პორტუგალიასთან ჩავარდნის შემდეგ ბორჯღალოსნებს 12 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებთან შეხვედრა ელით.
ცხადია, ამ მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო და
მოხდა გარკვეული საკადრო ცვლილებები. სამწუხარდ, „ლობუშთან“ ჯახის პირველივე ტაიმში ტრავმა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა მიიღო და მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა არანაკლებ გამოცდილი ნიკოლოზ ხატიაშვილის გამოძახება გადაწყვიტა.
გარდა ამისა, ერთბაშად ხუთმა მორაგბემ COVID-19 დაამარცხა და ხუთივე გაფართოებულ სიაში დაბრუნდა. კერძოდ, სამივე წამყვანი ჰუკერი გამოკეთდა – შალვა მამუკაშვილიც, ჯაბა ბრეგვაძეც და გიორგი ჭყოიძეც. იმედია, მათი დაბრუნება დერეფანსა და მოლებში სიტუაციას დაგვილაგებს, თორემ წინა მატჩში ამ კომპონენტებში ქართველთა თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ასევე დაბრუნდნენ მესამეხაზელები ლუკა ივანიშვილი და გიორგი ცუცქირიძე. მათი, განსაკუთრებით კი მეორის აგრესიულობა ძლიერ აკლდა ბორჯღალოსნებს გასულ მატჩში…
აქვე განახლებულ გაფართოებულ რაზმსაც გთავაზობთ:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), გურამ პაპიძე (ლა როშელი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი), გიორგი ჯავახია (ორიაკი), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი), თედო აბჟანდაძე (ბრივი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (ლელო), დავით მესხი (ენისეი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
