ჩვენს გუშინდელ ტრიუმფატორს atpworldtur.com-მა სპეციალური სტატია უძღვნა, სადაც ხაზგასმულია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია გადაწერაო. ATP-500 სერიის კი არა, დამოუკიდებლობის ხანაში ტურის უფრო დაბალი რანგის ტურნირიც კი არ მოუგიათ ქართველებს. დღემდე ყველაზე წარმატებული ირაკლი ლაბაძე გახლდათ, რომლის საუკეთესო შედეგიც რეიტინგის 42-ე საფეხური იყო. ამ სიმაღლეს ირაკლიმ მასტერსის სერიის ორ ნახევარფინალში გასვლით მიაღწია, თუმცა კარიერა ისე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება
გაწბილებული ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებს შვებულებების შეკვეცას და სეზონისწინა შეკრებაზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას სთხოვს. „იუნაიტედმა”, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების გარეშე ვარჯიშობს ერთი საკონტროლო თამაშიც კი ვერ მოიგო, „ლივერპულთან” 1:4 წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე მხრივ, როგორ გინდა დასვენება შეაწყვეტინო ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლომდე იყვნენ. პოლ პოგბამ, ჯესი ლინგარდმა, რომელუ ლუკაკუმ და მარუან ფელაინიმ...
ნეიმარი იმსხვრეოდა!
ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტყუილი გორაობისა და ეგრეთწოდებული ყვინთვის გამო იმდენი აკრეტიკეს, რომ ბოლოს თავად აღიარა, ზედმეტი მომივიდაო. შეგახსენებთ, რომ დაუთვალეს: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მოედანზე ჯამში 14 წუთი იკოტრიალა. ნეიმარის თეატრალურმა ქცევამ ვიდეოთამაშების შემქმნელებსაც კი გაუხსნა გონება და მისი მიბაძვით ახალი გასართობები მოიგონეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ახალგამოსულ ვიდეორგოლში, უფრო სწორედ კი ბრაზილიაში...
დემბელე ბარსელონაში შეშინებულია
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ოსმან დემბელეს „ბარსელონაში” თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. გასულ სეზონში იყო და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა ვერ გაიკაფა, ახლა არის და მისი მომავალი ბუნდოვანია. მდგომარეობა ბრაზილიელი მალკომის გამოჩენამ დაძაბა. ის 21 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პირდაპირი კონკურენტია. დემბელეს პრობლემა სათამაშო დროა. ესპანეთის ჩემპიონთა ხელმძღვანელებმა მისი დაწყნარება სცადეს, დაჰპირდნენ, რომ სათადარიგოთა სკამზე არ დარჩებოდა და...
ტიტული ბალკანეთში დარჩა
ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქანცის გამომცლელ ნახევარფინალებში სერბებმა ხორვატები (9:7) და ესპანელებმა იტალიელები (8:7) დაამარცხეს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისთვის მაინც მხნეობით სავსენი ჩანდნენ, რაც სპეციალისტების გაკვირვებას იწვევდა. ერთერთი კომენტატორის თქმით, წყალბურთელები ყოველ თამაშში ორ კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რაც დიდად ბევრი არ არის, როცა თავისუფლად ცურავ, მაგრამ მხარზე 100-კილოგრამიანი მეტოქე როცა გკიდია, დიდ ძალებს მოითხოვს. მეშვიდე...
მოურინიუ გაღიზიანდა
მიჩიგანში „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა — 4:1. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა გამწარებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი კლუბის ხელმძღვანელების გასაგონად მოურიდებლად ილაპარაკა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. პორტუგალიელმა თქვა, რომ ამ ზაფხულს „შახტარისგან” ნაყიდი ფრედის, „პორტუსგან” ნაყიდი დიოგო დალოტისა და „სტოკ სიტისგან” ნაყიდი მეკარე ლი გრანტის გარდა კიდევ ორი ახალი მოთამაშე სჭირდება....
წვიმის კაცი
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ფინალი 500-იან მსოფლიო ტურში! ყოჩაღ! ეს ყოველგვარ მოლოდინსა და იმედზე მეტია. ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მასზე მაღლა მდგომი ზედიზედ მეოთხე მეტოქის, ნიკოლას ჯარის დამარცხებით შეაბიჯა. დღევანდელი ნახევარფინალის პირველ სეტში ნიკამ 2:2-ზე მოწოდება დათმო, მერე მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს და საქმეში წვიმა ჩაერია, რამაც ორიოდ საათით შეაფერხა შეხვედრა. გაგრძელების შემდეგ...
ველოდებით ნახევარფინალს, ვფიქრობთ ფინალზე
ზეწარმატებული და ზეიღბლიანი გამოდგა მიმდინარე კვირა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მსოფლიოს 81-ე ჩოგანმა ბასილაშვილმა მე-13 ჩოგანი პაბლო კარენო ბუსტა ორ სეტში დაამარცხა – 7:6, 6:4. ანგარიშმა არ მოგატყუოთ. ჩვენებურმა გვარიანად გვანერვიულა. ჯერ პირველ სეტში 5:3 დაწინაურებულმა ზედიზედ სამი გეიმი და ლამის სეტიც დათმო, მაგრამ გაათანაბრა და ტაი-ბრეიკი 7:3 მოიგო. მეორე...
მარსიალი პარიზში გაიქცა
ანტონი მარსიალი მამა გახდა. მისმა მეგობარმა ქალმა მელანი და კრუსმა ბიჭი შვა, სახელად სვონ ანტონი. მარსიალისთვის ეს მეორე შვილია. უფროსი გოგონა პეიტონი მას ორი წლის წინ ყოფილ მეუღლესთან სამანტა ჟაკლინთან შეეძინა. შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბმა სამანტა ჟაკლინი მელანი და კრუსის გამო დატოვა. დაგვეთანხმებით, 22 წლის ბიჭისთვის მდიდარი ბიოგრაფიაა. მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად აშშ-ში იყო, სეზონისწინა შეკრებაზე,...
როგორც მესხსა და შენგელიას ეკადრებათ
დღეს, საღამოს რვა საათზე თბილისსა და ქუთაისში დაიწყება ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები. ორივე დიდი ქართველი ფეხბურთელის სტადიონებზე – მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიასი. წარსულით ტკბობა შორს წაგვიყვანს და ვიცით, რომ არ გვშველის. მეტოქეს სულ არ ედარდება, რამდენად დიდი ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე თამაშობს. საჩხერის “ჩიხურა“ სლოვენიურ “მარიბორს“ დაუხვდება. ფავორიტი “მარიბორია“, რომელიც, რაც სლოვენია...









