17 წლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შეიძინოს. ეს ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გაიზარდა, ხოლო რამდენიმე თვის წინ „რუსთავში“ გადავიდა, რითაც ძალიან გააბრაზა თბილისური კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია. კვარაცხელიას ლამაზი გოლები აქვს გატანილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, განსაკუთრებით კი რუსეთთან შარშან. ეს მოხდა ყაზახეთში „პრეზიდენტის თასის“ ფინალში. რუსულ პრესაშიც წერია, რომ კვარაცხელიას საკითხი „ლოკომოტივმა“ განიხილა და...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
კოვაჩიჩი გაიფიცა
ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა გადაწყვიტა „რეალთან” ურთიერთობა გაწყვიტოს და გაფიცვა გამოაცხადა: სანამ ჩემი ტრანსფერის საკითხს არ გაარკვევთ, ვარჯიშზე არ მოვალო. დრო გადის, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მადრიდელებისგან პასუხს ელის, მაგრამ მისთვის სახეირო რომ არაფერი გამოჩნდა, გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა. რამდენ ხანს შეძლებს ასე ყოფნას და რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე 24 წლის ნახევარმცველი...
პოგბა ბარსელონაში გასხლტება?
პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა. პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა...
აგუერო კეინზე უკეთესია
ინგლისის სუპერთასზე რომელსაც „ქომუნითი შილდი” ჰქვია სერხიო აგუეროს მიერ გატანილი ორი გოლით „მანჩესტერ სიტიმ” „ჩელსი” დაამარცხა — 2:0. „უემბლიზე” შეხვედრას 73 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. აგუეროს ოთხი გოლის გატანაც კი შეეძლო. ლონდონელთაგან კვლავ ვერ შეაგდო ალვარო მორატამ, რომელზეც უკვე დაჟინებით წერენ, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული. ეს გახლდათ „ჩელსის” ახალი მწვრთნელის მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი....
ბოატენგი, მანჩესტერელთა მორიგი სამიზნე
მორიგ საკონტროლო შეხვედრაში „ბაიერნმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” 1:0 მოუგო. ინგლისური პრესა წერს, რომ „წითელმა ეშმაკებმა” საშინლად მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშეს. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ხავი მარტინესმა გაიტანა და… „იუნაიტედმა” ბავარიელებს მათთვის ჯერომ ბოატენგის მიყიდვა შესთავაზა — მოგეხსენებათ, ინგლისის ოცგზის ჩემპიონს ცენტრალური მცველი სჭირდება. ბოატენგმა „იუნაიტედთან” მეორე ტაიმში ითამაშა. პრემიერლიგაში სატრანსფერო სეზონი დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით სამ...
გიორგი ნუცუბიძე – დიმიტრი იაშვილის ნაკვალევზე
სულ ახალი ამბავი: ფრანგული „ბიარიცის“ ახალმა პრეზიდენტმა ჟან-ბატისტ ალდიჟემ დაადასტურა, რომ მის კლუბში გადავიდა გიორგი ნუცუბიძე. ცნობისთვის: გიორგი ნუცუბიძე გახლავთ 19 წლის ქართველი მორაგბე, ამპლუით – ბურჯი-უნივერსალი (მარცხენაც და მარჯვენაც), გორის „ჯიქისა“ და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი. ორიოდე სიტყვა „ბიარიცზეც“: ეს კლუბი დღესდღეობით საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაშია – პრო დ2-ში, არადა ბასკური კლუბი საფრანგეთის 5-გზის...
ჯიჯის პირველი პარიზული თასი
ჯანლუიჯი ბუფონმა პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ პირველი ჯილდო მოიგო – მისმა გუნდმა “მონაკო” 4:0 გაანადგურა და საფრანგეთის სუპერთასს დაეუფლა. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ პარიზელთაგან გოლი ტიმოტი ვეამ – ჯორჯ ვეას 18 წლის ვაჟმაც შეაგდო. ამან ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგები ნოსტალგიურად განაწყო. დიდი ხნის წინ 19 წლის ჯიჯი ბუფონმა “პარმას” სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი “მილანთან” ითამაშა, რომელშიც ლიბერიელი...
გუინდოგანის სული სურთ
„ინტერს” ჯერ იყო და „რეალისგან” ლუკა მოდრიჩის შეძენა უნდოდა, შემდეგ კი „ბაიერნისგან” არტურო ვიდალის, მაგრამ ხორვატი მადრიდში დარჩა, ხოლო ჩილელი „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა მილანელები „მანჩესტერ სიტისგან” გერმანელი ილქაი გუინდოგანის გადაბირებას ცდილობენ. ცნობა იმის შესახებ, რომ „ნეროაძურის” 27 წლის ნახევარმცველის ყიდვა სურს „ტუტოსპორტმა” გაავრცელა. მოგეხსენებათ, „ინტერი” ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს და როგორც ჩანს გუნდს მოედნის...
მოურინიუ გაწბილებულია
მას მერე რაც „ბარსელონასგან” იერი მინას 35 მილიონ გირვანქად შეძენის საქმეც ჩაეშალა ჟოზე მოურინიუ ბოლო იმედსღა ებღაუჭება. კოლუმბიელის ტრანსფერი კი იმიტომ ჩაიშალა, რომ აგენტის წილზე ვერ მორიგდნენ. ახლა „განსაკუთრებულს” ცენტრალური მცველის მოსაძებნად ოთხი დღეღა დარჩა. მინამდე მოურინიუ „ლესტერის” ჰარი მაგუაირისა და „ტოტენჰემის” ტობი ალდერვეირელდის შეძენას ცდილობდა. აგენტ ფელიპე რუსოს საქმე კი ასე იყო: მან ბოლოწამს...
ვიდალი ბარსელონელია!
„ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბაიერნისგან” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი შეიძინა. კონტრაქტი სამწლიანია. ვიდალი 31 წლისაა ანუ თუ რამე არ შეიცვალა „ბარსაში” თამაშს თავს 34 წლისა დაანებებს. ოფიციალურ განცხადებაში „ბლაუგრანამ” დაადასტურა, რომ როგორც გერმანულ კლუბთან ასევე საკუთრივ ფეხბურთელთან ყველაფერი მოგვარებულია. „ერთადერთი, რაც დარჩა, უახლოეს დღეებში „ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმების გავლაა. როგორც კი არტურო ვიდალი ბარსელონაში ჩამოვა, მის...









