დიდად ღირებული თამაშის წინ ადამიანური სისუსტე შემოგვეპარა და ობიექტურ ჟურნალისტურ მსჯელობაზე ხელი ავიღეთ: ნეტავ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარემ ხვალაც ისე მიჰქაროს, როგორც კოსოვოსთან ნახევარფინალში თუ რიკოშეტით, თუ ავტოგოლით, თუ რაგბის მსგავსად ჯგროდ მიწოლით – ნეტავ ტაბლოზე თამაშის ბოლოს ჩვენი გატანილი ერთით მეტი გოლი გამოისახოს 12 ნოემბერი ისეთი დღეა, ფეარ ფლეიზე ფიქრიც არ გვინდა. ამ ერთხელ გვაპატიოს...
კატეგორია: დავთარი
ვაისის გულის თამაში და კორონა-ცრემლები
ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს. ვლადიმირ ვაისი – ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და ხალხს გავახარებთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეთ კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქეა თუ ჩრდილოეთ მაკედონია, გიპასუხეთ, კორონავირუსი-მეთქი. და მართლაც ასეა. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას არყოფნა...
რაც გულთან უფრო ახლოსაა
ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერება: ან ტრიუმფალური და ანაც ტრაგიკული. ყველა ქომაგს პირველი ვარიანტის გვეიმედება და როცა მსაჯის საფინალო სასტვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის გასვლას დააფიქსირებს, 1981 წლის 13 მაისი მონაგონი იქნება. ასე ახლოს ოცნებასთან ჯერ არ ვყოფილვართ და მორიგჯერ როდის აღმოვჩნდებით, არავინ იცის. ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო: გენაცვალეთ, ითამაშეთ ისე, თითქოს...
ბოსნია მეტია, ვიდრე საფრანგეთი
სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართული ფესვების ფეხბურთელები გვინახავს საქართველოს ნაკრებში. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვანოთ, რომელიც მირალემ პიანიჩმა დღეს გააჟღერა. როგორც ირკვევა, ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ. „დიახ, როდესაც „ლიონში“ გადავედი, შემეძლო საფრანგეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაისურა მინდოდა მომერგო. საფრანგეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა დამირეკა კიდეც, თუმც გადაწყვეტილება უკვე...
ცხვარი, გორი, თევზი…
ეროვნული ლიგის მე-15 ტურიც ნაკლული გამოდგა. ოთხი მატჩი გაიმართა, მეხუთე, „ტორპედო“ – „ბათუმი“ კი 8 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა, „ტორპედოში“ რა მდგომარეობაა, კიდევ საკითხავია… 8 ნოემბერსვეა დაგეგმილი მე-13 ტურის ძალიან საინტერესო შეხვდრა: „ლოკომოტივი“ – „დინამო.“ შემდეგ სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, რომლის დროსაც საქართველოს ეროვნული გუნდი, თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ითამაშებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2000-ის...
29 საქართველოსთვის
ერთი კვირა დარჩა საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. 12 ნოემბერს ჩვენები „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდებიან. სასწორზე ევრო 2020-ის საგზური დევს. ამ მატჩის გარდა ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს სომხეთს დაუხვდება, 18 ში – ესტონეთს. ეს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებია, სადაც საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. C დივიზიონის მატჩების გამართვა ბათუმის...
ირაკლი ლილუაშვილი: ჩვენი მიზანი ფეხბურთელებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევაა
საფეხბურთო საშუამავლო კომპანია „Bene Sport Management“ 2020 წლის 1 ივნისს დაფუძნდა და მას შემდეგ 30 ფეხბურთელთან და 5 მწვრთნელთან გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება. კომპანია ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს, ყოველდღიურად ვითარდება და აქცენტს ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებთან თანამშრომლობაზე აკეთებს. კომპანიის მენეჯმენტის მიზანი საინტერესო მოთამაშეებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა და საზღვარგარეთ არსებული მძლავრი კონტაქტების გამოყენებით, მათი ევროპულ კლუბებში ტრანსფერია....
პატარები და მაგრები
რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი 19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა....
რაზმი რვა ერისთვის
14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება – შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ლეგიონერებმა თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. ვინაიდან 1 ნოემბერს გასამართი, რუსეთის ნაკრებთან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩი...
აურზაური
კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და თბილისის...









