უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა სხვა დანარჩენი და მათ შორის ფეხბურთიც, უკანა პლანზე გადასწია და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური პოლიტიზებული აღმოჩნდა. ყველა მატჩი უკრაინელთა სევდიან-მხარდამჭერი აქციით დაიწყო. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს უკრაინის დროშისფერი სამკლაურები ეკეთათ. ბათუმელთა კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ კი სულაც უკრაინელ თანაგუნდელ ოლექსანდრ აზაცკის დაუთმო. ახლა ფეხბურთის შესახებ. პირველი სათამაშო...
კატეგორია: დავთარი
უეფას უკბილო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ
ეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია. არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა. განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა....
ჯამი ჭურჭელია
ერთხელ, სიტყვამ მოიტანა და, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა საუბრისას მითხრა, სპორტი ჭადრაკია, ფეხბურთი და ნავთობი კი – პოლიტიკაო. მე კი მგონია, რომ ჭადრაკიც პოლიტიკაა. სპორტის, ხელოვნების და პოლიტიკის კავშირი ჩვენთან, როგორც წესი, იმ დროს ახსენდებათ, როდესაც რომელიმე სახალხო არტისტი რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება, საყვარელი სპორტსმენი კი, მაინცდამაინც რუსულ კლუბში ამჯობინებს კარიერის გაგრძელებას. როდესაც ნახევარი საუკუნის წინ...
სტუმარ-მასპინძელი ყაველაშვილის ენაზე…
„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია. „სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას. რა არის შეურაცხყოფა: საკუთარი სახელმწიფო დროშის ფრიალი? გასაჭირში...
სამშობლოსთვის! იუნკერ ერისთავის გმირობა!
23 თებერვალი გმირ იუნკერთა ხსოვნის დღეა! მტერთან მებრძოლთა შორის იყო იმ დროის განთქმული ფეხბურთელი, შევარდენელი შალვა ერისთავი – წმინდანად შერაცხული შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების პირდაპირი შთამომავალი. რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. იუნკრებმა, 17 თებერვალს, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორის ტაბახმელას მონაკვეთი დაიკავეს. მტერმა ამ...
უკრაინული აფიშა: იყო და არა იყო რა
ამბავი ასეთია: საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველო – რუსეთის მატჩის უკრაინულენოვანი აფიშა გამოაქვეყნა. იდეა ყველამ მოვიწონეთ და საგანგებოდაც აღვნიშნეთ. მაგრამ… საღამოს აფიშა გაქრა. აი, ასე, იყო და აღარ იყო. აიღეს ყოველგვარი განმარტების გარეშე, ალბათ, იმის იმედით, რომ ვერ შევნიშნავდით და „შერჩებოდათ“. რაც დამალა რაგბის კავშირმა, რუსებმა გაამჟღავნეს! „რუსეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობა...
ფიგურული პეკინი
პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლა, მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ ყოვლისა ეს ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობაზე უნდა ითქვას. დავიწყოთ გუნდური შეჯიბრით, სადაც საქართველო იმ 10 ქვეყანაში მოხვდა, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ. თავისთავად, ეს უკვე წარმატებაა, რადგან სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის არმქონე საქართველომ ძალიან ბევრ მძლავრ ქვეყანას აჯობა. გუნდურში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. ისიც იმიტომ,...
ვაჟური ლელო
ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს...
გაძლიერება რუსეთისთვის
27 თებერვალს „დინამო არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის საიუბილეო, 250-ე ოფიციალურ მატჩს გამართავს. საიუბილეოს გარდა ეს მატჩი ტრადიციულად პრინციპულიც იქნება, რადგან ბორჯღალოსანთა მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდია. „დათვებთან“ შეხვედრების პრინციპულობაზე მოგვიანებით, მატჩისწინა მიმოხილვაში ვისაუბროთ, დღეს კი იმ სიახლეებზე გიამბობთ, რაც ჩვენს გუნდშია. ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბმა კონკრეტულად ამ მატჩისთვის მოსამზადებლად 33 მორაგბე დაიგულა, რომელთაგან 23 უშუალოდ...
12 ლელო ჰეთ-თრიქითა და დუბლებით
72:10 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში. „რაგბი ევროპის“ მეორე ტურში ბორჯღალოსანთა მეტოქე ნიდერლანდელებმა თავისი უპირობო აუტსაიდერობა დაადასტურეს, ხოლო ქართველებმა – ტურნირის მთავარფავორიტობა. თავიდანვე თვალშისაცემი გახდა, რომ აუტებსა და დერეფნებში ამ დღეს პრობლემები ნაკლებად იყო მოსალოდნელი – კვაჭის პოზიციას ხომ გამოჯანმრთელებული შალვა მამუკაშვილი დაუბრუნდა, ხოლო მარქაფაში თავის შანსს გიორგი ჭყოიძე ელოდა. მართალია, შალვას...









