სხვა „ბათუმი“ და ჯანო თოვლიანობის გამო ელიგის მეოთხე ტური ნაკლული გამოდგა. ორი თამაში: „დინამო“ – „დილა“ და „ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ გადაიდო (ლიგა 2-ში სულაც 4 შეხვედრა ვერ ჩატარდა). პირველ სამ ტურში არცერთი ფრე დაფიქსრებულა. ამჯერად კი სამიდან ორი მატჩი დასრულდა. პირველი, ბათუმური 2:2 გახლდათ. მოქმედმა ჩემპიონმა თამაში ცუდად დაიწყო. ძნელი სათქმლია რისი ბრალი იყო ეს,...
კატეგორია: დავთარი
თქვენ ნაღდი თოვლი გინახავთ?
საქართველოს ჩემპიონატის მატჩი, „დინამო“ – „დილა“ გადაიდო. გადაიდო იმიტომ, რომ თბილისში მოთოვა. მოთოვა. თბილისში. ქალაქში, სადაც ათწლეულებია, თოვლმა მაქსიმუმ საღამოს ხის ტოტები დაფაროს სულ რამდენიმე სანტიმეტრით და დილას ეგეც გამდნარი დაგხვდება. თბილისში, სადაც ბავშვებმა ციგა რა არის, არ იციან. მიწაზე როდის ნახეთ ბოლოს ის, რასაც მართლა თოვლი ჰქვია?! თბილისში თოვლმა ფეხბურთი როგორ უნდა ჩაშალოს? ჭყაპში...
გაბედეთ, წადით!
დღეები გადის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები რუსეთში რჩებიან. რომ დავაკონკრეტოთ, „ურალიდან“ წავიდნენ ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე, 18 წლის ბიჭები. რუსულ პრემიერლიგაში რჩებიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე და გია გრიგალავა. გვესმის, 30 ივნისამდე შეუძლიათ რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ, ანუ არსებობს იმის რისკი, რომ დაბრუნების შემდეგ ცუდი თვალით შეხედავენ და...
250-ე – ტრიუმფალურ თაღზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საიუბილეო, 250-ე მატჩი წესით „დინამო არენაზე“ რუსების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ისეთი ომი გააჩაღა, რომ რაგბისგან კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოიკვეთა. „დათვები“ ყველა ტურნირიდან ხომ მოიხსნენ, დარჩენილ მატჩებში კი მათ ვაჟთა ნაკრებს წაგებები ჩაეთვალათ. ჰოდა, ქართველებს იუბილეს გამართვა გაცილებით მშვიდობიან ხალხში მოუწევთ. 12 მარტს, თბილისის დროით 19:30-ზე ბუქარესტის ახალთახალ...
ჩხუბი, გაძევება, მუქარა მწვრთნელს…
უჩვეულოდ დაიწყო 34-ე ეროვნული ჩემპიონატი. სამი ტურის შემდეგ ერთდროულად ექვს გუნდს მოუგროვდა 6 ქულა. ამისდაკვალად, ტურნირი უფრო საინტერესო ხდება. ჩხუბი და ჩემპიონის პირველი მარცხი თბილისის „დინამოსთან“ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ გორს მორიგი გამარჯვებისთვის ეწვია და იგებდა კიდეც თორნიკე გაფრინდაშვილის გოლით, მაგრამ „დილამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შარშანდელის არ იყოს, არავისთვის იქნება იოლი მეტოქე....
გელა – თედო – 8 ქართული ქულა
გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25) და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მონპელიელთა მიერ...
ჩემპიონმა იჩემპიონა
პირველად, ათი წლის შემდეგ ტური „გაგრა“ – „საბურთალოს“ შეხვედრით გაიხსნა. თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს „გაგრა“ სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ჩაატარებს. ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გაგა კირკიტაძის ბიჭებმა იყოჩაღეს. ერთადერთი გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა პირველი ტაიმის მოწურულს. ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ელიტაში ათწლიანი არყოფნის შემდეგ. ტორპედო „დინამოსთან“ პირველ ტურში შერცხვენის...
იუბილე – ბუქარესტში
12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა. 20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც...
ლელო, ლელო, უკრაინა…
საფრანგეთში ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები ნაკლებად ეფექტური იმიტომ გამოვიდა, რომ რუსეთთან გაუქმებული მატჩიდან გათავისუფლებულ ბორჯღალოსანთა უმრავლესობამ საკლუბო მატჩები გამოტოვა. ჰოდა, ტოპ 14-ში მხოლოდ 10-მა ჩვენებურმა იასპარეზა, პრო დ2-ში – 13-მა… საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ლიდერი კვლავაც „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ნაკრებებში მივლენილი ხალხისგან დაცლილ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ომი 11:12 დათმო. ლექსო ყაულაშვილმა „ღვინისფერთა“ რიგებში ბოლო 15...
ფიფა – ეს არ კმარა!
რა სანქციებიც ფიფამ რუსეთს დაუწესა, საკმარისია ვითომ? როგორც იცით, ფიფამ განაცხადა: მარტში მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში რუსეთის ნაკრები ითამაშებს, ოღონდ ჰიმნის, დროშისა და ფანების გარეშე. საშინაოდ დანიშნულ შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს და არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) სახელით. პოლონეთი მაინც უარზეა: რუსების წინააღმდეგ არ ვითამაშებთო… პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა თქვა, ფიფას ეს...








