მო სალაჰმა „ლივერპულის” მაისურით თამაში ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც შეწყვიტა — მოედანზე შევიდა და 52 წამში გოლი გაიტანა. ეგვიპტელი, რომელმაც გასულ სეზონში 44 გოლი შეაგდო, არდადეგების შემდეგ ვარჯიშს წინა პარასკევს შეუდგა. შეხვედრა, რომელზეც მოგახსენებთ ნიუ ჯერსიში გაიმართა. ერთმანეთს „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მონაწილენი MetLife Stadium-ის გაზონზე დარდობდნენ — შაბათსა და...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ათეული ნეიმარის გარეშე
ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ათი ნომინანტი იბრძოლებს. ათეული, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი ნეიმარი ვერ მოხვდა, წარსულის დიდ მოთამაშეთაგან შედგენილმა კომისიამ შეადგინა. ნომინანტთა სია ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ, კევინ დე ბრუინი, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, მოჰამედ სალაჰი და რაფაელ ვარანი. კომისიის წევრები იყვნეენ: ბრაზილიელები...
მიდი, მოადე!
ჩემპიონშიფელი „შეფილდ უენსდისა” და მეორელიგელი „მენსფილდის” შეხვედრა თავპირისმტვრევით დამთავრდა. თუ ვინმეს ანგარიშიც აინტერესებს, „მენსფილდმა” 2:1 მოიგო. თამაში მენსფილდში იყო. მოგეხსენებათ, ჩემპიონშიფი პრემიერლიგის ქვედა დონეა, რომლის მერეც მოდის პირველი ლიგა და აი, მას მოსდევს მეორე. საინტერესოა, რომ თამაში დამთავრდა, ანუ 90 წუთი გავიდა და შედეგი დაფიქსირდა, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს დაეტაკნენ. ჩხუბი იყო მუშტებით. მოსეირეებმა ნოკაუტებიც დათვალეს....
ველო-დოპინგი
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის, ტურ დე ფრანსის ეტაპების გამარჯვებულები ვალდებულები არიან ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ თავიანთი ველოსიპედები სპეციალურ შემოწმებაზე გაგზავნონ. სპეციალისტები უნდა დარწმუნდნენ, რომ ველოსიპედებში არანაირი დამატებითი მექანიზმი არ არის ჩამონტაჟებული, რაც სპორტსმენს აჩქარებაში დაეხმარება. ჟან კრისტოფ პერო, ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელი: „აქ იგივე პრინციპია, რაც საავადმყოფოს რადიოგრაფიაზე, სადაც თქვენ გეუბნებიან, ნეკნი მოტეხილი გაქვთ თუ...
მარსიალმა მდიდრულ კორპუსზე უარი თქვა
ანტონი მარსიალმა ბინაზე მოკლევადიანი იჯარა გააუქმა, რამაც „სანს” აფიქრებინა, რომ ფრანგმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გადაიფიქრა. ბოლოხანს 22 წლის გარემარბი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ფავორიტთა შორის აღარ იყო, რის გამოც „ოლდ ტრეფორდის” დატოვებას აპირებდა. თავის მხრივ, როდესაც „განსაკუთრებულმა” გაიგო, რომ მარსიალს თვალი გაქცევაზე ეჭირა, გაღიზიანდა. წერდნენ, თუ ფრანგი წავა მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილი დარჩებაო. ბინის საკითხი კი...
კურტუას ნაცვლად რეინა მიჰყავთ
პეპე რეინა „მილანიდან” „ჩელსიში” გადასვლასთან არის ახლოს. დასავლეთ ლონდონელები მას 9 მილიონ გირვანქად ყიდულობენ, რაც ევროებში 10,08 მილიონს უდრის. რამ გაახსენათ „ლურჯებს” 35 წლის ესპანელი მეკარე? საქმე ის არის, რომ მათი ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი და რეინა „ნაპოლიში” მუშაობდნენ ერთად. უცნაურია: „რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით „მილანში” ამ ზაფხულს მივიდა, მაგრამ გუნება ეცვალა და თავის ყოფილ მწვრთნელთან...
კრიტიკა კანალიზაციის სუნით
მესუთ იოზილის გერმანიის ნაკრებიდან ხმაურიანი წასვლის ამბავი იოლად რომ არ ჩაცხრებოდა ძნელი მისახვედრი არ იყო. „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა 29 წლის ნახევარმცველზე დაურიდებლად თქვა „ეგ უკვე ბევრი წელია რაც მძ…იაო”. ახლა იმის შეხსენებას აღარ დავიწყებთ, რომ იოზილი წარმოშობით თურქია, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო და ამას გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. ჰიონესმა, რომელიც 1974...
ტოჩინოშინს კადობანით დაემუქრნენ
ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე სულ ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთი მოიგო და მხოლოდ მეექვსეში დამარცხდა. სწორედ მარცხიან ბრძოლაში მიიღო ქართველმა ოძეკიმ ტრავმა და ტურნირიდან მოიხსნა. ნაგოია ბაშოს შედეგები საბოლოოდ შეჯამდა და სპეციალურმა კომისიამ ლევანი „კადობანში“ ჩააყენა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს მისთვის პირობის დათქმაა: თუ სექტემბრის ბაშოზე, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს, ჩვენებური დადებით ბალანსს ვერ მიაღწევს, ოძეკის...
იოზილმა ნაკრების კარი გაიჯახუნა
მესუთ იოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირს რასიზმში დასდო ბრალი და ნაკრებიდან წავიდა. „არსენალის” 29 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტოს გადაღების გამო მას დაუნდობლად მოეპყრნენ. მოგეხსენებათ, თურქული წარმოშობის იოზილს ერდოღანთან ფოტოს გადაღება პოლიტიკურ აქციად ჩაუთვალეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ მისი მხრიდან ეს იყო ისტორიული სამშობლოს პატივისცემა და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კერძოდ ვინ...
კარიუსის მორიგი შეცდომა
ცოდოა ეს კაცი — „ლივერპულის” დათარსულმა მეკარემ ლორის კარიუსმა მწვრთნელ იურგენ კლოპს ალბათ საბოლოოდ დაუმტკიცა, რომ მერსისაიდელთა კარს სხვა უნდა იცავდეს. აშშ-ის ქალაქ შარლოტში, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობს, „ბენქ ოფ ამერკა სთედიუმზე”, „ლივერპულისა” და „დორტმუნდის” თამაში სულ რაღაც სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც მან მორიგი უხეში შეცდომა დაუშვა: ბურთის მოსაგერიებლად გამოვარდა, მაგრამ შორს გადაგდების ნაცვლად...









