კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
სამით ორი მოურინიუს სასარგებლოდ
ჩანაწერი

სამით ორი მოურინიუს სასარგებლოდ

„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 წააგო და გამწარებულმა ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები დაცოფა. პორტუგალიელი, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნება ნამდვილად აღარ აქვს გარანტირებული, შინ დიდი ანგარიშით მარცხის გამო განაწყენებული იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მას ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტებმა ფანების რეაქციაზეც ჰკითხეს. „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი მთელი 25 წელია არ ჰქონია. გულშემატკივრის...

ვაისის ყაზახურ-ლატვიური
ჩანაწერი

ვაისის ყაზახურ-ლატვიური

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება. ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. 6 სექტემბერს კი ასტანაში ყაზახეთთან მატჩით ერთა ლიგის გათამასებას დაიწყებს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 9 სექტემბერს კი თბილისში,...

მილნერი და მისი მშობლიური ენა
ჩანაწერი

მილნერი და მისი მშობლიური ენა

„ლივერპულმა” „ბრაიტონს” 1:0 მოუგო, მერსისაიდელთა ძველმა ვარსკვლავმა სტივ მაკმანამანმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს მილნერი დაასახელა და საამისოდ ძალიან უცნაური მიზეზი დაასახელა. მაკმანამანი BT Sport-ზე თანა-კომენტატორი გახლდათ, როდესაც „ლივერპულმა” „ბრაიტონთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, „წითლებმა” მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. თავისი ყოფილი გუნდის შემყურე მაკმანამანმა თქვა, ფეხბურთელები არაფრისმეტყველები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოდ მილნერს...

ლორის კარიუსი წავიდა
ჩანაწერი

ლორის კარიუსი წავიდა

შეთანხმება შედგა: ლორის კარიუსი ორი წლით „ბეშიქთაშში” ითამაშებს! „ლივერპული” გერმანელ მეკარეს სტამბოლის გუნდში იჯარის წესით უშვებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომებით თავგამოჩენილი გოლკიპერი დღეს, ოჯახის წევრებთან და ერთგულ მრჩეველ ფლორიან გოლთან ერთად მანჩესტერის კერძო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქს გაემგზავრა. კარიუსმა მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ახალშეძენილ ალისონთან წააგო. „ლივერპულმა” ალისონში 62 მილიონი ევრო გადაიხადა. „ბეშიქთაშის” შემადგენლობაში კი...

ევროლიგის საუკეთესო. შორთ-ლისტი
ჩანაწერი

ევროლიგის საუკეთესო. შორთ-ლისტი

ევროლიგის 2017-18 წლების საუკეთესო მოთამაშე სამიდან ერთი ერთი გახდება: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი ან დიმიტრი პაიე. ასეთი გახლავთ უეფას მიერ გასაჯაროებული შორთ-ლისტი. ფინალში, როდესაც „ატლეტიკომ” ევროლიგის თასი მოიპივა, ანტუან გრიზმანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან „მარსელის” კარში სამიდან ორი გოლი გაიტანა. მისი თანაგუნდელი დიეგო გოდინი კი მადრიდელთა დაცვის ლიდერი იყო; დაცვისა, რომელმაც შეჯიბრებაში სულ 4...

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი

30 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს უეფა დაჯილდოებათა დიდ ცერემონიალს მოწყობს. ადრე მოგახსენეთ, რომ ამ შოუზე უნდა გამოვლინდეს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე როგორც კაცებს ასევე ქალებს შორის. სამმოთამაშიანი შორთ-ლისტები უკვე ცნობილია. ახლა ევროპული ფეხბურთის გამგებლებმა 2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის სამკაციან შორთ-ლისტებს აჰხადეს ფარდა. ესენია: მეკარეები:...

არბიტრს ჩაის მომტანი ქალიც კი ჩაუსაფრდაო
ჩანაწერი

არბიტრს ჩაის მომტანი ქალიც კი ჩაუსაფრდაო

ევროლიგაში პირეუსის „ოლიმპიაკოსმა” „ბარნლის” 3:1 მოუგო, თამაშის წინ კი ადგილობრივმა გულშემატკივარმა ინგლისელი ფანი დაჭრა. ინგლისელს ფეხზე ნაკერები დაადეს. როგორც ბრიტანული პრესა წერს ათენში კიდევ სამი სტუმარი გულშემატკივარი გაქურდეს. მასპინძლებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ. ოცდასამი მათგანი ქალაქის პოლიციაში მოხვდა. მიზეზს დიდი მიხვედრა არ უნდა — მთვრალი დებოში. ჩამოთვლილი ინციდენტების ამბავი „ბარნლიმ” თავის საიტზე დაწერა. როგორც ირკვევა პრემიერლიგის კლუბმა,...

იანვარში ჟოზეს ბაზარში გაუშვებენ
ჩანაწერი

იანვარში ჟოზეს ბაზარში გაუშვებენ

„სანმა” გაარკვია: ჟოზე მოურინიუ იანვარში სატრანსფერო ბაზარს დაუბრუნდება. ვის შეძენას შეეცდება „მანცესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელი, ჯერ არ ამბობენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ „იუნაიტედის” ბოსები „განსაკუთრებულს” ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ თუ შერჩეული ფეხბურთელის დონე და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „იუნაიტედის” სატრანსფერო პოლიტიკამ მოურინიუ ცენტრალური მცველის გარეშე დატოვა. „განსაკუთრებულს” სამიდან ერთი სურდა:...

კლასი, კლასი…
ჩანაწერი

კლასი, კლასი…

შინ 0:1 წაგება დასასრულს არ ნიშნავს, რადგან სტუმრად ერთი გოლი სულაც ბრმად შეიძლება გაიტანო – რიკოშეტი, ავტოგოლი, რამე მსგავსი… ამიტომაც, ქუთაისის „ტორპედოს“ ჯერ ნუ გამოვიგლოვებთ, ბულგარეთში მეორე მატჩი კიდევ წინაა „ლუდოგორეცთან“. ოღონდ, ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. ჯერ აქ რა იყო და იქ რა იქნება… დღესაც აშკარად ჩანდა, რომ „ლუდოგორეცი“ გაცილებით ძლიერია, კლასი ეტყობა და...

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG! ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი  გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა. რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ...