უეფას გალა-დაჯილდოვება 30 აგვისტოს გაიმართება მონაკოში. ამ დღეს დაჯილდოვდება ასევე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული „სან ხოსეს“ ფეხბურთელი გურამ კაშია. რა ჯილდოა? #EqualGame – ასე ეწოდება და წლეულს დააწესდა. „უეფა ამ პრიზით ამბობს, რომ ფეხბურთით შეუძლია იყოს დაკავებული ყველა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიისა, – უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
მესი, რამოსი და კიდევ თვრამეტი აპროტესტებს
დღეს ლეო მესი და ესპანური ლა ლიგას კიდევ 19 კაპიტანი შეიკრიბება რათა ერთობლივად გააპროტესტოს ჩემპიონატში თამაშების დაწყების დრო და ზოგი მატჩის აშშ-ში გადატანის გეგმა. ქვეყნის ფეხბურთელთა პროფკავშირი კაპიტნების ერთობლივი განცხადების შედგენას და მის ფეხბურთის ასოციაციაში შეტანას აპირებს. პრიმერადივიზიონის ტურის შეხვედრები ჩვეულებრივ პარასკევს, შაბათს და კვირას მიმდინარეობს, მაგრამ ისე გვიან იწყება, რომ ბევრი მათგანი ფაქტობრივად შუაღამისას...
30 აგვისტოს უეფა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს
უეფამ 2017-18 წლების ევროპის საუკეთესო ქალი და ვაჟი ფეხბურთელების სამკაციანი შორთ-ლისტი გაასაჯაროვა. დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა მონაკოში, 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს. სამი ვაჟი ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ლაპარაკია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული...
რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა
„იუვენტუსში” კრიშიანუ რონალდუს დებიუტი სასწაულის გარეშე შედგა. პორტუგალეილმა გოლი ვერ გაიტანა, რასაც „ბებერი ქალბატონის” ფანები ასე ელოდნენ. ეს მოხდა ვერონაში, სადაც ტურინელებმა „კიევოს” 3:2 მოუგეს. იტალიურ პრესას აშკარად დაეტყო, რომ სერია A-ს პირველი ტურის მატჩში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისგან გოლს ელოდა, თუმცა იყო დადებითი შეფასებებიც. მაგალითად ასეთი: „ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ის შესამჩნევი...
პეპს პორტუგალიელი პირლო სურს
21 წლის პორტუგალიელ რუბენ ნევესს „მანჩესტერ სიტიმ” დაადგა თვალი და დიდი შანსია ზამთარში, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ისევ გაიხსნება, მასში „ვულვერჰემპტონ ვონდერერზს” 60 მილიონი გირვანქა შესთავაზოს. ინგლისის ჩემპიონთა თავკაც პეპ გვარდიოლას კვლავაც უნდა ნახევარმცველის შეძენა. ის ვერ შეჰგუებია, რომ ბრაზილიელი ჟორჟინიო მან კი არა, „ჩელსიმ” იყიდა. კატალონიელი მწვრთნელი არარსდროს მალავდა, რომ თუ მისთვის ხელსაყრელი ფეხბურთელი გამოცნდებოდა,...
როცა ქალი კარიერას ანგრევს
ორი დღეა ინგლისში ვერაფრით გაურკვევიათ რატომ დაანება მსაჯობას თავი 32 წლის ბობი მედლიმ, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. გუშინ მსაჯთა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მედლი „პირადი მიზეზების გამო” გადადგა, მაგრამ ეს იმდენად ბუნდოვანი ნათქვამი იყო, რომ ინგლისურ სოციალურ სივრცეში მკითხაობა, დანარჩენ მსოფლიოში კი მცირე რეაქცია გამოიწვია. მედლიმ პრემიერლიგაში პირველად 2013 წელს იმსაჯა, ეს გახლდათ „საუთჰემპტონისა” და „ვესტ...
ტოტენჰემის ახალი სტადიონის გახსნა გადაიდო
ტოტენჰემს ახალი სტადიონი 15 სექტემბერს უნდა გაეხსნა ლივერპულთან მატჩით. მთელი რიგი ღონისძიებებიც მომზადებული ჰქონდათ, მაგრამ უეცრად ახალი თავისტკივილი გაუჩნდათ: ბოლო შემოწმებებმა უჩვენა, რომ ახალი შენობა მთლად უსაფრთხო არ ყოფილა და ახალი არენის გახსნაც გადაიდო. ტოტენჰემმა ოფიციალური ბოდიში მოუხადა ქომაგებს. საქმე ის არის, რომ სამშაბათს გულშემატკივართა წარმომადგენლები კლუბის უფროსობას შეხვდნენ და 850 მილიონგირვანქიანი პროექტის შესახებ ისაუბრეს....
მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო
ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის...
დიეგო სიმეONE
მადრიდის “ატლეტიკო“ ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გარდა, ტიტულებს ჭერში აწყობს. აგროვებს და აგროვებს, აი, სუპერთასი სულაც მესამედ მოიგო. 2010, 2012 და მესამედ ახლა, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. აბა, გადაავლეთ თვალი, ბოლო წლებში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ “რაელი“-“ატლეტიკოს“ შეხვედრა თუ ჩემპიონთა ლიგაზეა, “სამეფო კლუბი“ იგებს, დანარჩენ შემთხვევებში კი დიეგო სიმეონეს გუნდი უფრო ხშირად იმარჯვებს. ძირითადი დრო...
დე ბრუინის სერიოზული ტრავმა
„მანჩესტერ სიტი” შიშობს, რომ კევინ დე ბრუინს შობამდე უქმად ყოფნა მოუწევს — ბელგიელი დღეს ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა. დე ბრუინი დაუყოვნებლივ გადააფრინეს ბარსელონაში, მაღალი დონის ტრავმატოლოგთან. ვარსკვლავის ინგლისიდან ბარსელონაში გამგზავრება სავარაუდოდ „სიტის” მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ მას თავის მშობლიურ ქალაქში ნაცნობი სანდო სპეციალისტი ჰყავს. დე ბრუინისთვის სერიოზული ტრავმა უცხო არ არის. 2016 წელს...








