6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის განსხვავებული, საინტერესო დროება იწყება. უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის წყალობით, „ჯვაროსნებს“ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უნიკალური შანსი გაუჩნდათ და ახლა ყველაფერი მათ ხელშია. დღეს ჩვენი ნაკრები ევროპული ფეხბურთის ისტორიაშიც შევა. რატომ? იმიტომ, რომ ყაზახეთთან მატჩი ტურნირის პირველი და ისტორიული შეხვედრაა. 6 სექტემბერს კიდევ რვა თამაშია, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყველაზე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ჟოზეს ციხე მიუსაჯეს
ჟოზე მოურინიუს ესპანეთში თაღლითობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პორტუგალიელს ქვეყნის საგადასახადო სამსახურებისთვის დაახლოებით 3,2 მილიონი ევრო დაუმალავს. გაზეთი „ელ მუნდო” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დანაშაული აღიარა. მას ორ უკანონო ქმედებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლომ თითოეულისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიუხედავად „რეალის” ყოფილი მწვრთნელი ციხეში ერთ დღესაც არ გაატარებს. მიზეზი: ესპანეთში არის კანონი,...
რეშფორდი ჩხუბისთვის ბოდიშს იხდის
მარკუს რეშფორდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში — ის „ბარნლისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მოედნიდან გააძევეს. რეშფორდმა მოწინააღმდეგის მცველს, ფილ ბერდსლის საფეხბურთო უხეშობაზე ქუჩური ილეთით უპასუხა. რეშფორდს, რომელსაც მოედანზე ხეირიანად 10 წუთიც არ დაუყვია, ახლა სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ის მოედანზე 61-ე წუთზე ალექსის სანჩესის ნაცვლად შეუშვეს, 71-ე წუთზე კი უკვე ხსენებული ინციდენტი...
… მან ფანტასტიკური ჩოგბურთი ითამაშა
არტურ ეშის სახელობის კორტი აშშ-ში უპრესტიჟულესი და უმაგრესია. როგორია, უმაგრეს კორტზე მსოფლიოს უმაგრეს მეჩოგნესთან სათამაშოდ გახვიდე და მუხლები არ აგიკანკალდეს?! ტრიბუნები სავსე იყო. ბილეთები კარგა ხნით ადრე გაიყიდა. ამერიკელები მერვედფინალში ამ სარბიელზე ნადალისა და მათი ჯილა ჯეკ სოკის დაპირისპირებას ელოდნენ, მაგრამ ელიტაში მოულოდნელად შეჭრილმა ქართველმა მათი სოკი მეორე ეტაპის შეხვედრაში გაწურა… ნიკოლოზ ბასილაშვილი ის ბიჭი...
ვარლამი წავიდა, უჩა მოვიდა
„რუსთავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ქვემოქართლელებს წლის ბოლომდე უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს. მიუხედავად ბოლოდროინდელი არასტაბილური შედეგებისა, მაინც მოულოდნელი იყო რუსთავულ კლუბში სამწვრთნელო ცვლილება, რაკიღა ძალზედ დიდია ამ ქალაქში ვარლამ კილასონიას ფაქტორი. კილასონიამ გაზაევის წასვლის შემდეგ სოლიდური სამუშაო გასწია გუნდში, თუმც, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მიუხედავად ამისა სამწვრთნელო ცვლილებად სხვა მიზეზი სახელდება. რუსთავული კლუბის...
ქართველების ორი მერვედი
წუხელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებამ და აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლამ უზომოდ გაგვახარა და ამ წარმატების ფონზე, ოდნავ ყურადღების მიღმა დაგვრჩა კიდევ ერთი ჩვენიანი – ოქსანა კალაშნიკოვა. ოქსანამ იაპონელ მეწყვილე ნაო ფაბინოსთან ერთად მეორე წრის ბარიერი დაძლია, რაც მერვედფინალში გასვლას ნიშნავს. ბასილაშვილის და კალაშნიკოვას შეხვედრები ფაქტობრივად, პარალელურად მიმდინარეობდა. ოქსანა მერვედფინალისტი ათი წუთით გვიან გახდა. მან და...
ნიკოლოზ სასწაულმოქმედი!
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნადალზე გაიწია! ეს უკვე ზღვარსგასული ოცნების სფეროდანაა – ქართველი ჩოგბურთელი US open-ის მერვედფინალში გავიდა. მსოფლიო ჩოგბურთის ელიტა უკვე ხელის გაწვდენაზეც აღარ არის – საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მისი წევრია. არგენტინელი გვიდო პელა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ ამ დროს გადამწყვეტი ნერვების სიმტკიცეა – აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე კი არა, მესამე წრემდეც კი აქამდე...
მესამე ევროთასი გზაშია
გერმანული Bild – ი უმიზეზო ჭორაობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული… თუ ამჯერადაც ვენდობით, უეფა 2021-2022 წლების სეზონიდან მესამე ევროტურნირის დაწესებას აპირებს. მასში, სავარაუდოდ, 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ევროპის თასი ერქმევა. სიახლის მიზეზი ევროპის ლიგის „გამარგვლაა“. ამჟამად მასში 48 კლუბი მონაწილეობს და ვარუდობენ, რომ 32-მდე შემცირებით, ევროპის ლიგის მიმართ ტელეკომპანიების და სპონსორების ინტერესი გაიზრდება. კიდევ ერთი...
CR7-ის ბანაკი: მოდრიჩი სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა
ჟორჟი მენდისი პორტუგალიელი სუპერაგენტია, კრიშტიანუ რონალდუს წარმოადგენს და მან, უეფას გალა წარმოდგენისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვა საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელება სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყოო. ცნობისათვის: გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 80-მა მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო, მოდრიჩმა 313 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდუმ — 223. სხვაობა 90 ქულაა. მენდისმა თქვა: „ფეხბურთს მოედანზე...
უეფამ მონაკოში საუკეთესოები შეკრიბა
უეფამ მონაკოში წინა სეზონის საუკეთესოები დააჯილდოვა… თანამიმდევრობით მივყვეთ: ევროპის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ისინი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი, მათ შორის სარბიელელი დავით კაკაბაძე. ნომინანტი სამი გახლდათ: ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი,...









