ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. ლეგენდარულ მწვრთნელს „დეილი მეილმა” ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ: * რატომ დაანებეთ „ჩელსიში“ მუშაობას თავი? * რამდენიმე ფეხბურთელთან პრობლემა მქონდა. დიდიე დროგბა დაშავებული იყო....
კატეგორია: ინტერვიუ
ლევან ჯობავა: რიდი და სიფრთხილე მაინც იგრძნობა
თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია – კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და პასებით, ოთარ მარცვალაძის სპრინტებით, ლევან მელქაძის გოლებით… რა თქმა უნდა, პრეზიდენტი: გურამ რუხაძე… მასთან ასოცირდება „ვიტ ჯორჯია“. გუნდი 2018 წელს დაბრუნდა მთავარ ლიგაში, მაგრამ ისევ გავარდა და ბოლო ორი სეზონია, იქაც...
ფეხბურთის ბიჭი
მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...
ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა
„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას...
გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !
ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული… „ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“ და „ორდაბასიში“, ხოლო ზაქათალის „სიმურგსა“ და კვიპროსულ „ეთნიკოსს“ თავად წვრთნიდა. ჩიხრაძისთვის „ორდაბასი“ ბოლო სამუშაო ადგილი...
დუდუ ქუბრიაშვილი – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე
34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით უფრო, რომ წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი პერპინიანელებმა ვეტერან ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს. დავით (დუდუ) ქუბრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, ის მსოფლიო 2011 წლის თასის მონაწილეა, ხოლო სახელოვანი ბრიტანული...
ფლიკი: არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ ესმოდეს!
დეკემბერი დადგა, 2020 იწურება. ამ წელიწადს „ბაიერნის” მწვრთნელმა, 55 წლის ჰანსი ფლიკმა უდიდეს წარმატებას მიაღწია — „ტრიპლი” მოიგო, შემაჯამებელი ინტერვიუ კი მას მიუნხენური კლუბის ჟურნალმა „51″-მა ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან. – ჰერ ფლიკ, თომას მიულერს მიაჩნია, რომ თქვენ უშიშარი ადამიანი ხართ, რადგან რასაც „ბაიერნის” მწვრთნელად დანიშვნის დღიდან აკეთებთ, ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებული. სწორი შეხედულებაა?...
ფეხბურთის დიდი ეგო
ეს ამბავი ცოტათი თბილისურ ისტორიას ჰგავს: რაღაც საქმეზე ძველი ნაცნობის დაჭერა რომ გინდა და მისი მობილური ტელეფონის ნომრის გასაგებად მთელ ქალაქს რომ შეაწრიალებ. დიეგო მარადონას ძებნა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავიწყე და ბოლოს მივაგენი კიდეც. მასთან სატელეფონო ინტერვიუს დიდი ჩხრეკა-ძიება და მოლაპარაკებები უძღვოდა. ნახევარსაათიანი საუბრიდან რაც გამოდნა, ქვემოთ წაიკითხავთ. სხვანაირად კი, ხეირიანად არც მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით:...
ჯიგარი !!!
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია – ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო ვინც თან წარმატებულია – მთელ ერს უყვარდება! და როცა კარიერის დასრულების დრო დგება, მადლიერი ქომაგი თვალაცრემლებული ფეხზე წამოუდგება ხოლმე, დაუსრულებელი ოვაციებით, აღფრთოვანების ყიჟინით თვალცრემლიანს აცილებს… ჰოდა, მამუკა გორგოძეც სწორედ ის კაცია,...
ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…
კიკბოქსინგში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ოქტაგონზე რომ გადაინაცვლა, ორთაბრძოლების მოყვარულებმა იციან. თუმცა პანდემიამ ცხადია, გეგმები და გრაფიკი ყველას აურია. რა გავლემა მოახდინა UFC-ზე მსოფლიოში გავრცელებულმა COVID 19-მა და როგორ შცვალა პირადად გიოგას გეგმები – ამ და სხვა კითხვებით გიგას შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით. – ერთხელ თქვით, რომ MMA-ის კლუბში რაფაელ კორდეირისთან მხოლოდ იმ მიზნით ვარჯიშობთ, ...








