ილია დათუნაშვილს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი ეპოქალური მოვლენის შემოქმედია – თბილისის „დინამოს“ პირველი საჩემპიონო მატჩის მთავარი გმირი გახდა ორი გოლით და ერევნის „არარატს“ ერთ ტაიმში 5 გოლი გაუტანა (27 წუთში). ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა. მე ერთი, ბევრისთვის უცნობი , თითქოს არაფრით გამორჩეული მატჩი მინდა გავიხსენო. ეს შეხვედრა „დინამოს“ გაჩემპიონების შემდეგ მალევე გაიმართა (ზუსტი დრო...
კატეგორია: დავთარი
სინდისი სინდისია…
➡ ამბის დასაწყისი წაიკითხეთ აქ რა გინდა რომ თქვა.. რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც თავისივე არათუ ნათქვამს, დაწერილს უარყოფს. როცა გიმტკიცებს, რომ რაც დაწერა, არ დაუწერია. თან ამას ისე ამბობს, თითქოს შენ იყო წერა-კითხვის უცოდინარი. ასეთ ხალხთან კამათი სისულელეა. რა უნდა უმტკიცო?! მკითხველისთვის ვწერთ. იმ მკითხველისთვის, წერა-კითხვაც რომ იცის, წაკითხულიდან აზრის გამოტანაც შეუძლია და მთავარი –...
ბრუნდებიან…
პორტუგალიასთან ჩავარდნის შემდეგ ბორჯღალოსნებს 12 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებთან შეხვედრა ელით. ცხადია, ამ მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო და მოხდა გარკვეული საკადრო ცვლილებები. სამწუხარდ, „ლობუშთან“ ჯახის პირველივე ტაიმში ტრავმა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა მიიღო და მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა არანაკლებ გამოცდილი ნიკოლოზ ხატიაშვილის გამოძახება გადაწყვიტა. გარდა ამისა, ერთბაშად ხუთმა მორაგბემ COVID-19 დაამარცხა და ხუთივე გაფართოებულ სიაში...
აფსუს, ბილ შენკლი…
ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული. მოსკოვში. მარცხნივ, სსრკ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ნიკოლაი მოროზოვია. მარჯვნივ კი ფეოლაა. არა, არა, ის ფეოლა კი არა, ნამდვილი ფეოლა! ვისენტე ფეოლა! ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი! ვფიქრობ, ზედმეტია იმის დაზუსტება, რომ ვისენტემ კი არ დაირქვა იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი პერსონაჟის სახელი, პირიქით – ამ ფეოლას სახელი შეარქვეს შეუდარებელი იპოლიტეს პერსონაჟს! მაშინ, ბრაზილიელთა...
საწოლში მტერთან
თავისთავად, ერთობლივი წვრთნები ცუდი არ არის. ერთმანეთისგან რაღაცას სწავლობთ. აი, მაგალითად, ნატოს სამხედრო წვრთნა, როდესაც მოკავშირეები პოტენციურ მტერთან ერთიანი ძალით გასამკლავებლად ვარჯიშობენ. სხვა ვარიანტებიც გვხვდება. სპორტშიც, მათ შორის. ქართველ მორაგბეთა ერთობლივი წვრთნაც გვახსოვს, მაგალითად ინგლისელებთან ან სამხრეთ აფრიკელებთან. ესეც, გულწრფელად ვთქვათ, კარგია. მონდომებული სპორსტმენი უამრავ სასარგებლო რამეს აითვისებს. მაგრამ რა ვუწოდოთ იმას, რაც ამ წერილშია...
მესხზე ოთხი დებიუტანტით
კვირას, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს ბორჯღალოსნები ახალ საერთაშორისო სეზონს გახსნიან. „რაგბი ევროპის“ 2014 წლის ჩემიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და ამ მატჩით შეუდგება ჩემპიონის ტიტულის დაცვას, რომელსაც შარშან მეცამეტედ დაეუფლა. სხვათა შორის, ამ ტურნირის გამარჯვებული ქართველთა გარდა მხოლოდ რუმინელები (5-ჯერ) და პორტუგალიელები (ერთხელ) გამხდარან და 2023 წლის მსოფლო თასის შესარჩევ ტურნირს (რომელიც 2021 და...
სამი სუპერ-ლელო ქართულად!
მიმდინარეობდა თამაშის 44-ე წუთი და ტოპ 14-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი „პერპინიანი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ლიონს“ 13:9 ამარცხებდა, როცა სტუმართა ღონიერმა 8 ნომერმა ჯორდან ტაუფუამ რამდენიმე მეტოქესთან ჯაჯგურს გაუძლო და ბურთი მარცხენა ფრთაზე ეულად დარჩენილ დავით ნინიაშვილს ამოუგდო, ვინც ლელოში ტყვიასავით შევარდა. საბოლოოდ „ლიონმა“ კატალონიაში 28:23 მოიგო და ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. ეს ერთი! „ლა როშელი“ საკუთარ...
საუკეთესო შენაძენი ყველაზე ცუდ თვეში
„ნეტავ ვინ თქვა პირველად, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთელის შეძენისთვის საუკეთესო დროა. მე დაბეჯითებით მოგახსენებთ: მწვრთნელისთვის ამაზე საშინელი პერიოდი არ არსებობს“ — წერს თავის ბლოგში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 74 წლის ჰარი რედნაპი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ავტორიტეტული პიროვნების მოსაზრება და ორიოდ საინტერესო მოგონება თქვენთვის გაგვეცნო. რედნაპი განაგრძობს: „მწვრთნელები ამბობენ, რომ ისინი იანვარში ყველაზე გამწარებულები...
ვეტერანის ძალა
ბექა შეყლაშვილმა, „კოლომიეს“ 35 წლის ბურჯმა, თავის მრავალწლიან ფრანგულ კარიერაში მე-10 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა პირველხაზელი (5 მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში) ამ ქვეყანაში მე-13 სეზონს ატარებს, ხოლო საკუთრივ „კოლომიეში“ 2017 წლიდან გამოდის, გასულ ტურში კი მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო დადო. პრო დ2-ის მე-19 ტურში „კოლომიე“ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „ოიონაქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრის...
ბორჯღალოსნების ახალი სეზონი ვაკეში იწყება
6 თებერვალს, 15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ეს იქნება ბორჯღალოსანთა სასტარტო მატჩები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატისა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მეორე ნაწილიცაა. ჰოდა, ლევან მაისაშვილმაც გადაწყვიტა, გუნდის გაფართოებული რაზმი სწორედ ამ ორ მატჩზე გათვლით შეედგინა. გუნდში 5 დებიუტანტია, მათ შორის...









