მაგარი თრილერივით წილისყრა გამოაცხო უეფამ. მონაკოში ჩემპიონთა ლიგა დალაგდა, რაღა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფების გარეშე არ ჩaუვლია ცერემონიალს. კაკა-ფორლანის დუეტმა განსაკუთრებულად B და C ჯგუფებში შექმნეს ჰიჩკოკური ვითარება… თავად განსაჯეთ – „ბარსა“, „ტოტენჰემი“, „ინტერი“ და არცთუ მოკრძალებული პსვ, უკვე ინტრიგაა… პსჟ და „ნაპოლი“ კი „ლივერპულთან“ ერთად უაღრესად ამოუცნობ ჯგუფურ ფინალს გვპირდება. მიუხედავად უეფასა და მისი...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
აუტების გურუ – კლოპის მიგნება
იურგენ კლოპმა დანიიდან სპეციალური მწვრთნელი გამოიწერა, რომელიც გუნდს აუტების მოწოდებაში ავარჯიშებს. ტომას გრონემარკი ერთ დროს ფეხბურთელი იყო, მერე მძლეოსანი, მერე ბობსლეისტი და ბოლოს ფეხბურთს აუტების მოწოდებაში მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა. მისი სიამაყე „მიდტიულანდია“, რომელმაც საჩემპიონო სეზონში 80-დან 10 გოლი აუტის მოწოდების შემდეგ გაიტანა. სასაცილოა? ალბათ ის უფრო მეტადაა სასაცილო, ლამის ყოველ მატჩში რამდენჯერმე ფეხბურთელები არასწორად რომ...
ოთარ კაკაბაძე – სამი წლით შვეიცარიაში
ოთარ კაკაბაძე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ხიმნასტიკიდან“ შვეიცარიის მესამეადგილოსან „ლუცერნში“ გადავიდა. კონტრაქტი სამწლიანია. „ლუცერნში“ კაკაბაძე ეული ქართველი არ იქნება, გუნდშია ვაკო გვილიაც და ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ეს გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე იყო და ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა – 1:3, 0:4. ქვეყნის ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, კონკრეტულად, 1989 წელს. კაკაბაძეზე ხშირად იწერებოდა, რომ ესპანეთის პრიმერას გუნდებს სურდათ. იყო საუბარი...
ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი
სხვა რა დავარქვათ? 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მწვრთელის შეცვლის შემდეგ ჩვენს გაოცებას განაგრძობს და მის თავბრუდამხვევ პროგრესს ყველაზე გავლენიანი საჩოგბურთო ექსპერტებიც აღიარებენ. თბილისში რიჟრაჟი იყო, როცა აშშ-ში ბასილაშვილისა და მასპინძელი ჯეკ სოკის შეხვედრა დასრულდა. ჩვენებურმა US open-ზე მე-18 ნომრად განთესილი მეტოქე 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მესამე წრეში გავიდა. არადა, მატჩი ისე დაიწყო, უარესს...
სალაჰი გადარიეს
მოჰამედ სალაჰი ცხვირაწეული და უკარება არ არის, უბრალოდ გადარიეს კაცი და ამიტომაც ამბობს, თუ ჩემს მიერ 23 აგვისტოს წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 2 სექტემბერს ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტისა და მთელი შემადგენლობის გადადგომას მოვითხოვ და თუ 5 დღეში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, 7 სექტემბერს ხალხს ავაჯანყებო. მართლაცდა როგორია, როდესაც ნაკრებში სათამაშოდ ჩადიხარ, იქ კი ელემენტარული მოსვენებისა...
თუ გინდა შეეკითხე…
უეფას ოფიციალურ საიტზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო გოლი უნდა დაესახელებინა. სადაურია გამარჯვებული? – პორტუგალიელი! რა ჰქვია? კრიშტიანუ! რა გვარისაა? – რონალდუ! ვისი მაისურით გაიტანა? – “რეალის”! ვის გაუტანა? – “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში! როგორ? ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ… როგორც ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორი იტყოდა, გინდა ახტი, გინდა დახტი – რონალდუ მაინც რონალდუა…...
ვარდები აღარ არიან
ჯეიმი ვარდიმ გადაწყვიტა სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანებოს. 31 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ მას უნდა მთელი ძალ-ღონე მშობლიურ კლუბ „ლესტერსა” და ოჯახს შეალიოს. ამბობენ, რომ ვარდიმ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში უთხრა. „ფლიტვუდის” ყოფილმა ფეხბურთელმა მონდიალზე ერთადერთ შეხვედრაში ითამაშა თავიდანვე. ეს გახლდათ ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგიის ნაკრებთან,...
პირველად ამერიკაში
ისტორიას მხოლოდ ტრიუმფატორები არ ქმნიან. ხანდახან მწარე მარცხიც კი კმარა საამისოდ. გუშინ სიმონა ჰალეპი აშშ-ის ღია პირველობის ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პირველსავე წრეში რომ გამოეთიშა ტურნირს. ასეთი რამ US open -ს აქამდე არ ახსოვს. იმ წუთისთვის, როცა სიმონამ ჩოგანი ჩააშალითა, ტურნირი სულ საათნახევრის დაწყებული იყო. აშშ-ის პირველობა საუკეთესო მეჩოგნის გარეშე ესტონელმა კაია კანეპიმ...
რონალდო ვალიადოლიდში მიდის
მსოფლიოს ყოფილი საუკეთესო ფეხბურთელისთვის ესპანური ლიგა სულაც არაა უცხო – ორივე სუპერგრანდში უბურთავია. 41 წლის რონალდომ გადაწყვიტა, ბიზნესიც ესპანეთში ააწყოს. მისი სამიზნე პრიმერაში დაბრუნებული „ვალიადოლიდია“. კლუბს ვალად 25 მილიონი ევრო ადევს და ახალ აქციონერს ეძებს. რონალდო კი მზადაა, 30 მილიონი ევრო გაიღოს, რითაც კლუბის უმსხვილესი აქციონერი შეიქნება და პრეზიდენტის სავარძელსაც მოირგებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, გარიგების...
შპორტ ბილდის რჩეული გერმანელები
ჰამბურგში, სპორტის, ბიზნესისა და მას-მედიის 700 წარმომადგენლის თანდასწრებით, ევროპის ყველაზე დიდტირაჟიანმა ჟურნალმა, გერმანულმა „შპორტ ბილდმა” სპორტში გამოჩენილ ადამიანთა რიგით მე-16 დაჯილდოება მოაწყო. ჯილდოები სულ 9 კატეგორიაში დარიგდა. „შპორტ ბილდის” რედაქტორის საგანგებო ჯილდო მიიღო „რეალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. მის დახასიათებაში წერია, რომ კროოსი არის პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო — 2013...









