– გამიგონე, რუსებს რა დაემართათ? – ყველაფერი ცხელი ჩაის ბრალია. – ჩაი რა შუაშია? ბრაზილიასთან წაგებაზე ვამბობ. – ბრაზილიასთან ისედაც წააგებდნენ. შენ ალბათ ოთხი ბურთით წაგებას ამბობ. – დიახ. – ჰოდა ჩაის ბრალია. -როგორ? -ბიშოვეცს ცხელი ჩაი დაულევია თამაშის წინ, პირი დასწვია და ფეხბურთელებს ვეღარაფერი უთხრა. – აბა, მოიგონებ ხოლმე. ბურთი რომ შენს კარში არ...
კატეგორია: საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– რატომ დამირეკე? – საქმე მქონდა. – აჰა, მოვედი, რა გინდა? – ეგრე უცბად რა ითქმება, სალაპარაკოა. – აბა, რა? – პრეზიდენტად უნდა დაგნიშნო. – პრეზიდენტი ხომ გვყავს? – არა, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად. – რომელი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად. – გუშინ დავაარსეთ უბანში. – და მერე ეგ შეიძლება? – როგორ არა, ვისაც უნდა, ის დაარსებს. ბიჭებმა...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
წილისყრის შედეგებს თუ გაეცანი? რომელი წილისყრის? ჩემპიონთა ლიგის. არავითარი წილისყრა არ ყოფილა. როგორ, აი, წყვილები. ჰმ… წყვილები. რატომ დამცინი? კარგად შეინახე ეგ წყვილები, არავინ მოგპაროს. აჰა, ჩაიხედე და ნახავ, თუ არ იყო წილისყრა. არ მინდა, მე ეგ წყვილები აგვისტოში ვიცოდი. ვა? რა ვა? ვიცოდი. საიდან? გამოვთვალე ყველაფერი ჩაწყობილია. ყველა თამაში? სად ხედავ თამაშს? ვინ ჩააწყო?...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
სად არის პატრიკ კლუივერტი? ბოლო ცნობებით ის მილანში იყო, თუმცა, რას აკეთებდა იქ, არავინ იცის. მაშინ რატომ არის კლუივერტი მილანში? იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მატარებელი ვერ აირჩია. როგორ მოხვდა კლუივერტი მილანში? შემთხვევით. მან და მისმა ძმაკაცმა უინსტონ ბოგარდმა სამხრეთში დასვენება გადაწყვიტეს, მილანში ჩასულებმა კი გაარკვიეს ,რომ იქ კურორტი არ ყოფილა. სად არის ახლა ბოგარდი? ბოგარდი...
საჭორბოროტო კითხვა-პასუხი
ესე იგი, ჩაახუტეს ზიდანს? უკეთესს ვის ჩაახუტებდნენ? მე მაინც იმის მხარეს ვარ, ბიჭის. ბიჭისთვის ჯერ ადრეა. ბიჭის დრო მოვა. რაღა ადრეა, ორჯერ ხომ იყო. მოიცა, შენ რომელ ბიჭზე ამბობ? ბიჭი ერთია, რონალდო. ჰმ… რა, ჰმ? რონალდო რაღა ბიჭია? ბიზონია, ბიჭი კი არა. ბიზონი კარსტენ იანკერია, რონალდო როგორაა ბიზონი? ყოველ შემთხვევაში ბიჭიც არ არის. აბა ვინ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
რამდენიმე შეკითხვა მაქვს. „ინტერზე“ არ მკითხო და რაც გინდა ის იყოს. კარგი. რატომ არის, რომ ხალხი ცხრა კაცითაც იგებს თამაშს, ჩვენ კი მთელი სტადიონი რომ ჩავიდეთ მოედანზე, ვაგებთ? იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ. ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუპერტ მერდოკს უნდა შევეკრათ. ვინ არის რუპერტ მერდოკი? მაგრამ რუპერტ მერდოკი ჩვენ არ შეგვეკვრება....
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ახლა მითხარი, არგენტინა უფრო ძლიერია, თუ ბრაზილია? უფრო გერმანია უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეშია? კლინსმანმა თავი დაარტყა ბურთს და გული წაუვიდა. ძველ დროში შტანგას ურტყამდა თავს, შტანგა ტყდებოდა და კლინსმანი გახარებული მოდიოდა უკან. მერე ეფენბერგმაც თითი დაანახა ხალხს… ესე იგი, ბრაზილია უფრო ძლიერია, ვიდრე არგენტინა? ეგრე პირდაპირ ვერ იტყვი. ბრაზილიელები თავის დილიხორით...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ეს რა გავიგე, ჩაწყობილი ყოფილაო. რა ყოფილა ჩაწყობილიო? მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩაწყობილი ყოფილაო? ვინ თქვა? მთელმა შეგნებულმა ქართველობამ. ვის აუღია ფულიო? ბრაზილიისთვის უთქვამთ, ჩვენ უნდა მოგვცეთო, თორემ ყოფას გიტირებთო, რონალდო უარზე ყოფილა და ძალით ავად გაუხდიათ. სისულელეა. რატომ არის სისულელე, ბრაზილიის მომგები ვინ იყო? ჩამოთვლა მეზარება. ეგ კი არა, წინა შაბათს „რეალი“ – „ბარსაც“ ჩაწყობილი...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
უყურე ბრაზილია – არგენტინას? უცნაური ხალხია. რატომ? აბა, რატომ უნდა ითამაშო ფეხბურთი დილის რვა საათზე? ე, ეგ ეგრე გამოვიდა. იქ რომ ღამეა, აქ დილაა, ამდენი არ იცი? მაგდენი როგორ არ ვიცი, მაგრამ ამ ბრაზილიელებს ტვინი არა აქვთ და… ბრაზილიელებს? ჰმ… ჰო, ბრაზილიელებს. ვეღარ გაიგეს, რომ არგენტინელებს არ უნდა ეთამაშონ? აბა ვის უნდა ეთამაშონ? ავსტრალიას. ჰა,...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აღარ ვიცი, რა ვიფიქრო? რატომ? მთელი სეზონი ვყვიროდი “იუვე”, “იუვე”, “იუვე” და რა გამოვიდა? სულელი ყოფილხარ. ჩირო რომ მომჯობინებულიყო, სხვანაირად არ იქნებოდა? ეგრე დი სტეფანო და ხენტოს რომ ეთამაშათ… კარგი, ერთი, „რეალი“ გუნდია? და „დორტმუნდი“? ამით რისი თქმა გინდა? ამით იმის თქმა მინდა, რომ „იუვენტუსს“ ერთი უცნაური თვისება აქვს. მოედანზე ხან თერთმეტი ზიდანია, ხან თერთმეტი...









