კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
მიქაუტაძეს იღბალი აკლდა
ჩანაწერი

მიქაუტაძეს იღბალი აკლდა

AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ...

თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]
ჩანაწერი

თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში უეფა-ს განვითარების თასზე პირველ მატჩში მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებს ხვდება. ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელსაც თავის ძმის, ხვიჩას მსგავსად, მაგარი გოლების გატანა ეხერხება.

ტრავმას ჩაბის აბრალებენ
ჩანაწერი

ტრავმას ჩაბის აბრალებენ

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი  ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი,...

ფლეი ოფი საბრძოლოა
ჩანაწერი

ფლეი ოფი საბრძოლოა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა...

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე...

უსუსური გუნდის მეკარე
ჩანაწერი

უსუსური გუნდის მეკარე

„ლივერპულის’’ სათასო ოცნება მანჩესტერში დასამარდა ― „სიტისთან’’ 0:4 წააგო. ოთხიდან სამი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. პირველი პენალტი იყო. კიდევ ერთი გოლი ანტუან სემენიომ შეაგდო. სტუმართაგან მო სალაჰმა თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. ეს გახლდათ მეოთხედფინალი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი’’ განაგრძობს. ამ მწარე მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’...

დემბელეს მერე
ჩანაწერი

დემბელეს მერე

ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზი’’ 3:1 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოეწონა, ფრანგული მედია ორი გოლის ავტორმა ოსმან დემბელემ აღაფრთოვანა. სოლიდური სანახაობისა და ეფექტური დემბელეს წყალობით „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზს’’ 3:1 მოუგო და შემდეგ კვირას ცხრილის სათავეში გაატარებსო, დაწერა maxifoot-მა. ანგარიში მართლაც საოცარი დარტყმით დემბელემ 23-ე წუთზე გახსნა. 27-ეზე...

ლუის ენრიკე: კარგია, როდესაც აპრილში კიდევ შეჯიბრებაში ხარ
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: კარგია, როდესაც აპრილში კიდევ შეჯიბრებაში ხარ

„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან’’ ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა: …ძალიან კარგი ახალი ამბები მაქვს: დაშავებული არავინ არის. ბოლო ვარჯიშზე თითოეული მოთამაშის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას დავაკვირდებით და იმის მიხედვით გადავწყვეტთ ვინ ითამაშებს „ტულუზის’’ წინააღმდეგ და ვინ არა. გააჩნია ნაკრებში ვინ რამდენი წუთი დაჰყო მოედანზე, ვინ...

სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ
ჩანაწერი

სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ

მსოფლიოს 2026 წლის თასის მეორე დივიზიონის მატჩებს მალტა უმასპინძლებს. 24 ნაკრებიდან სუპერფინალში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო მიიღებს. კუნძულზე საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით ჩავა – ბერძენი სპეციალისტი, ათანასიოს კაჩიგიასი რევაზ ჩომახიძემ შეცვალა, ვისაც ნაკრები 2016-21 წლებშიც გაუწვრთნია. ტურნირი 7 აპრილს დაიწყება და პირველი მეტოქე თურქეთი იქნება; 8 აპრილს ბრაზილიას ვეთამაშებით; ჯგუფურ ეტაპს 9 აპრილს, სლოვენიასთან მატჩით...

ჩეფერინი იტალიას ევროპით დაემუქრა
ჩანაწერი

ჩეფერინი იტალიას ევროპით დაემუქრა

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა, კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრასთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „აბსოლუტურად დაუშვებელია პასუხისმგებლობის მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინაზე გადატანა. შესაძლოა, სწორედ იტალიელმა პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, რატომ აქვს იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.“ „ევროპის 2032 წლის ჩემპიონატი, რომელიც თურქეთსა და იტალიაში უნდა ჩატარდეს, სტადიონების მდგომარეობის გამო...