… ეს ახალგაზრდობაშივე გაჭაღარავებული კაცი – კიევის „არსენალის“ მწვრთნელად დაუნიშნავთ. თვალწინ გამირბინა 90-იანების შუა წლებმა, ძვლებისმსხვრევია „იუვენტუსმა“, მარჩელო ლიპის სიგარამ, დელ პიეროს ჩახვეულმა ჯარიმებმა, ვიალის ანთებულმა თვალებმა, ტორიჩელის ვარდნებმა, დი ლივიოს ჩარბენებმა… იქ იყო ფაბრიციო რავანელიც. კაცი ალოგიკური ფეხით, არსაიდან რომ გოლი გაჰქონდა. ჯერ მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალი რად ღირს, „აიაქსს“ რომ გაუტანა. რაღაც აკლდა,...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
არგენტინა პაბლო აიმარსაც ჩააბარეს
კარგად გვახსოვს ჩია ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ესპანეთსა და პორტუგალიაში გაატარა, არგენტინის ნაკრების მაისურით კი 52 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. აიმარი გუშინდლამდე არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო და როგორც ჩანს, ფედერაცია მისი მუშაობით სულაც არაა უკმაყოფილო. ჰოდა ახლა, ეროვნულ ნაკრებს მასთან ტანდემში ხორხე სამპაოლის ყოფილი თანაშემწე, 40-წლის ლიონელ სკალონი დამოძღვრავს, რომელიც ადრე ადრე...
ჩხუბი გლაზგოს ქუჩებში (ვიდეო)
გლაზგოში, „რეინჯერსისა” და „ოსიეკის” შეხვედრის წინ „იბროქს პარკის” მისადგომებთან დიდი ჩხუბი ატყდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ეს ევროლიგის მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მოხდა. შეხვედრა დასრულდა 1:1. ახლომახლო ქუჩებზე განლაგებულმა ვიდეოკამერებმა ჩხუბის შემაშფოთებელი სცენები დააფიქსირეს. თვითმხილველნი ამბობდნენ, რომ პოლიციამ ვითარების გასაკონტროლებლად ვერტმფრენიც კი გამოიყენა. რამდენიმე ადგილას წესრიგის მცველებმა მინივენებით გზა გადაკეტეს. მუშაობდა სასწრაფო...
ვილიანი პასპორტს ელოდება, მორატა ნერვიულობს, სარი მსჯელობს
ამ ზაფხულს ვილიანზე მხოლოდ ერთს ამბობდნენ, „ჩელსიდან” წავაო. ბრაზილიელს ყველაზე ხშირად „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. ფეხბურთელზე თვალი ეჭირა „ბარსელონასაც”. ამ საკითხზე დასავლეთ ლონდონელთა ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის „არსენალთან” შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, გუშინ ლონდონის ორმა გუნდმა ეგრეთწოდებულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, 1:1 ითამაშა, მატჩისშემდგომ პენალტებში კი „არსენალმა” გაიმარჯვა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრის მე-15 წუთზე...
ლუგო – აბურჯანიას ახალი სახლი
გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-11 ადგილზე გასულ კლუბში ითამაშებს. კლუბის სახელია „ლუგო“, რომელსაც არასდროს უთამაშია ლა ლიგაში და არც დიდი ისტორიით გამოირჩევა. ინფორმაცია „ლუგოს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა და ესპანურმა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს. „ლუგოს“ პატარა, 7500-იანი სტადიონი აქვს. აბურჯანია 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველია. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშით გაგვაცნო თავი. იყო გორის „დილაში“, კვიპროსზე, „ანორთოსისში“...
ლუკა მოდრიჩი იტალიას არ უარობს
Sky Sports-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ ყველა ღონეს ხმარობს მადრიდის „რეალიდან“ ლუკა მოდრიჩის გადასაბირებლად. ამის გამო იტალიურმა გრანდმა ერთი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნთან“ არტურო ვიდალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც კი შეაჩერა. გასული მონდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ხორვატმა მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოხატა. ორი კლუბის აგენტები კონტაქტზე უკვე გავიდნენ, მაგრამ სრულფასოვან კონტრაქტზე საუბარი ნაადრევია და არც სავარაუდო თანხები დასახელებულა. თუ გარიგება შედგა,...
ჩელსი იტალიურ გარჩევებში ჩაერია
ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ ბონუჩის და კალდერას გაცვლის გარდა, გონსალო იგუაინის საკითხიც შეათანხმეს – ერთწლიანი იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. საბოლოო წერტილის დასმას ამ საქმეში თავად ფეხბურთელის ჭირვეულობა უშლის. 30 წლის იგუაინი განათხოვრებით გადასვლას უარობს და სრულფასოვან კონტრაქტს ითხოვს. ამას გარდა, მან მილანელებს ხელფასად წლიური 9 მილიონი ევრო მოსთხოვა. „მილანი“ თანახმაა, ფეხბურთელს 7,5 მილიონი ევრო, ანუ...
ლევანდოვსკი 30 გოლს გაიტანს
„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფრანგ მარჯვენა მცველ ბენჟამენ პარავთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. პავარზე ამბობდნენ, რომ როგორც კი ჯერომ ბოატენგი „ბაიერნიდან” წავიდოდა, ის „შტუტგარტს” დატოვებდა და რეკორდმაისტერს შეუერთდებოდა. „ეს ჭორია, — თქვა რუმენიგემ, — ჩვენ გვყავს ჰუმელსი, შულე, მარტინესი, ალაბა და ახალგაზრდები ლუკას მაი და კრის რიჩარდსი. ასე რომ ამ...
თუ მოურინიუ წავა, ზიდანი მოვა
„სანმა” შეიტყო, რომ იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს გაუშვებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი სამსახურს ზინედინ ზიდანს შესთავაზებს. მოურინიუს შესაძლო გაშვებაზე ამ ბოლო დროს ინტენსიურად ალაპარაკდნენ. გუნდის ამერიკულ შეკრებაზე თავად პორტუგალიელიც ნირწამხდარი იყო. როგორც ამბობენ, ფეხბურთელებმა მიაქციეს კიდეც მწვრთნელის უხასიათობას ყურადღება და ეს მათ შორის მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მოურინიუს უგუნებობის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ...
ბელარაბის ცუდი არაფერი სჭირს
ლევერკუზენის „ბაიერის” 28 წლის გარემარბმა კარიმ ბელარაბიმ გუშინ, დილით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, შუადღისას კი მან უკვე გუნდურ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ბელარაბის ვარჯიშზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ 24 ივლისს, „ვუპერტალთან” ამხანაგური შეხვედრის დროს მან გონება დაკარგა. მოთამაშემ ერთი ღამე საავადმყოფოში გაატარა. ახლა, გამოჯანმრთელებული იგონებს: „იმ დღეს, დილიდან ცოტა სუსტად კი ვგრძნობდი თავს,...









