაელთა ბატონობისას ახლანდელი ალბერვილის ადგილას არსებული პატარა დასახლება მილანი-ვენის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა. მდინარეებს – არლსა და იზერს შორის რომაელებს საბაჟოც ჰქონიათ მოწყობილი. XII საუკუნის ბოლოს რაინდ სენ ჟან იერუსალემელს წმინდა მიწისკენ დაძრული მომლოცველებისთვის რამდენიმე შესასვენებელი ადგილი მოუწყვია, რის შემდეგაც აქაურობას ქალაქის სახე შეუძენია, რომლისთვისაც ვილფრანშ დე ლ’ოპიტალი უწოდებიათ. შემდგომი საუკუნეებისას ის სავუას ჰერცოგებს...
კედელი გვირაბის ბოლოს
“ევროპის ე.წ. მეორე დივიზიონის ერთერთი საუკეთესო გუნდი” – ახასიათებს საქართველოს წყალბურთის ნაკრებს ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი, რაც სიმართლეა: ქართველი წყალბურთელები ზედიზედ მესამედ თამაშობენ ევროპირველობის ფინალურ ტურნირში და ეს ის შედეგი გახლავთ, რაზეც, კალათბურთელებს არა, მაგრამ ჩვენს ფრენბურთელებს, ხელბურთელებს და ცხადია, ფეხბურთელებს ჯერ მხოლოდ ფიქრი შეუძლიათ. გრანდებთან ჭიდილში მაღალი შედეგები ქართველებს ჯერ არ...
სანჩესს ვიზა არ ჩაურტყეს
ალექსის სანჩესი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მარტო ვარჯიშობს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი” კალოფორნიაშია, ის კი აშშ-ში არ შეუშვეს, ვიზა არ მისცეს. ამ ინფორმაციაში მთავარი საკითხი ის არის, თუ რატომ არ შეუშვეს სანჩესი ამერიკაში. ეს ამბავი მისი „ბარსელონაში” თამაშის პერიოდთან და ესპანეთის სამეფოსთვის გადასახადების დამალვასთან გახლავთ დაკავშირებული. ჩილელ ფორვარდს საციხოდ ჰქონდა საქმე — 16 თვიანი პატიმრობა ელოდა, მაგრამ...









