„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.
თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია...
ლუკა ჩემპიონი
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად...
ბითაძე ფლეი ოფში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა...
ერთი დღის ორი ოქრო
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც...
საქართველო ესპანელს ჩაბარდა
საქართველო ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა, 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება და გარაბია პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც ორ კვირამდე გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება. გარაბაიამ პროფესიული კარიერა კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო...
თბილისში, ბაჰრეინთან…
საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
მოქმედი ვიცე გახდა…
თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციას მედალი აქვს. მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩვენებური ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში სძლია; მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს ვაზარითა და იუკოთი ჯობა; ნახევარფინალში კი, იუკოთი ჩამორჩენილმა, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევი...
მბაპე 70
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა....









