შეხვედრაში, რომელიც ბელგიამ ინგლისს 2:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა, ედენ აზარმა ერთხელაც დაამტკიცა, თუ რა ძლიერი ფეხბურთელია, — წერს კატალონიური „სპორტი”. ვარსკვლავი, რომლის „ჩელსიდან” გადაბირებასაც ესპანური გიგანტები „რეალი” და „ბარსელონა” ცდილობენ ბურთი აკონტროლა და მეტოქის კართან საგოლე მომენტები შექმნა.
ინგლისის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა აზარის, კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს ტრიოსთან გამკლავება. შეხვედრის მიწურულს მეორე გოლი ინგლისელთა კარში სწორედ აზარმა გაიტანა დე ბრუინის პასით.
მატჩის დამთავრების შემდეგ ბელგიელმა ვარსკვლავმა BeIN Sports France-ს მისცა ინტერვიუ და როდესაც ჰკითხეს მისი აზრით ვინ გახდება მონდიალის საუკეთესო მოთამაშე, ასე უპასუხა:
„საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ჩემს თავს გადავცემდი, თუმცა არჩევანს მე არ ვაკეთებ. ვფიქრობ, საუკეთესოდ რომელიმე ფინალისტს დაასახელებენ”.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ედენ აზარმა სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გადააწოდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
