კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
ბეილი რეალს გაუძღვება?
ჩანაწერი

ბეილი რეალს გაუძღვება?

დიდი ხანი ყოყმანობდა უელსელი შემტევი ნახევარმცველი, დარჩენილიყო თუ არა მადრიდში. მის უკმაყოფილებას მცირე სათამაშო დრო იწვევდა და ამას საკუთარი შესაძლებლობების დაუფასებლობად თვლიდა. როგორც კი გარეთ ბეილმა წაიწუწუნა, ჰორიზონტზე „მანჩესტერი“ გამოჩნდა, მაგრამ… ჯერ იყო და, კრიშტიანუ რონალდუ გაიტალიელდა, რამაც ბეილის შანსები გაზარდა… მერე „რეალმა“ და პსჟ-მ ერთხმად გამორიცხეს სამეფო კლუბში ნეიმარის ტრანსფერი – ესეც მეორე წყალი...

აზარი და კურტუა ერთად
ჩანაწერი

აზარი და კურტუა ერთად

„რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩქარობს. მწვრთნელის ზინედინ ზიდანისა და მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მას „გალაქტიკოები” სჭირდება. ამასთან, როგორც ჩანს „რეალის” ბოსები მიხვდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენისგან” კილიან მბაპეს ან ნეიმარის ყიდვას ვერ შეძლებენ და მთელი ძალისხმევა ლონდონისკენ მიმართეს. ახლა პერესის ინტერესის საგანს ედენ აზარი წარმოადგანეს. მოგეხსენებათ, აზარმა ახლახან დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა...

ბარსას 914 მილიონი!
ჩანაწერი

ბარსას 914 მილიონი!

2017-18 წლების სეზონში „ბარსელონას” ისტორიული შემოსავალი ჰქონდა  — 914 მილიონი ევრო. აქამდე მსოფლიოში არც ერთი კლუბის შემოსავალი 900 მილიონს არ გადასცილებია. სწორედ ეს ამბავი ახარა „ბარსას” დირექტორებს გუშინდელ თათბირზე პრეს-მდივანმა ჟოზეპ ვივესმა. მან კრების მონაწილეებს გასული სეზონის ოფიციალური ბუღალტერია წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ” შემოსავლის სახით მიიღო 914 მილიონი, მაშინ როდესაც საწყისი ბიუჯეტი 897 მილიონი გახლდათ....

ჩანაწერი

იტალიაში მესი არ არის

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა” ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე 33 წლის ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბს, „რეალს” დიდად არ გამოეტირა. რონალდუ: „სულაც არ ვდარდობ „რეალი” რომ დავტოვე. მე მადრიდში ფანტასტიკური კარიერა მქონდა, მაგრამ ის დამთავრდა და ახლა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება”. „ბებერმა ქალბატონმა” „რეალს” პორტუგალიელში საბოლოოდ 112 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. მისი ხელფასი...

ჯერ დაიხოცნენ, მერე მოულხინეს
ჩანაწერი

ჯერ დაიხოცნენ, მერე მოულხინეს

„სანი” წერს, რომ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხების შემდეგ გემრიელად მოულხინეს და მთელი ღამე ღრეობაში გაატარეს. რასაკვირველია, კორექტულობისთვის გაზეთი დასძენს, რომ ლაპარაკია ხორვატ ფეხბურთელთა მხოლოდ ერთ ნაწილზე. ალბათ, ასეც იქნებოდა. „ბუნებრივია, რომ ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ დიდების მომენტის ხელიდან გაშვება ძალიან განიცადა და როგორც ჩანს მათმა ნაწილმა ღამით ვერც კი დაიძინა....

ბარსას დიდი წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩანაწერი

ბარსას დიდი წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საფრანგეთის ნაკრები მეტისმეტად მაღალი კლასის გუნდი იყო საიმისოდ, რომ ფინალში მისთვის ხორვატიას მოეგო და „ბარსას” ფეხბურთელების მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს. „საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას 4:2 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონას” ორი ფეხბურთელი შინ ოქროს მედლით ბრუნდება — სამუელ უმტიტი და ოსმან დემბელე საფრანგეთის გამარჯვებული ნაკრების წევრები იყვნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე ორივემ,...

ფუსი რიოტის პოლიტიკური აქცია ფინალში
ჩანაწერი

ფუსი რიოტის პოლიტიკური აქცია ფინალში

ფემინისტური პანკ-ჯგუფის „ფუსი რიოტის” სკანდალებით ცნობილმა წევრებმა მოსკოვში, „ლუჟნიკებზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის პრეზიდენტისა და აურაცხელი სპეცსამსახურების წინ მორიგი აქცია მოაწყვეს — მოედანზე გადახტნენ. ფსბ-ში ალბათ პაგონები დაიყრება. სკაუტებმა და დაცვამ მატჩის 52-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი სწრაფად ალაგმეს, თუმცა პოლიტიკური აქცია, რომლის ადრესატიც ვლადიმერ პუტინი იყო, შედგა. კილიან მბაპემ რუსული პანკ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ხელი...

საუკეთესო ფეხბურთელად ჩემს თავს დავასახელებდი
ჩანაწერი

საუკეთესო ფეხბურთელად ჩემს თავს დავასახელებდი

შეხვედრაში, რომელიც ბელგიამ ინგლისს 2:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა, ედენ აზარმა ერთხელაც დაამტკიცა, თუ რა ძლიერი ფეხბურთელია, — წერს კატალონიური „სპორტი”. ვარსკვლავი, რომლის „ჩელსიდან” გადაბირებასაც ესპანური გიგანტები „რეალი” და „ბარსელონა” ცდილობენ ბურთი აკონტროლა და მეტოქის კართან საგოლე მომენტები შექმნა. ინგლისის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა აზარის, კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს ტრიოსთან გამკლავება....

ფინალს წვრილმანები იგებს
ჩანაწერი

ფინალს წვრილმანები იგებს

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი წარმატება სამ რამეზე — სიმშვიდეზე, საკუთარი თავის რწმენასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. „ლურჯებს” დღეს, ხორვატიასთან ფინალში ფავორიტებად მიიჩნევენ, მაგრამ დეშამს კარგად ახსოვს ორი წლის წინანდელი, როდესაც „ევრო 2016″-ის ფინალში მისი გუნდი პორტუგალიასთან ასევე ფავორიტად ითვლებოდა. მაშინ საფრანგეთი დამარცხდა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე დეშამმა თქვა: „ასეთ შეხვედრაში მონაწილეობაზე სასიამოვნო და საამაყო...

მსოფლიოს ჩემპიონატმა სიტი გაამდიდრა
ჩანაწერი

მსოფლიოს ჩემპიონატმა სიტი გაამდიდრა

„მანჩესტერ სიტი” ფიფასგან 4,41 მილიონ ევროს მიიღებს. მიზეზი: მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც ყველაზე მეტი ითამაშეს. ცხადია, თანხები სხვა კლუბებსაც ჩაერიცხათ, მაგრამ ამდენი არც ერთს. ახლა კი დავაზუსტოთ, ასეთი რა „ხეირის პროგრამა” ჰქონდა ფიფას, პეპ გვარდიოლას გუნდს ისედაც სავსე ჯიბე უფრო მეტად რომ შეუვსო. პროგრამის თანახმად, მონდიალის ყოველ ტურში თითოეული ფეხბურთელის თამაშისთვის...